თაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თაზი

თაზი,[1] შუააზიური მწევარიმწევარი ძაღლის ჯიში. ჩამოყალიბდა VIII–IX საუკუნეში ადგილობრივი ძაღლების შეჯვარებით მომთაბარეთა მწევრებთან (სალუკებთან) შუა აზიისა და ყაზახეთის უდაბნოებში. თაზებით ნადირობენ კურდღელზე, მელაზე, ჩლიქოსნებზე, იშვიათად — მგელსა და გარეულ ღორზე. ფეხმარდი, ამტანი, მხეცების მიმართ ავი ძაღლია; ნადირობისას შეუძლია გამოიყენოს ალღო (იყენებენ მარტოდ, გუნდში ან წყვილში მთის არწივთან ერთად). ელეგანტური, ხმელ-მაგარი ტიპის აგებულება (სიმაღლე მინდაოში 55–70 სმ). თავი წაგრძელებულია; ყურები დაკიდებულია ხრტილზე. მკერდი ფართო და ღრმაა; მუცელი ძლიერ აწეული. ბეწვი სწორი და მოკლე; კუდზე, ფეხებსა და ყურებზე მეტად გრძელი. შეფერილია წითური და ზონარული სხვადასხვა ელფერად, თეთრად, შავად (ერთფეროვნად ან ჭრელად). მცირერიცხოვანი ჯიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სააკაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 261, თბ., 1984 წელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თაზი&oldid=3747780“-დან