თარგი:დღის მოვლენები:03-31
იერსახე

- 1778 : ინგლისელი მკვლევარი ჯეიმზ კუკი კ. ვანკუვერზე გადმოვიდა და იგი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
- 1854 : აშშ-ის ფლოტის კომოდორმა მეთიუ პერიმ კანაგავას ხელშეკრულებით იაპონია აიძულა ამერიკის სავაჭრო ხომალდებისთვის საკუთარი პორტები გაეხსნა.
- 1889 : ეიფელის კოშკის (სურათზე) ინაუგურაცია შედგა პარიზში.
- 1949 : ნიუფაუნდლენდი კანადის კონფედერაციის წევრი გახდა.
- 1967 : ჯიმი ჰენდრიქსმა ლონდონის ასტორიის თეატრში საკუთარი გიტარა დაწვა, რის შედეგადაც ის მეორე ხარისხის დამწვრობისთვის ჰოსპიტალიზებულ იქნა.
- 1991 : რეფერენდუმზე გამოკითხულთა 98 %-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისგან.
- 2004 : Google-მა პირველი ვებ-ფოსტა 1 გიგაბაიტიანი სათავსით — Gmail — გამოაქვეყნა.