თარგი:დღის მოვლენები:06-14
იერსახე

- 1645 : ინგლისის რევოლუცია : ნასების ბრძოლაში მეფე ჩარლზ I-ის მთავარი არმია გაანადგურა პარლამენტის ახალი მოდელის არმიამ სერ ტომას ფერფაქსისა და ოლივერ კრომველის მეთაურობით.
- 1807 : მეოთხე კოალიციის ომის ბოლო მნიშვნელოვან ბრძოლაში ფრანგებმა რუსები ფრიდლანდის ბრძოლაში დაამარცხეს .
- 1846 : სონომაში დაბანაკებულმა ინგლისელ-ამერიკელმა ახალმოსახლეებმა აჯანყება დაიწყეს მექსიკის წინააღმდეგ, გამოაცხადეს რა კალიფორნიის რესპუბლიკა და საკუთარი დროშა (სურათზე) ააფრიალეს.
- 1926 : ბრაზილიამ, დამფუძნებელ ქვეყნებს შორის პირველმა, ერთა ლიგის რიგები დატოვა.
- 1962 : ევროპული კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია ჩამოყალიბდა პარიზში, რომელიც მოგივანებით ევროპული კოსმოსური სააგენტო გახდა.
- 1982 : ფოლკლენდის ომი დასრულდა : არგენტინის ჯარები დედაქალაქ სტენლიში უპირობოდ ჩაბარდნენ დიდი ბრიტანეთის ძალებს.
- 2001 : ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას აყალიბებენ.