თაირ სალახოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაირ სალახოვი
სრული სახელი Tahir Teymur oğlu Salahov
დაიბადა 29 ნოემბერი, 1928
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაიცვალა 21 მაისი, 2021(2021-05-21)[1] (92 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბერლინი[2]
ეროვნება აზერბაიჯანელი
სფერო პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი
ჟანრი პორტრეტი, პეიზაჟი, სცენოგრაფია და ნატურმორტი

თაირ თეიმურ ოღლი სალახოვი (აზერ. Tahir Teymur oğlu Salahov[3][4]; დ. 29 ნოემბერი 1928, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ — გ. 21 მაისი, 2021, ბერლინი) — საბჭოთა აზერბაიჯანელი და რუსეთის ფერმწერი, თეატრალური მხატვარი, პედაგოგი, პროფესორი. სსრკ სამხატვრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი 1979 წლიდან, რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი 1997 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს სალახოვმა დაამთავრა ა. აზიმზადეს სახელობის აზერბაიჯანის სამხატვრო სასწავლებელი, მაგრამ „ხალხის მტრის შვილის“ ჩანაწერმა ბიოგრაფიაში მას ხელი შეუშალა ი . ე. რეპინის სახელობის მხატვრობის, სკულფტურისა და არქიტექტურის ინსტიტუტში ჩასაბარებლად. ამის და მიუხედავად, მან, 1957 წელს მაინც დაამთავრა ვ.ი.სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო აკადემიური ხელოვნების ინსტიტუტი (პ.დ.პოკარჟევსკის სახელოსნო) მხატვარ - ფერმწერის სპეციალობით.[5]

1963-1974 წლებში თაირ სალახოვი ასწავლიდა მ.ალიევის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო ინსტიტუტში, ხოლო 1975 წლიდან - ვ.ი.სურიკოვის სახელობის მოსკოვის ხელოვნების ინსტიტუტში (ჯერ, როგორც დოცენტი, ხოლო 1973 წლიდან - როგორც პროფესორი).[5]

სალახოვის პირველივე ნახატებმა, რომელიც მან შეასრულა ჯერ კიდეევ სასწავლებელში სწავლის დროს („ტალღები“, „ესტაკადა“(1955), სურიკოვის ინსტიტუტის სადიპლომო ნამუშევარი „განრიგიდან“ (1957)) მიიფყრო როგორც მაყურებლების, ასევე სპეციალისტების ყურადღება. მალე ის გახდა ერთ-ერთი გამოჩენილი საბჭოთა მხატვარი, ერთ-ერთი ლიდერი ე.წ. „სურიკოვის სტილის“ ფუძემდებლად მხატვრობაში, რაც გახდა ერთგვარ გამოწვევად საბჭოთა სტალინის ეპოქის რეალიზმისადმი. მხატვრის ხელოვნებაში მნიშვნელოვან როლს იკავებს ასევე აზერბაიჯანის ნავთობის ციკლი. სალახოვის მიერ დაწერილ ნახატებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ისეთი ნახატები, როგორებიცაა: „ დილის ეშელონი“ (1958), „ხელოსნები“ (1960), „კასპიის ზღვის თავზე“ (1961), „აბშერონის ქალები“ (1967), „დილა კჯასპიის ზღვაზე“ (1986) და სხვა. დიდი წარმატებით სარგებლობს ასევე მისი საპორტრეტო გალერეა „აიდანი“ (1967), დედის პორტრეტები, „პორტრეტი დანა“(1983), ასევე კულტურის მოღვაწეების გალერეა, კერძოდ პორტრეტები: სალახოვის ნაშრომები გამოფენილია რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ქვეყნების მსხვილ მუზეუმებში და მსოფლიოს კერძო გალერეებში.

1950 წლიდან იგი ხდება ყველა მსხვილი რესპუბლიკური, საბჭოთა და საერთაშორისო გამოფენების მონაწილე. მისი პერსონალური გამოფენები არაერთხელ ჩატარდა ბაქოში და მოსკოვში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

აიდანი (1967 წ). რუსეთის საფოსტო მარკები, (2011 წ)

თაირ სალახოვმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარის რესტავრაციაში, იგი კურირებდა ამ საკითხს რუსეთის სამხატვრო აკადემიის საბჭოდან. ტაძრის მნიშვნელოვანი ფერწერები შეასრულეს თ.სალახოვის მოწაფეებმა. სალახოვის ინიციატივით რუსეთში შედგა ისეთი უცხოელი მხატვრების გამოფენები, როგორებიცაა: ფ.ბეკონი, გ.იუკერი, დ.როზენკვისტი, რ.რაუშენბერგი, ი.კუნელისი და სხვა. თაირ სალახოვი მუშაობდა აზერბაიჯანის სამხატვრო კავშირის პასუხისმგებელ მდივნად (1960-1961), ასწავლიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მ.ა.ალიევის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში (1963-1974). 1984-1992 წლებში ვ.ი.სურიკოვის სახელობის მოსკოვის ხელოვნების ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ფერწერისა და კომპოზიციის კათედრას, გაზარდა ცნობილი მხატვრების მთელი პლეადა. 1973-1992 წლებში იკავებდა მხატვართა კავშირის მმართველობის პირველი მდივნის პოზიციას.

1979 წლიდან დღემდე არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების მდივან - აკადემიკოსი და პრეზიდიუმის წევრი(1992 წლის მაისამდე). 1997 წელს არჩეულ იქნა რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად.

1992 წლიდან არის მხატვართა საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ვიცე-პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Xalq rəssamı Tahir Salahov vəfat edibAzerbaijan Press Agency, 2021.
  2. Tahir Salahov vəfat edibTrend News Agency.
  3. Выступление Владимира Путина на церемонии вручения Государственных премий Российской Федерации. დაარქივებული 2020-06-19 საიტზე Wayback Machine. Стенограмма на сайте информационно-аналитического журнала «Политическое образование», 13.06.2013
  4. Таир Теймурович Салахов დაარქივებული 2015-12-08 საიტზე Wayback Machine. на сайте газета.ru
  5. 5.0 5.1 Салахов Таир Теймур оглы. БСЭ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-28. ციტირების თარიღი: 2017-10-07.