შინაარსზე გადასვლა

თავის ტვინის ევოლუცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალბათ ყველასთვის რთულია იმის გაანალიზება თუ რამდენად დიდი დროა ექვსი მილიონი წელიწადი. ეს დაახლოებით ის დროა, რომლის განმვალობაშიც ადამიანის ტვინი განვითარდა, გამოეყო წინაპრების ხაზს, რომლებიც შემდგომში განვითარდნენ თანამედროვე შიმპანზეებად და მსგავს მაიმუნებად.

ჩვენი ანტიკური მემკვიდრეობის შინაარსი შეიძლება გადმოიცეს შემდეგნაირად: ამბავი სირთულეებისა, პრობლემებისა, გადარჩენისა და ხშირი ადრეული სიკვდილისა მილიონი წლის განმავლობაში. ნამარხები, რომლებიდანაც ჩვენ დღეს გვაქვს ინფორმაცია, გვაძლევს მინიშნებებს მხოლოდ რამდენიმე წუთის განვითარების შესახებ, ინფორმაცია ძალიან მწირია. დანარჩენი ყველაფერი ჩვენი ინტერპრეტაციაა, რომელიც მუდამ უპასუხო კითხვებით რჩება. ნებისმიერი ნამარხი, რომელიც ნაპოვნია, ვერ გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა იყო ამ ნამარხამდე ან ამ ნამარხის შემდეგ. მიუხედავად ამისა, შეხვდებით მნიშვნელოვან მოდელებს, რომლებიც ღირს გამოკვლევად.

ერთი ნიმუში გვიჩვენებს ახალგაზრდა მდედრების ადრეულ სიკვდილს, რომლებიც ზომით შედარებით პატარები იყვნენ ვიდრე მამრები. ის ინდივიდები, რომლებსაც არ შეეძლოთ კოოპერაცია სხვებთან, ან უშვებდნენ სერიოზულ შეცდომებს, რომლის გამოც მათ უხდებოდათ ჯგუფის დატოვება, ხშირად სხვა ცხოველების მსხვერპლნი ხდებოდნენ. ჩვენი წინაპრების მთავარი დაცვა ჯგუფური ცხოვრებიდან და კოოპერაციიდან მოდიოდა.

ჩვენი მომავალი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ისევე როგორც სხვა ცხოველთა სახეობებისა, რომლებიც მუდამ ვითარდებიან და შენდებიან. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენ ადამიანები, იმაზე დიდ ხანს ვცხოვრობთ ვიდრე ჩვენი წინაპრები ცხოვროდბნენ, ასე რომ ძალიან დიდი შანსია რომ ერთ დღეს გადავშენდებით.

თუ ტანსა და ტვინს შორის წონის შეფარდებას გავითვალისიწინებთ, ადამიანის ტვინი ყველაზე დიდია ცხოველების ტვინებს შორებს. თუმცა რიჩარდსონი გვაფრთხილებს, რომ ამაზე დიდი ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნეირო მეცნიერები დღემდე გაურკვევლობაში არიან თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ტვინის ზომას მის განვითრებასთან.

ეს ყველაფერი რომ გაირკვეს თითოეული ადამიანის ტვინი უნდა გამოვიკვლიოთ სიღრმისეულად და იქიდან დავადგინოთ ადამინის ტვინის განვითარების დამატებითი სოციალური ფაქტორები.

შესაძლოა ისიც რომ ადამიანის ტვინის განვითარებაზე გავლენა იქონია კლიმატმა. ადამიანი ნესტიანი ტყეებიდან სავანაში გადადის საცხოვრებლად. თავდაცვა, ნადირობა, საკვების შეგროვება უფრო ეფექტიანი გახდა, როდესაც ისინი ჯგუფებად ცხოვრობდნენ. კიდევ ერთი სოციალური ფაქტორი, რომელმაც ინტელექტზე იქონია გავლენა არის ჯგუფში სხვადასხვა სახეობების ყოფნა, რადგან ისინი ყოველდღიურად ჭრიდნენ ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ.

