შინაარსზე გადასვლა

მეთიუ პერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეთიუ პერი
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1969
უილიამსტაუნი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 28 ოქტომბერი, 2023 (54 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელ-კანადელი
მოქალაქეობა აშშ და კანადა
პროფესია მსახიობი, კომიკოსი, მწერალი, პროდიუსერი
პარტნიორ(ებ)ი ლიზი კაპლანი (2006-2012)
მშობლები მამა: ჯონ ბენეტ პერი
დედა: სიუზენ ლანგფორდი

მეთიუ ლანგფორდ პერი (ინგლ. Matthew Langford Perry; დ. 19 აგვისტო, 1969, უილიამსტაუნი, მასაჩუსეტსი, აშშ — გ. 28 ოქტომბერი, 2023, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ამერიკელ-კანადელი მსახიობი, კომიკოსი, მწერალი და პროდიუსერი. ცნობილი გახდა ტელესერიალში „მეგობრები“ შესრულებული ჩენდლერ ბინგის როლით. იგი ასევე მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია“ (1997), „თითქმის გმირები“ (1998), „მთელი ცხრა იარდი“ (2000) და „ისევ 17“ (2009)[1].

მეთიუ პერი დაიბადა 1969 წლის 19 აგვისტოს მასაჩუსეტსის პატარა ქალაქ უილიამსტაუნში[2]. დედამისი, სიუზენ მარი მორისონი (ქალიშვილობის გვარია ლანგფორდი), კანადელი ჟურნალისტია და კანადის პრემიერ-მინისტრ პიერ ტრუდოს პრეს-მდივნად მუშაობდა. მამამისი, ჯონ ბენეტ პერი, ამერიკელი მსახიობი და მოდელია[3][4][5]. მისი მშობლები ჯერ კიდევ მის დაბადებამდე განქორწინდნენ, რის შემდეგაც დედამისი მეორედ დაქორწინდა კანადელ ჟურნალისტ კეით მორისონზე. ამის გამო იგი დედასა და მამინაცვალთან ერთად იზრდებოდა ოტავაში, ონტარიოში, სადაც დაამთავრა ოშბურის კოლეჯი. თინეიჯერობისას იგი დაინტერესებული იყო ჩოგბურთით და ქალაქის გუნდში უმცროს მოთამაშედაც გამოდიოდა[3][6].

პერი 2010 წელს ემის დაჯილდოებაზე

პერის სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, როდესაც სერიალში „240-რობერტი“ შეასრულა არტურის ეპიზოდური როლი. ამის შემდეგ წლების განმავლობაში იგი პატარ-პატარა ეპიზოდურ როლებს თამაშობდა ფილმებსა და სერიალებში. პირველი სერიოზული როლი 1987 წელს მიიღო სერიალში „ბიჭები ყოველთვის ბიჭები იქნებიან“, სადაც 1988 წლამდე ასრულებდა ჩეზ რასელის როლს[7].

1988 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „ჯიმი რედრონის ღამის ცხოვრება“, სადაც ფრედ რობერტსის როლს ასრულებს[7]. ამას მოჰყვა 1990 წელს სერიალში „ანა დამიძახე“ ერთ-ერთი მთავარი, დეზი არნაზ ჯუნიორის როლის შესრულება.

უკვე 1994 წელს მეთიუ პერის სერიალში „მეგობრები“ ექვსი მთავარი პერსონაჟიდან ერთ-ერთის, ჩენდლერ ბინგის როლზე ამტკიცებენ[7]. იგი ამ როლს 2004 წლამდე ასრულებდა და მისთვის განსაკუთრებული წარმატებისა და პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ 2002 წლიდან ჩენდლერის როლისათვის პერის თითოეულ ეპიზოდში 1 მილიონ დოლარს უხდიდნენ[8]. ამის პარალელურად კი იგი მონაწილეობდა ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: „კეროლაინი ქალაქში“ (1995), „აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია“ (1997), „თითქმის გმირები“ (1998), „მთელი ცხრა იარდი“ (2000), „სარა“ (2002)[7] და ა.შ.

2006 წელს სერიალში „რონ კლარკის ისტორია“ ასრულებდა თავად რონ კლარკის როლს. 2006-2007 წლებში სერიალში „სტუდიო 60 მზის ჩასვლის ქუჩაზე“ რეგულარულად თამაშობდა მეტ ოლბის როლს. ამას მოჰყვა 2011 წელს სერიალში „მისტერ სანშაინი“ და 2012-13 წლებში სერიალში „კარგი ცოლი“[9] მონაწილეობა. 2014 წელს იგი ასევე მონაწილეობდა სერიალში „მტაცებელთა ქალაქი“.

2015 წელს იგი სერიალში „უცნაური წყვილი“ დაამტკიცეს ოსკარ მედისონის როლზე, რომელსაც 2017 წლამდე ასრულებდა. ამავე წელს იგი სერიალში „კენედები: კამელოტის შემდეგ“ აიყვანეს ტედ კენედის როლზე.

მეთიუ პერი 2007 წლის აპრილში

მეთიუ პერის აქვს ორმაგი, კანადისა და შეერთებული შტატების მოქალაქეობა[10]. რაც შეეხება მის პირად ურთიერთობებს, 1995 წელს იგი იესმინ ბლითს ხვდებოდა, 1995-96 წლებში ჯულია რობერტსთან ჰქონდა ურთიერთობა, 2006-2012 წლებში კი ლიზი კაპლანთან[11][12][13].

