თავჰიდა ბინ შეიხი
თავჰიდა ბინ შეიხი | |
---|---|
თავჰიდა ბინ შეიხი ტუნისში ოჯახის დაგეგნვის კამპანიის ფარგლებში | |
მშობლიური სახელი | არაბ. توحيدة بن الشيخ |
დაბადების თარიღი |
2 იანვარი, 1909 ტუნისი |
გარდაცვალების თარიღი | 2 იანვარი, 2010 (101 წლის) |
მოქალაქეობა | ტუნისი |
პროფესია | ექიმი |
თავჰიდა ბინ შეიხი (არაბ. توحيدة بن الشيخ; დ. 2 იანვარი, 1909 ტუნისი — გ. 6 დეკემბერი, 2010) — ექიმი, პედიატრი, გინეკოლოგი, პირველი თანამედროვე მუსლიმი ქალი მაღრიბში და არაბულ სამყაროში, რომელიც ექიმის პროფესიას დაეუფლა. პიონერი ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახის დაგეგმვის, განსაკუთრებით კონტრაცეფციისა და აბორტის ხელმისაწვდომობის სფეროში.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავჰიდა ბინ შეიხი დაიბადა ქალაქ ტუნისში, მდიდარ ოჯახში, რომელიც წარმოშობით რას ჯებელიდან იყო. 1918-1922 წლებში სწავლობდა ფაშას ქუჩაზე მდებარე ლიცეუმში, შემდეგ ტუნისის პირველ საჯარო სკოლაში მუსლიმი გოგონებისთვის ( არმან ფალიერის სახელობის ლიცეუმში), რომელიც შეიქმნა "ტუნისის ნაციონალისტებისა და საფრანგეთის პროტექტორატის ლიბერალური ხელისუფლების მიერ". თავჰიდა ბინ შეიხი სწავლობდა არაბულ და ფრანგულ ენებს, ყურანს და თანამედროვე საგნებს. 1928 წელს იგი გახდა ბაკალავრის ხარისხის მფლობელის პირველი მუსლიმი ქალი ტუნისში. ტუნისის ლუი პასტერის ინსტიტუტის მკვლევარის ეტიენ ბერნეტის მეუღლის ლიდია ბურნეს თანხლებით, თავჰიდა საფრანგეთში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1936 წელს სწავლის დასრულების შემდეგ გახდა დიპლომის და მედიცინაში დოქტორის ხარისხის მფლობელი. ტუნისში ადგილობრივმა ექიმებმა მისი დაბრუნების საპატივსაცემოდ საზეიმო სადილი გამართეს.
იმ დროს ტუნისი საფრანგეთის კოლონიას წარმოადგენდა. ბინ შეიხი ტუნისის ელიტარული ოჯახიდან იყო (მისი ბიძა — ტაჰარ ბინ ამარი, ამინ ბეის დიდი ვეზირი), რომელიც კონსერვატიულ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა და მისი დაქვრივებული დედა სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ქალის საფრანგეთში წასვლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისი სკოლის მასწავლებელმა ტუნისის ლუი პასტერის ინსტიტუტიდან დოქტორმა ეტიენ ბერნემ დაარწმუნა დედა ბინ შეიხი, რომ მის ქალიშვილს წინ მნიშვნელოვანი პერსპექტივები ელოდა.