განვითარების არსს, რომ უფრო კარგად ჩავწვდეთ ხაზი უნდა გავუსვათ იმ  ფაქტორებს, როგორიცაა ბუნებრივი გარემო, ხელსაწყოები და ტექნოლოგიები, რომლითაც მათ მოახერხეს, რომ თავისი განვითარების გზა ეპოვათ. ჰომო საპიენსის ტვინის ევოლუცია პირდაპირ კავშირშია კომუნიკაციასთან, რომელიც მილიონი წლის შემდეგ სალაპარაკო ენად იქცა. ენის განვითარებასთან დაკავშირებით დეივიდ ბიკერტონს თავისი მოსაზრება გააჩნია. მისი აზრით გარემომ უბრალოდ კი არ შეარჩია ის ინდივიდები, რომლებსაც უნდა ელაპარაკათ, ეს შემთხვევით მოხდა და ზოგიერთმა ინდივიდმა განიცადა მუტაცია. ახლახან დადგინდა, რომ თუთიყუშების სულ ცოტა ერთ სახეობას აქვს სპეციალური უნარი ისევე როგორც მაიმუნებს, რომ ლაპარაკი ისწავლოს. აქედან ვადგენთ, რომ ენის სწავლა კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული გარდა გენებისა.

ციტირება[1]

ჰომო საპიენსის ოჯახის ხე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენი პირველი წინაპრები იყვენენ მაიმუნის მსგავსი არსებები, რომელთა სიმაღლე მერყეობდა 1-1,2 მეტრამდე. მდედრები იყვნენ უფრო პატარები ვიდრე მამრები. ავსტრალოპითეკის პირველი ნამარხები დათარიღებულია დაახლოებით 4,4 მილიონი წლის წინ, აქედან უნდა ვიგულისხმოთ, რომ ისინი ცხოვრობდნენ ამ პერიოდამდე რაღაც დროით ადრე.

ამ ჰომინიდების ტვინის მოცულობა იყო 450 კუბური სანტიმეტრი, რომელიც ცოტათი მეტია ჩვეულებრივი მაიმუნის ტვინზე (400 კუბური სანტიმეტრი) და ჰომო საპიენსის ტვინის დაახლოებით 1/3-ს შეადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ ახასიათებდათ, იყო ბიპედალიზმი და ის ფაქტი, რომ მათი ტვინი უფრო მრგვალი იყო ვიდრე შიმპანზეების ტვინი. სახე მაიმუნისებრი ჰქონდათ. უხეშად რომ ავიღოთ ორი მილიონი წლის განმავლობაში დაახლოებით 5 სახეობა ჩამოყალიბდა, მათ შორის აფრიკანუსი, რომლის ტვინის ზომა იყო 500 კუბური სანტიმეტრი და ვარაუდობენ, რომ ჩვენ მის მემკვიდრეობით ხაზს მოვყვებით. ამაზე ჯერ კიდევ დიდი კამათი მიმდინარეობას, თუმცა არსებობს კონსენსუსი რომ ავსტრალოპითეკი ჩვენი ყველაზე ადრეული პირდაპირი წინაპარია.

ავსტრალოპითეკების დიდი ყბისა და კბილების გამო მათ ფურაჟირებად მიიჩნევდნენ, რომლებიც ჭამდნენ ბოჭკოვან ძირებს, ბოლქვებს და მცენარეულობას. მალე მათ დატოვეს ტყე და წავიდნენ სავანაში. გარკვეული დროის შემდეგ, ჰომინიდების ფეხები დაგრძელდა და მათ განუვითარდათ თაღები ტერფებზე, რომლითაც უფრო მეტი ტერიტორიების გავლის საშუალება მიეცათ.

მესის უნივერსიტეტის ცნობებით (2002) დედებსა და შვილებს ძლიერი კავშირი ჰქონდათ ერთამნეთთან, მამრების შემთხვევაში ურთიერთობა შედარებით სუსტი იყო. მესის უნივერსიტეტი ამბობს, რომ მოვლა-პატრონობა აღაგზნებს ოპიატურ რეცეპტორს ტვინში, რომელიც უფრო მეტად აძლიერებს ურთიერთობებს. ჯგუფში ყველას უნდა დაევარცხნა ერთმანეთი, დრო შეზღუდული იყო ასე რომ ჯგუფის სიდიდეც მცირდებოდა.

