ჰაბსბურგთა მონარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაბსბურგის იმპერია)
ჰაბსბურგთა მონარქიის ზრდა.

ჰაბსბურგთა მონარქია (გერმ. Habsburgermonarchie) ან იმპერია, ზოგჯერ აგრეთვე ცნობილი როგორც დუნაის მონარქია (Donaumonarchie) — არაოფიციალური სახელწოდება, სამეფოებისა და პროვინციების, რომლებიც 1780 წლამდე, ავსტრიის ჰაბსბურგთა დინასტიის უმცროსი შტოს მიერ იმართებოდა, რომელიც მოგვიანებით 1918 წელს, სამართალმემკვიდრე ჰაბსბურგ-ლოთარანგიის შტომ ჩაანაცვლა. მონარქია საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი და მის გარეთ არსებული ტერიტორიებისაგან შედგებოდა. დინასტიის დედაქალაქი ვენაში, ხოლო 1583-1611 წლებში, დროებით პრაღაში მდებარეობდა. 1804-1867 წლებში ჰაბსბურგთა მონარქია ოფიციალურად მოიხსენიებოდა ავსტრიის იმპერიის სახელით, 1867-1918 წლებში კი ცნობილი იყო, როგორც ავსტრია-უნგრეთის იმპერია.[1][2]

1806 წლის, საღვთო რომის იმპერიის გაუქმებამდე, ჰაბსბურგთა დინასტიის, ავსტრიის შტოს წარმომადგენლბეს, ხშირად საღვთო რომის იმპერატორად ირჩევდნენ; 1415 წლიდან 1806 წლამდე, მხოლოდ კარლ VII იყო ავსტრიის ერთადერთი არაჰაბსბურგი მმართველი.[3][4] ჰაბსბურგთა მონარქია, საღვთო რომის იმპერიის გარდა, სხვა ქვეყნებსაც მოიცავდა, იმპერიის დიდი ნაწილი კი უცხო დინასტიების მიერ იმართებოდა. ჰაბსბურგთა მონარქია ხშირად არ მოიცავდა ყველა იმ ტერიტორიას, რომლებსაც ჰაბსბურგები აკონტროლებდნენ. ჰაბსბურგთა უფროსი შტო 1700 წლამდე, ესპანეთის მართველები იყვნენ, მაგრამ როგორც წესი, ის არ შედის „ჰაბსბურგთა მონარქიის“ განმარტებაში. 1556 წლის კარლ V-ის გადადგომის შემდგომ, დინასტია ავსტრიისა და ესპანეთის ჰაბსბურგთა შტოებს შორის გაიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ingrao, Charles. The Habsburg Monarchy, 1618–1815 (2000) excerpt and text search
  • Ingrao, Charles. In Quest and Crisis: Emperor Joseph I and the Habsburg Monarchy (1979)
  • Judson, Pieter M. The Habsburg Empire: A New History (2016). Downplays the disruptive impact of ethnic nationalism.
  • Kann, Robert A. A History of the Habsburg Empire: 1526–1918 (U of California Press, 1974)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]