თარგი:დღის მოვლენები:10-4
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1582 : რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ გრიგორიანული კალენდარი შემოიღო. იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ამ წლის 4 ოქტომბერს უშუალოდ 15 ოქტომბერი მოჰყვა.
1830 : ნიდერლანდებისგან გამოყოფის შედეგად ბელგიის სახელმწიფო შეიქმნა.
1853 : ყირიმის ომი — ოსმალეთის იმპერია რუსეთს ომს უცხადებს.
1883 : აღმოსავლეთის ექსპრესი ამოქმედდა.
1910 : მანუელ II, პორტუგალიის ბოლო მეფე, ლისაბონში რევოლუციის დაწყების გამო ბრიტანეთში გარბის. მომდევნო დღეს პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა.
1957 : ორბიტაზე გაშვებულია პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ 1 (სურათზე).
1993 : რუსეთის კონსტიტუციური კრიზისი — რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ტანკებით პარლამენტის შენობის შტურმს აწყობს.