ადამიანის ტვინის დღევანდელი სტრუქტურა დაფუძნებულია ამ სოციალურ ურთიერთობებზე. როგორც ლედოქსი (1996) აღნიშნავს ადამიანის ტვინი ძალზედ ემოციურია და ეს ემოცია არის ჩვენი ადრეული სოციალური ნაწილის განვითარების საწყისი, რომელსაც აინტერესებს ჯგუფში მას ან სხვა წევრს რა ევალება. წარმოიდგინეთ ხის/ქვის იარაღების გარდა მათ არავინ არ ჰყავდათ გარდა ერთმანეთისა, რომ თავი დაეცვათ ამიტომ ჯგუფებად ცხოვრობდნენ. ავსტრალოპითეკინის ტვინის ზომის ზრდა აღინიშნებოდა ნეოკორტექსში, რომელმაც შექმნა კიდევ ერთი ფენა ტვინში და შესაბამისად გაჩნდა უფრო მეტი ადგილი სხვა ნეირონებისთვის, უჯრედებისთვის, რომლებითაც ტვინი მუშაობს. ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილები უცვლელი დარჩა, თუმცა განვითარდა კომუნიკაცია, რომელიც შემდგომში გამოიხატა ფიზიკური ჟესტებით და ხმოვანი სიგნალებით.


ჰომო-ჰაბილისი ცხოვრობდა 2,4-1,5 მილიონი წლის წინ. მათ შექმნეს პირველი ქვის იარაღები და ამიტომ მათ მოიხსენიებენ როგორც „ხელმარჯვე კაცი”. ეს იარაღები იყო ერთ მხარეს გალესილი ქვები, რომლებსაც იყენებდნენ მოსაცელად და საფხეკად. ეს იარაღები არ იყო დახვეწილი ინსტრუმენტები და ძნელად აღიქმებოდა როგორც იარაღები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს იარაღები ნაპოვნია საქონლის დასაკლავ ტერიტორიაზე, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჰომო-ჰაბილისი უფრო მეტად შემგროვებელი იყო ვიდრე მონადირე. მათი ჩონჩხი ბევრად დიდი და ძლიერი იყო ვიდრე სტანდარტული 100 ფუნტიანი კაცისა, მაგრამ დიდად არ განსხვავდებოდა საკუთარი წინაპარისგან. ძვლების მოცულობა დაახლოებით 550 კუბ. სმ., ზოგის 100 კუბ. სმ.-ით მეტი ავსტრალოპიტეკინისგან. ეს გაიზარდა 800 კუბ. სმ. მისი არსებობის ბოლო წლებამდე. ჯგუფების ზომა, მათი გაზრდილი მოთხოვნით სოციალურ ცოდნაზე, გაიზარდა 70 ან 80 ადამიანამდე. ამ რაოდენობამ აიძულა ისინი თავის დროის 20 % დაეხარჯათ წმენდაზე და მუშაობდნენ იმ საკითხებში თუ როგორ გაერთვათ თავი ცხოვრებისთვის დარჩენილ დროს. ემოციის მნიშვნელობა, როგორც მექანიზმისა კვლავ გაიზარდა და საჭიროებას წარმოადგენდა სოციალური ცოდნისთვის. ჰომო ჰაბილისი ცხოვრობდა 1 მილიონი წლის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამხელა რიცხვისა ამ სახეობამ ვერ მოახერხა, რომ დაეხვეწათ სამუშაო იარაღების ეფექტიანობა მათი არსებობის განმავლობაში. ძალიან დიდი დროის პერიოდში, დაახლოებით მილიონი წლის განმავლობაში, ისინი ქმნიდნენ ერთი და იგივე იარაღს მონოტონურად მცირედი ცვლილებებით. ისინი არ გასულან აფრიკის გარეთ და ჩვენ ვერ ვხედავთ მეტყველების განვითარების ვერანაირ კვალს. მათი კულტურა სავარაუდოდ ეპიზოდური იყო და შემოიფარგლებოდა მომენტებით, არანაირი ფიქრით წარსულზე ან მომავალზე.

