ვენერა-1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენერა-1
ალტერნატიული დასახელება ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური „ვენერა-1“
მისიის ტიპი პლანეტა ვენერასთან მიახლოება და მონაცემების გამოგზავნა
NSSDC ID 1961-003A
SCN 00080
ტექნიკური მახასიათებლები
ასაფრენი მასა 643,5 კგ.
ზომები სიმაღლე: 2,035 მ.
დიამეტრი 1,05 მ.
მწარმოებელი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, რკკ „ენერგია“
მიმართულება ტრიაქსიალური მზისა და ვარსკვლავ კანოპუსის მიმართ
კვების წყაროები 2 СБ, АБ AgZn
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 12 თებერვალი, 1961 02:09:00 UTC
გაშვების ადგილი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ბაიკონური, № 1
რაკეტა-მატარებელი მოლნია
მისიის დასრულება
ბოლო კონტაქტი 19 თებერვალი, 1961
ორბიტის პარამეტრები
ორბიტის ტიპი ჰელიოცენტრული
პერიცენტრი 0,718 ა. ე.
აპოცენტრი 1,019 ა. ე.
ორბიტალური დახრილობა 0,58°
ექსცენტრიტეტი 0,173
სინოდური პერიოდი 311,1 დღე
მიმღებ-გადამცემები
სიხშირე 922.8 მჰც
დიაპაზონი დეციმეტრული ტალღები
მიზნობრივი აპარატურა
მანომეტრი
იონური ხაფანგები მზის ქარების გასაზომად
მიკრომეტეორიტების დეტექტორი
გეიგერის მრიცხველი კოსმოსური რადიაციის გასაზომად
მოციმციმე დეტექტორი კოსმოსური რადიაციის გასაზომად

ვენერა-1 (რუს. Венера-1, აგრეთვე ცნობილი როგორც „ტიაჟოლი სპუტნიკ-02“ ან „სპუტნიკ-8“) — ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური, გამიზნული პლანეტა ვენერის გამოკვლევისთვის, როგორც სსრკ-ის კოსმოსური პროგრამა ვენერის ნაწილი.[1] 1961 წლის 19 მაისს სადგური გახდა პირველი კოსმოსური აპარატი, რომელმაც ვენერას ჩაუფრინა 100 000 კილომეტრის დაშორებით. თუმცა, 19 თებერვალს უკვე დაკარგული იყო მასთან რადიო-კავშირი, რის გამოც მონაცემების გამოგზავნა ვერ შეძლო. საბჭოთა ინჟინრების აზრით, გათვლების ხელახლა გადახედვის შემდეგ, აპარატის წარუმატებლობა მზის მიმართულების სენსორის თერმული რეჟიმის არასწორი გათვლის შედეგი იყო, რასაც შეუქცევადად უნდა გამოეწვია მისი გადახურება.[2] თუმცა, მათი ბრიტანელი კოლეგები თვლიან, რომ ივნისში ჯორჯელის ობსერვატორიის რადიო-ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული სუსტი სიგნალები სწორედ „ვენერა-1-ს“ უნდა ეკუთვნოდეს.

დასკვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად მისიის წარუმატებლობისა, „ვენერა-1“ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო კოსმოსური ტექნიკის განვითარებაში. იგი სხვა პლანეტის გამოკვლევისთვის გამიზნული პირველი აპარატი იყო; დანერგილ იქნა კოსმოსური აპარატის მიმართულების ტექნიკა სამი ღერძის მიმართ, რომელთაგან ორი მზე და ვარსკვლავი კანოპუსი იყო; მონაცემების გადმოგსაგზავნად პირველად იქნა გამოყენებული პარაბოლური ანტენა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Spacecraft 1961-003A. NASA Goddard Space Center. დაარქივებულია NSSDC ორიგინალიდან — 22.02.2012. ციტირების თარიღი: 09.08.2010.
  2. Борис Черток. „ВПЕРВЫЕ К ВЕНЕРЕ“, Ракеты и люди, книга 2.