სალუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალუკი

სალუკიმწევარი ძაღლის ჯიში. მისი წინაპრები ძვ. წ. 7–6 ათასი წლით თარიღდებიან. ძველ ეგვიპტელებს წმინდად მიაჩნდათ და „ეგვიპტის სამეფო ძაღლს“ უწოდებდნენ. იყენებდნენ გაზელზე სანადიროდ. მოხდენილი, ფხიზელი, მამაცი, ტანწერწეტა, გრეიჰაუნდის მსგავსი ძაღლია; აქვს გრძელი ყურები და ხავერდოვანი ბეწვი; ერთ-ერთ სახესხვაობას ყურებზე, ფეხებსა და კუდზე გრძელი ბეწვი ეზრდება. ფერად თეთრი, მკრთალი ყავისფერი, წითელ-ყავისფერი, შავ-თრთვილაა; აგრეთვე ახასიათებს შავის, თეთრისა და ყავისფრის შეხამება. მამალი სიმაღლეში 58-71 სმ-ია, წონაში 20–27 კგ; დედალი არსებითად მომცროა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]