ზოგი პალეონტოლოგი ფიქრობს რომ ჰომო-ჰაბილისი არ განსხვავდებოდა ფსიქიკურად ავსტრალოპითეკინისგან და უფრო უკეთ აღიქმებოდა როგორც ადრეული ავსტრალოპითეკინი ან ადრეული ჰომო-ერექტუსი, როცა ისინი იქცნენ მეტად შემგროვებლებად სავანებში. ავსტრალოპითეკინის ტვინი სტაბილური იყო, რადგან ხორცის შემგროვებლური დიეტა ძლივს აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და ვერ შეედრებოდა ტყის ხილით გამდიდრებულ დიეტას. ავსტრალოპითეკინების საკვებს წარმოადგენდა ძვლის წითელი ტვინი, რომელზეც მოთხოვნა არ იყო სხვა ცხოველებისგან. შეიძლება მათი იარაღები ისეთივე განვითარებული არ იყო როგორიც ჰაბილისის, მაგრამ კარგი იყო ძვლის გასატეხად და ძვლის შემადგენელობის გამოსათავისუფლებად, რომელიც დიდხანს იყო საჭმელად ვარგისი. ბიკერტონი ამბობს, რომ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩვენს წინაპრებში ტვინის ზომის გასამმაგება, მაგრამ არ უნდა შეგვეშალოს რომ ტვინის ზომის ზრდა არაფერ შუაში არ არის ენის ჩამოყალიბებასთან. იგი ამბობს რომ მათ არ სჭირდებოდათ ტვინი ან ცოდნა, როგორც სწორი სახის ნიშე. ტვინის ზომას არ მოაქვს ინოვაციები, ინოვაციებს მოაქვს ტვინის ზომაში ზრდა. ბიკერსტონი დარწმუნებულია რომ ენების გამოყენება დაიწყო 2 000 000 წლის წინ და განვითარდა ნელა, გრძელი პერიოდის განმავლობაში. ეს საკმაოდ კონტრასტულია ჩომსკის დიდი აფეთქების თეორიასთან. მისი თეორია პოსტულატად მიიჩნევს ენობრივ აფეთქებას მხოლოდ 60 000 წლის წინ, რაც სავარაუდოდ განპირობებული იყო მონსტრი გენეტიკური მუტაციისგან.

ზოგი რაღაც შეიცვალა ჰომო ერექტუსის გამოჩენის შემდეგ 1,8-1,5 მილიონი წლის წინ. როცა გამოჩნდა ქვის ბოლოების დამუშავებისა და ცეცხლის გამოყენების შესაძლებლობები (ცოდნა), ახალი სახეობა კვლავ არალინგვისტური იყო. ტვინის და ვოკალური სალაპარაკო სტრუქტურის გარეშე მისი თავის ქალის (კრანიალური) მოცულობა გაორმაგდა 550 კუბ. სმ.-დან 1100 კუბ. სმ.-მდე. ჰომო-ერექტუს ჰქონდა უფრო ფართო იარაღების მრავალფეროვნება, ჰქონდა წინამორბედ ჰომინიდებთან შედარებით და მათი კომუნიკაციური მარაგი და ზოგადად სოციალიზაცია მკვეთრად გაიზარდა. თავის წინა ნაწილი გაიზარდა და გასწორდა, რითაც ცვლილებებს შეეგუა. მიუხედავად ამისა ახალდაბადებული ბავშვები უფრო დაუცველები იყვნენ და ზრდისას მეტი ყურადღება სჭირდებოდათ. ქალები მეტად მგრძნობიარეები გახდნენ სქესობრივად და შეიმჩნევა მკერდის ზრდა. მესის უნივერსიტეტი გვთავაზობს მოსაზრებას, რომ ამან წყვილებად ყოფნას შეუწყო ხელი და შეამცირა დაპირისპირება მამრებს შორის. ჯამში, გაიზარდა სოციალური კავშირები და კონფლიქტებს ხელი შეეშალა. კოგნიტური ფუნქციები მიმართული იყო მიმიკრიისკენ, რაშიც იგულისხმებოდა ვოკალიზაცია, სახის მიმიკები, თვალის მოძრაობები და ემოციის გამოხატულებები. ასეთ რაღაცებზე ყურადღების გამახვილება შეიძლება იყოს მიზეზი იმ ტენდენციისა, რომ ჰომო-საპიენსის მიერ ახალდაბადებულ ბავშვის თვალებზე დაკვირვება და იგივე ხდება ყველა სურათზე, სადაც ადამიანის სახეა გამოსახული.