1997 წელს იგი 28-დღიან პროგრამაში ჩაერთო ვიკოდინზე დამოკიდებულებისაგან გასათავისუფლებლად. ამის გამო, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი წონა მკვეთრად იცვლებოდა და ერთხელ იგი 66 კგ-მდე დავიდა. პანკრეატიტის გამო 2000 წელს მან კიდევ 9.1 კგ დაიკლო[14]. 2001 წელს იძულებული გახდა კვლავ დაეწყო სარეაბილიტაციო კურსებზე სიარული ალკოჰოლზე, ამფეტამინზე, მეტადონსა და ვიკოდინზე დამოკიდებულების გამო[15][16]. როგორც შემდეგ თავად პერიმ განაცხადა, დამოკიდებულების გამო საერთოდ არ ახსოვს სერიალში „მეგობრები“ მონაწილეობის მთელი სამი სეზონი, 3-დან 6-მდე[17].

2018 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ პერიმ მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა კუჭ-ნაწლავის პერფორაციის გამოსასწორებლად[18]. საავადმყოფოში სამი თვე გაატარა და 15 სექტემბერს გაეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაცია ივნისში გაიკეთა[19].

2020 წლის 26 ნოემბერს იგი ლიტერატურათმცოდნე მოლი ჰარუიტსზე დაინიშნა. წყვილი ერთმანეთს 2019 წლის დეკემბერში შეხვდა, რა დროსაც მათ შობა ერთად გაატარეს[20].

მეთიუ პერი 2023 წლის 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, პოლიციამ საკუთარ სახლში ცხელ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა და დაწყებულია გამოძიება.[21] პოლიციის წყარომ TMZ-ის განუცხადა, რომ სავარაუდოდ ის დაიხრჩო.[22]

  1. "Matthew Perry". RottenTomatoes.com. Retrieved December 24, 2011.
  2. "Matthew Perry". TV Guide. Retrieved August 11, 2015.
  3. 3.0 3.1 Kennedy, Dana (August 18, 2002). "The Fame He Craved Came, but It Wasn't Enough". The New York Times. Retrieved September 30, 2011. Mr. Perry, whose parents divorced when he was a baby, was raised by his mother, Suzanne Morrison,
  4. "Matthew Perry Biography". Filmreference.com. Retrieved September 26, 2010.
  5. "Mr. and Mrs. John Bennett Perry". Ottawa Citizen. September 23, 1968. The marriage of Suzanne Marie Langford...
  6. Imperiale, Nancy (October 15, 1995). "Matthew Perry Was Tennis Whiz" დაარქივებული 2018-12-05 საიტზე Wayback Machine. . Orlando Sentinel. Retrieved January 10, 2017.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 "Matthew Perry". Yahoo! Movies. Archived from the original on January 18, 2012. Retrieved December 24, 2011.
  8. Pomarico, Nicole. "How much the cast of 'Friends' is estimated to be worth today". Business Insider. Retrieved March 25, 2019.
  9. Andreeva, Nellie. "Matthew Perry Returning To 'The Good Wife'". Deadline Hollywood. Retrieved July 5, 2017.
  10. Buccigross, John (March 4, 2008). "This blog should tell you Sens, Ducks on very different paths". ESPN. Retrieved January 7, 2019.
  11. "Matthew Perry's Student Body Hookup". TMZ. November 16, 2006. Retrieved August 12, 2012.
  12. Fisher, Kelly (September 10, 2011). "Matthew Perry And Lizzy Caplan: Another Hollywood Odd Couple? (PHOTO)". Huffington Post.
  13. Takeda, Allison (October 18, 2013). "Matthew Perry, Lizzy Caplan Quietly Split, "Haven't Been Together for a Long Time"". Us Weekly. Retrieved October 19, 2013.
  14. Smolowe, Jill (March 12, 2001). "Show Stopper - Substance Abuse, Friends, Rocky Road Rehab, Matthew Perry" დაარქივებული 2016-05-15 საიტზე Wayback Machine. . People. Retrieved September 26, 2010.
  15. Corlliss, Richard; Ressner, Jeffrey (March 19, 2001). "Who's Feeling No Pain?" დაარქივებული 2013-08-23 საიტზე Wayback Machine. . Time. Retrieved November 14, 2010.
  16. "Friends Star Perry Enters Rehab" დაარქივებული 2013-10-21 საიტზე Wayback Machine. . CBS News. February 26, 2001. Retrieved November 14, 2010.
  17. Jones, Nate (January 25, 2016). "Matthew Perry Doesn't Remember Filming 3 Seasons of Friends". Vulture. Retrieved December 10, 2019.
  18. "Matthew Perry on the mend after abdominal surgery". BBC News. August 8, 2018. Retrieved August 12, 2018.
  19. Matthew Perry [@MatthewPerry] (September 14, 2018)."Three months in a hospital bed. Check" (Tweet). Retrieved November 25, 2018 – via Twitter.
  20. World, Republic. "Who is Molly Hurwitz? Here's all you need to know about Matthew Perry's fiance". Republic World. Retrieved November 28, 2020.
  21. Winton, Richard; Brennan, Matt (October 28, 2023). 'Friends' star Matthew Perry dead at 54, found in hot tub, sources say“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2023. ციტირების თარიღი: October 29, 2023.
  22. "'FRIENDS' STAR MATTHEW PERRY DEAD AT 54 ... After Apparent Drowning", TMZ