თამუნა ამონაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამუნა ამონაშვილი
Tamuna amonashvili.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი თამარ ამონაშვილი
დაბ. თარიღი 8 ივლისი, 1964 (1964-07-08) (56 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1981-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი გამმა
ასოციაციები „ივერია“

თამუნა (თამარ) ამონაშვილი (დ. 8 ივლისი, 1964, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ)[1]ქართველი პოპ-მომღერალი და მსახიობი.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

5 წლის ასაკში მუსიკაზე შეიყვანეს, რადგან შეატყვეს, რომ ხმა და სმენა ჰქონდა. დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. იგი კონსერვატორიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, ვიოლინოს სპეციალისტი იყო და მომღერლობაზე არც კი ფიქრობდა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა — ვითომ ჩაიჭრა.

იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.

ანსამბლი „ივერია“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსკომედიის ფაკულტეტმა მას დიდი გამოცდილება შემატა, რამაც დახმარება გაუწია ანსამბლ „ივერიაში“ პირველი გამოსვლისას. ანსამბლი „ივერია“ იმ დროის ყველაზე პოპულალურ ანსამბლად ითვლებოდა. ერთ-ერთმა სოლისტმა ანსამბლი დატოვა და ახალი მომღერლების არჩევა გამოცხადდა. თამუნას პედაგოგმა ემა ებრალიძემ ანსამბლის ხელმძღვანელს — ალექსანდრე ბასილაიას დაურეკა და რეკომენდაცია გაუწია. „ივერიის“ ხელმძღვანელს ძალიან მოეწონა თამუნას გარეგნობა, ხმის ტემბრი და დიაპაზონი, ასევე მისი არტისტული მონაცემები და სცენურობა.

სინჯების შემდეგ თამუნამ მიიღო წინადადება დაუყოვნებლივ შეერთებოდა „ივერიის“ კოლექტივს და გასტროლებზე წაჰყოლოდა. თამუნამ ჩათვალა, რომ გასტროლებისთვის ჯერ მზად არ იყო, თუმცა ანსამბლის ჩამოსვლისთანავე დაიწყო მათთან მუშაობა. პირველად თამუნამ მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში „თოვლის ბებო“. სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა ჯემალ ბაღაშვილმა თამუნასთან შეხვედრის შთაბეჭდილებით გამოიგონა პერსონაჟი „თოვლის ბებო ბაბალე“, რომელსაც ჰყავს ორი ჯუჯა და მათთან ერთად ყველგან სიკეთეს თესავს.

თამუნას თავდაპირველად, ასაკის გამო ძნელად წარმოედგინა თავი „თოვლის ბებოს“ როლში. სპექტაკლში „თამუნა მთავარი პერსონაჟის გარდა კიდევ ორ როლს ასახიერებდა. მას სულ 600 სპექტაკლში მოუწია თამაში. წარმოდგენები დღეში სამჯერ, ზოგჯერ კი ოთხჯერაც, ყოველთვის სრული ანშლაგით ტარდებოდა.

თამუნა ამონაშვილი - მერე რა 2006

„მზე და შოკოლადი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანსამბლის შემოქმედებითი პაუზის პერიოდში, შეიქმნა გოგონათა ჯგუფი „მზე და შოკოლადი“, რომელსაც კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ხელმძღვანელობდა. ჯგუფში 4 გოგონა იყო, მათ ბევრი კონცერტი ჩაატარეს და გასტროლებით მოიარეს თითქმის მთელი საქართველო. როდესაც გოგონათა კვარტეტმა შეწყვიტა მოღვაწეობა, თამუნამ გადაწყვიტა სოლო კარიერის დაწყება.

სოლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამუნას პირველი სიმღერა ზურაბ ლალიაშვილის „ჩიტო-ჩიორა“ იყო. დროთა განმავლობაში მის რეპერტუარში გაჩნდა ნატო გელაშვილის, ოთარ ტატიშვილის, მერაბ მამულაშვილის, მიშიკო ზაქარეიშვილის, ზურაბ მახნიაშვილის და სხვა კომპოზიტორთა სიმღერები. თამუნა ხშირად მონაწილეობდა კონცერტებში, სატელევიზიო გადაცემებში, ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ინტერვიუები.

თამუნამ თავადაც სცადა, დაეწერა სიმღერები. სიმღერის „მენატრები“ ტექსტიც და მუსიკაც მას ეკუთვნის. წარმატება ხვდა წილად მის სიმღერას „შენმა სიყვარულმა“. თამუნას პირველი მუსიკალური ვიდეო სწორედ ამ სიმღერაზე შეიქმნა.

1996 წელს გამოვიდა თამუნას პირველი სტუდიური ალბომი „მენატრები“. მასში 13 სიმღერა შევიდა, მათ შორის — 3 ინგლისურენოვანი.

გარდა ამისა თამუნა განაგრძობდა ანლამბს „ივერიასთან“ თანამშრომლობას და მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში „ფიროსმანი“ და „ჩხიკვთა ქორწილი“.

ანსამბლ „ივერიის“ სპექტაკლების გარდა თამუნას მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ მხატვრულ ფილმში „მარტივი პასიანსი“.

1999 წელს თამუნა ამონაშვილმა გააფორმა კონტრაქტი ხმისჩამწერ სტუდიასთან „გამმა“. 2000 წელს კი უკვე გაყიდვაში გამოჩნდა თამუნას პირველი კომპაქტ-დისკი „ფიქრებით შენთან ვარ“. აღნიშნული ალბომი შეიძლება საავტოროდ ჩაითვალოს, რადგან ათიდან ცხრა სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ზურაბ მახნიაშვილია.

მუსიკალური ნაწყვეტები:

2006 წელს გამოვიდა თამუნა ამონაშვილის ალბომი "მერე რა".

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1996: „მენატრები“
  • 2000: „ფიქრებით შენთან ვარ“
  • 2006: „მერე რა“
  • 2009: „Навсегда“
  • 2010: „Моя звезда“
  • „რუსულენოვანი ალბომი“ (ოფიციალურად არ გამოცემულა)

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]