პროფესიული მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუნისში დაბრუნების შემდეგ ის პრაქტიკას გადიოდა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საავადმყოფოში. ზოგადი მედიცინის და პედიატრიის შემდეგ გადავიდა გინეკოლოგიაზე . მუშაობდა 1963 წელს მის მიერ დაარსებული ჩარლზ-ნიკოლას ჰოსპიტალის ოჯახის დაგეგმარების სამსახურში, შემდეგ კლინიკაში, რომელიც გახსნა 1968 წელს, ხოლო 1970 წლიდან მუშაობდა ოჯახის დაგეგმვის ბიუროს დირექტორად. იგი ხელმძღვანელობდა სამშობიარო განყოფილებას ჩარლზ-ნიკოლას ჰოსპიტალში 1955-1964 წლებში და აზიზ ოტჰმანის ჰოსპიტალში 1964-1977 წლებში. [2]
ჩრდილოეთ აფრიკაში მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, აკრძალული იყო მამაკაცი ექიმების მიერ ქალების გამოკვლევა. ბენ შეიხი იყო ოჯახის დაგეგმვის „აქტიური“ დამცველი და 1960-იან და 1970-იან წლებში ექიმებს აბორტის გაკეთების პროცედურას ასწავლიდა.[3]
სოციალური აქტივობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავჰიდა ბინ შეიხი აქტიურად იყო ჩართული საფრანგეთის სოციალურ ორგანიზაციებში ტუნისში დაბრუნების შემდეგაც. საფრანგეთში მონაწილეობდა ჩრდილოეთ აფრიკის მუსლიმ სტუდენტთა ასოციაციის საქმიანობაში. გამოვიდა ასოციაციის კონფერენციაზე 1931 წლის მაისში საფრანგეთის კოლონიებში მუსლიმი ქალების მდგომარეობის შესახებ. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ტუნისის მუსლიმ ქალთა კავშირში. მან შექმნა სოციალური დახმარების საზოგადოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დაიკავა პრეზიდენტის პოსტი. 1950 წელს მან დააარსა ასოციაცია დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ჩვილთა მოვლისთვის. მონაწილეობა მიიღო ეროვნული გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურის შექმნაში. 1958 წელს იგი გახდა ტუნისის ექიმთა კავშირის წევრი.[4]
სტუდენტობის პერიოდში წერდა სტატიებს ჩრდილოეთ აფრიკის მუსლიმი სტუდენტების ასოციაციის ყოველწლიურ გაზეთისთვის, ხოლო 1936 წელს იგი ასევე წერდა ფრანგულენოვან ყოველკვირეულ გაზეთ Leïla- სთვის ("Leila"), რომელიც პირველი ტუნისური ქალთა ჟურნალია.
თავჰიდა ბინ შეიხი იყო მოძრაობა წითელი ნახევარმთვარის ტუნისის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანაში 1987 წლიდან მოქმედებდა.[5]
მისი ქალიშვილი, ზეინებ ბენზინა ბინ აბდალა გამოჩენილი ტუნისელი არქეოლოგი და ტუნისის ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტის კვლევის დირექტორია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- سيمنار الذاكرة الوطنية : شهادة الحكيمة توحيدة بن الشيخ (ар.) // في دور المرأة المغاربية في حركة التحرير وبناء الدولة الوطنية. — ტუნისი: منشورات مؤسسة التميمي للبحث العلمي والمعلومات, 2007. — P. 237-246. არაბ.
- عادل بن يوسف. "توحيدة بن الشيخ : مسيرة أول طبيبة تونسية"، في دور المرأة المغاربية... (ар.) // في دور المرأة المغاربية في حركة التحرير وبناء الدولة الوطنية. — ტუნისი: منشورات مؤسسة التميمي للبحث العلمي والمعلومات, 2007. — P. 73-90.არაბ.
- محمد ضيف الله. معالم الحركة النسائية في تونس (1936-1956): مساهمة في التأريخ للحياة الجمعياتية (ар.) // روافد. — ტუნისი: ع 1, 1995. — P. 108-138.არაბ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Women in World History: Primary Sources". George Mason University. Retrieved October 26, 2012.
- ↑ Décédée lundi 6 décembre 2010 à l'âge de 101 ans. Société. La Presse de Tunisie (2010-12-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-03. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
- ↑ Huston, Perdita (1992). Motherhood by choice : pioneers in women's health and family planning. Feminist Press at the City University of New York. p. 95. ISBN 1558610685.
- ↑ O'Reilly, Andrea (2010). Encyclopedia of Motherhood, Volume 1. SAGE. p. 399. ISBN 9781412968461.
- ↑ Tunisia's groundbreaking first woman doctor honored on new banknote 28 March 2020. Retrieved 29 March 2020.