თარგი:დღის მოვლენები:05-19
იერსახე

- 1536 : ანა ბოლეინს, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლს, ლონდონის ტაუერში თავი მოკვეთეს ქმრის ღალატის გამო.
- 1649 : ხანგრძლივი პარლამენტის აქტით ინგლისის თანამეგობრობა შეიქმნა.
- 1712 : პეტრე პირველმა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიდან პეტერბურგში გადაიტანა.
- 1802 : საპატიო ლეგიონის ორდენი (სურათზე) დააარსა ნაპოლეონ ბონაპარტმა, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველმა კონსულმა.
- 1919 : მუსტაფა ქემალ ათათურქი ოსმალეთის მთავრობას განუდგა.
- 1961 : ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა ვენერა-1 პლანეტა ვენერას ჩაუფრინა პირველად.
- 2012 : ფინალში მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხებით, ლონდონის „ჩელსი“ პირველად გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.