ჰომო-ერექტუსის ტვინი ლატერალიზირებული იყო, რომ შეექმნა ორი ჰემისფერო. ტვინის მარჯვენა მხარე შესაძლებლობას აძლევდა ემოციებით კომუნიკაცია მოეხდინათ. იარაღები უფრო სიმეტრიული, დახვეწილი და ბასრი იყო. იარაღების მრავალფეროვნებას შეემატა ნაჯახი, დიდი და პატარა დანები.

ბუნება მას აიძულებდა ამინდის მიხედვით დაბანაკებულიყო და გადარჩენისთვის ებრძოლა საშინელი კლიმატის დროს. ისინი იყენებდნენ წყალს მიგრაციისთვის სამხრეთ საფრანგეთში და სამხრეთ აზიამდეც კი, ხოლო დაბრუნებულიყვნენ ჩრდილოეთ აფრიკაში ზამთარში. მათ შექმნეს რეგიონალური რუკები. ყველა ამ შესაძლებლობით ჰომო ერექტუსმა მიიღო დიდი საჩუქარი ბუნებისგან. მას შემდეგ რაც განვითარდნენ იარაღის დამზადებაში, მათ იცხოვრეს ასეთი იარაღებით კიდევ მილიონი წლის განმავლობაში.

ნეანდერტალელი და ჰომო ჰაიდელბერგენსისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 300 000 წლის წინ ორი ახალი სახეობა — ჰომო-ჰაიდელბერგენსისი და ნეანდერტალი გახდნენ ჰომო-ერექტუსის კონკურენტები, სანამ იგი არ გადაშენდებოდა. ნეანდერტალის სხეული უფრო დიდი იყო შედარებით თხელი ძვლებით და უფრო მსხვილი კუნთოვანი მასით. მისი ტვინი გაიზარდა 1400 კუბ. სმ.-მდე (რომელიც საპიენსზე დიდია), მაგრამ მისი ტვინის განლაგება განსხვავებულია. ჩვენ ვიცით რომ ნეანდერტალელები ამის გამო პრევერბალური იყვნენ და ჰქონდათ თავის ქალის ისეთი აგებულება, რომელიც ხელს არ უწყობდა მეტყველებას, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ შექმნეს სამი ახალი იარაღი, რომელიც უკვე რამდენიმე განსხვავებული მატერიისგან იყო შექმნილი, ხელშემწყობი უფრო ფართო ნადირობისთვის. მათი უნარი, რომ ქვების ბოლოები უფრო ბასრი გაეხადათ იყო განმაცვიფრებელი და ჰომო-ერექტუსის მსგავსად, მანაც შეძლო ეს გადაეცა თაობებისთვის მეტყველების უნარის გარეშე. იგი იყენებდა კაჟს და ირმის რქებს რათა დაემზადებინა ისეთი ხელსაწყოები, რომელსაც შემდგომში სხვა ხელსაწყოების დასამზადებლად გამოიყენებდა. ასეთი უნარების ჩამოსაყალიბებლად ჩვენ მრავალი წელი დაგვჭირდებოდა. ნეანდერტალელი ასევე ქმნიდა ქვისგან კერებს და ღრანტეებს, რაც მიგვანიშნებს მუდმივი საცხოვრებლის შენებისკენ და სოციალურ ორგანიზაციისკენ, რომელიც გულისხმობდა ნათესაობრივ კლანებზე. ზოგიერთი მათი ხელსაწყოები არაპრაქტიკული გამოყენებისთვისაც იყო. ნაპოვნია ადგილები, სადაც ისინი თავისიანებს მარხავდნენ, რაც გვიჩვენებს რომ არსებობდა სიკვდილის მერე სიცოცხლის რწმენა რაღაც ფორმებით. მიუხედავად ამისა, განვითარებულმა ნეანდერტალელმა მხოლოდ 90 000 წელი იარსება.

