თარგის განხილვა:ქართლის ერისმთავრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გამარჯობათ! თარგი:საქართველოს მმართველები/ქართლის ერისთავებში, არის ჯუანშერ I ამოსაშლელი. რადგან ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ აღმოჩენილ მონეტაზე სიტყვა ჯო ნიშნავს - ჯვარს და არა ჯუანშერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ. აბსოლიტურად ყველა წყაროში მხოლოდ ჯუანშერ II-ა, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ ჯუანშერი (რომელიც ვახუშტის მიხედვით იყო მთავარი და მთავრობდა იოანესთან ერთად, ასევე იოვანე (ერისმთავარი) უნდა იყოს იოანე (მთავარი). ადარნასე I (ერისმთავარი) კი არა, არამედ ადარნასე I (მთავარი). ნაცვლად არჩილისა - არჩილ I, რადგან ვიცით, რომ იყო ასევე არჩილ II. პატივისცემით:--Lasha-george განხილვაწვლილი 17:18, 27 სექტემბერი 2018 (UTC)

მიუთითე წყარო ან ლიტერატურა. --ცანგალა 17:22, 27 სექტემბერი 2018 (UTC)

გამარჯობა ცანგალა! ვახუშტი ბაგრატონი, თეიმურაზ ბატონიშვილი, კირილ თუმანოვი, ქართლის ცხოვრება... მეტი რაღა წყაროა საჭირო? ქრონოლოგიაში არსად არაა მითითებული კონკრეტულად ჯუანშერ I. კი, არშუშა არის და არა ერთი, მაგრამ ყველა ერისთავი სრულად ზემოთ მოყვანილ სიაში არაა. ჯუანშერი, როგორც მმართველი ერთი იყო, მთავრის ტიტულით. კონკრეტულად როგორ მოვიყვანო წყარო, ზოგადად ისტორიკოსებს ვასახელებ, რომელიც ზემოთ მოვიყვანე. იმედია შევთანხმდებით და ნელ–ნელა გავასწორებთ ამ აურზაურს--Lasha-george განხილვაწვლილი 18:22, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)