თარგი:დღის მოვლენები:11-3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • 1793 : ფრანგ დრამატურგს, ჟურნალისტსა და აქტიურ ფემინისტ ოლიმპია დე გუჟს რევოლუციური იდეებისთვის გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.
  • 1911 : შევროლე ავტომანქანების წარმოებას იწყებს და ფორდის მთავარი კონკურენტი ხდება.
  • 1918 : ავსტრია-უნგრეთი ანტანტის ქვეყნებთან ზავს დებს; ჰაბსბურგის იმპერია იშლება.
  • 1928 : თურქეთი არაბულიდან ლათინურ დამწერლობაზე გადადის.
  • 1973 : ნასა კოსმოსში უშვებს მარინერ 10-ს — პირველი ხელოვნური აპარატი, რომელმაც პლანეტა მერკურს მიაღწია.
  • 1986 : ირან-კონტრას სკანდალილიბანური ჟურნალი აქვეყნებს მასალას აშშ-ის მიერ ირანისთვის იარაღის საიდუმლოდ მიყიდვის შესახებ, ბეირუთში ამერიკელი მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ.
  • 2009 : ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა ხელი მოაწერა ლისაბონის ტრაქტატს, მას შემდეგ რაც ის დაამტკიცა კონსტიტუციურმა სასამართლომ, რითაც შესრულდა რატიფიკაციის პროცესის ბოლო ნაბიჯი ევროპის კავშირის მასშტაბით.