შინაარსზე გადასვლა

ბორის ელცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ელცინი, ბორის)
ბორის ელცინი
რუს. Бори́с Никола́евич Е́льцин
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1931(1931-02-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი Butka
გარდაცვალების თარიღი 23 აპრილი, 2007(2007-04-23)[12] [1] [2] [3] [4] [5] [8] [10] [11] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[13]
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
განათლება ურალის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და ურალის ფედერალური უნივერსიტეტი
მამა Nikolai Ignatievich Yeltsin
დედა Claudia Vasilievna Jeltsina
მეუღლე/ები Naina Yeltsina[14]
შვილ(ებ)ი Tatyana Yumasheva და Elena Yeltsina
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, Medal "In Commemoration of the 1000th Anniversary of Kazan"[15] , „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "60 Years of the Armed Forces of the USSR", Gold Olympic Order, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-1 ხარისხი, ერევნის საპატიო მოქალაქე[16] , შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი, Order of the Three Stars, 1st Class, Grand Cross of the Order of the Cross of Vytis, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Knight Grand Cross with Collar of the Order of Merit of the Italian Republic[17] , Order of the Golden Eagle, January 13th commemorative medal, Order of Francisc Skorina, მედალი „პირადი მამაცობისათვის“, სვერდლოვსკის ოლქის საპატიო მოქალაქე[18] , Order of Grand Duke Dmitry Donskoy 1st Class[19] , Order of Prince Yaroslav the Wise, 1st class, maroon beret, Grand Cross of the Order of Good Hope[20] , სამი ვარსკვლავის ორდენი[21] , Order of the Cross of Vytis, Order of Saint Righteous Grand Duke Dmitry Donskoy[19] , სსრკ-ის სპორტის ოსტატი, honorary citizen of Kazan[22] , honorary citizen of Samara Oblast[23] , Equestrian Order of the Holy Sepulchre[24] , Памятная медаль А. М. Горчакова, Order of Good Hope, Order of Bethlehem და Order of Bethlehem

ბორის ნიკოლოზის ძე ელცინი (რუს. Бори́с Никола́евич Е́льцин; დ. 1 თებერვალი, 1931, სოფელი ბუტკა, ტალიცის რაიონი, სვერდლოვსკის ოლქი ― გ. 23 აპრილი, 2007, მოსკოვი) — რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი 1991-1999 წლებში (1996 წლის 3 ივლისს აირჩიეს მეორედ, 1999 წლის 31 დეკემბერს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან).

ბორის ნიკოლოზის ძე ელცინი დაიბადა 1931 წლის 1 თებერვალს რსფსრ-ის სვერდლოვსკის ოლქის სოფელ ბუტკაში. 1955 წელს დაამთავრა ურალის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სპეციალობა – ინჟინერ-მშენებელი). 1968-1988 წლებში ეკავა სხვადასხვა პარტიული თანამდებობა. 1976 წლიდან იყო სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1985-1986 წლებში — სკკპ ცკ-ის მდივანი, 1985-1987 წლებში — მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი; 1989 წელს აირჩიეს სსრკ-ის სახალხო დეპუტატად. 1990 წელს გამოვიდა კომპარტიიდან. 1990-1991 წლებში გახდა რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1991 წლის დეკემბერს ბელორუსიასა და უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას სსრკ დაშლის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ.

ელცინი სამჯერ იყო საქართველოში: პირველად, არაოფიციალურად – 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით; მეორედ – 1991 წელს (დაბა ყაზბეგში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს – ზ. გამსახურდიას, სადაც გაიმართა მოლაპარაკება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შექმნილი ვითარებისა და სხვა საკითხების შესახებ); მესამედ – 1994 წლის 3 თებერვალს, როდესაც ხელი მოაწერა საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ. 1992 წლის მაისში ელცინი მონაწილეობდა დაგომისის შეთანხმების შემუშავება-ხელმოწერაში.

  • Yeltsin, Boris. 'Against the Grain'. London: Jonathan Cape, 1990
  • Yeltsin, Boris. 'The Struggle for Russia. New York: Times Books, 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 The Fine Art Archive — 2003.
  9. Енциклопедія сучасної УкраїниІнститут енциклопедичних досліджень НАН України, 2001. — ISBN 966-02-2075-8
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 Исаев Ю. Н. Чувашская энциклопедияЧувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
  12. http://news.bbc.co.uk/1/hi/world/europe/6584481.stm
  13. Deutsche Nationalbibliothek Record #118900048 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  14. (unspecified title)ISBN 978-5-389-06946-6
  15. https://regnum.ru/news/tatarstan/662053.html
  16. https://www.kommersant.ru/doc/345873
  17. https://www.quirinale.it/onorificenze/insigniti/10521
  18. https://lenta.ru/news/2010/01/29/eltsin/
  19. 19.0 19.1 https://ria.ru/20060201/43271701.html
  20. https://web.archive.org/web/20150118121253/http://www.v1.sahistory.org.za/pages/artsmediaculture/culture%20&%20heritage/national-orders/1999.htm
  21. https://lv.sputniknews.ru/20171103/orden-nagrada-mistika-6348652.html
  22. https://demo.garant.ru/#/document/8124132/paragraph/1/doclist/724/
  23. https://web.archive.org/web/20070928144145/http://www.volgainform.ru/allnews/583249/
  24. https://web.archive.org/web/20071117141326/http://www.lenta.ru/russia/2000/01/06/yeltsin/