თარგი:დღის მოვლენები:05-25
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1521 : მარტინ ლუთერი (სურათზე) კრიმინალად და ერეტიკოსად გამოცხადდა ვორმსის ედიქტის მიერ.
1810 : მაისის რევოლუცია: ბუენოს-აირესში ჩამოყალიბდა პრიმერა ხუნტა - არგენტინის პირველი დამოუკიდებელი მთავრობა.
1946 : აბდულა I იბნ ჰუსეინი ტრანსიორდანიის მეფედ გამოცხადდა.
1953 : აშშ ნევადის საცდელ ბაზაზე პირველ და ერთადერთ ბირთვულ არტილერიულ გამოცდას ატარებს.
1963 : ადის-აბებაში, ეთიოპია, აფრიკის ერთობის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.
1966 : პირველი მნიშვნელოვანი დაძიბაო გამოქვეყნდა პეკინის უნივერსიტეტში ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს.
1989 : სომხეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
2000 : ისრაელმა 22-წლიანი ოკუპაციის შემდეგ ლიბანიდან საკუთარი ჯარები გამოიყვანა.