150 000 წლის წინ, პირველი სრულიად თანამედროვე ჰომო-საპიენსი გაჩნდა აფრიკაში. ეს მოხდა ასორმოცდაათი ათასი წლის შემდეგ რაც ნეანდერტალელი გამოჩნდა ევროპაში, მაგრამ ზოგს მაინც სჯერა, რომ ამ ორმა სახეობამ რაღაც პერიოდის განმავლობაში იარსება ერთად ევროპაში. დაახლოებით 50 000 წლის წინ, საპიენსი მიგრირდა ევროპაში და აზიაში, დედამიწის ყველა კუთხეში დასამკვიდრებლად. 20 000 წლის წინ მათ არქტიკამდეც მიაღწიეს. ისინი იყვენენ ამერიკაში 10 000 წლის წინ და პოლინეზიაში 2000 წლის წინ. ჰომო-ერექტუსთან შედარებით, რომელიც არსებობდა 1,5 მილიონი წლის განმავლობაში და ნეანდერტალელთან, რომლებიც მხოლოდ გავრცელებული იყო ევროპის და სამხრეთ აზიის ირგვლივ, ჰომო-საპიენსმა მთელ მსოფლიოში გავრცელება მოახერხა 50 000 წელში.

ციტირება[1]

ვარაუდები მეტყველების უნარის წარმოშობის შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მეტყველების წარმოშობის ისტორია ყველასთვის უცნობია. ყველაზე დეტალური ინფორმაცია რაც ვიცით არის ის, რომ ტვინი განვითარდა ანატომიურად იმ დონეზე, რომ მეტყველება შესაძლებელი ყოფილიყო, ეს ყველაფერი ვიცით აღმოჩენილი ნამარხებიდან.

ჰომო საპიენსის ტვინმა მიაღწია დღევანდელ ზომას 1450 კუბურ სანტიმეტრს. უფრო დიდ მარცხენა ნახევარსფეროში გაჩნდა უფრო დიდი ადგილი მეტყველებისთვის, რომელსაც ბროკას ნაწილს უწოდებენ, ამ ნაწილის მეშვეობით გრამატიკულად გამართულად ვლაპარაკობთ. კიდევ არის ვერნიკეს არეალი, რომელიც სიტყვების სემანტიკურად გაგებაში და მეტყველების აღქმაში გვეხმარება. ასეთი არეალები ძირითადად ტვინის მარცხენა ნახევარსფეროშია. როგორც გაზანიგა (1985) აღნიშნავს მარცხენა ნახევარსფერო ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს თარჯიმანია. ვერბალური სიმბოლოების გამოყენებამ ჰომო საპიენსს ნება დართო, რომ ეცხოვრა არა მხოლოდ დღევანდელ სამყაროში, არამედ შესძლებოდა ეცხოვრა აბსტრაქტულ, უფრო მგრძნობიარე სამყაროში, სადაც თავისი ჰიპოთეტური სამყარო ექნებოდა. სწრაფი კულტურული ცვლილებები უკვე აღარ არის დამოკიდებული ტვინის ზომაზე ან ბიოლოგიურ ცვლილებებზე. ახლა უკვე ტექნოლოგიური ცვლილებები აღარ არის უცხო და დრამატულად სწარაფად ვითარდება.

გაზანიგადან ვიგებთ, რომ მხოლოდ ჰომო საპიენსის ტვინში ენის განვითარების მიზნით, შესაძლებელი გახდა ტვინის ვასკულიზირება და საკმარისი სისხლით მომარაგება. ეს უკეთ ჩანდა ვერნიკეს ნაწილში. ეს პროცესი ვითარდებოდა ადრეული ჰომინდების დროსაც, თუმცა იმ კრიტიკულ დონემდე არ იყო მიღწეული, რომ ენის განვითარებისთვის შეეწყო ხელი.

აღმოჩენილი თავის ქალების გამოკვლევისას არქეოლოგებმა დაადგინეს თუ როგორ გადაეცემოდა სისხლი ალტერალურ ზედაპირებზე, სადაც სისხლძარღვების ანაბეჭდები იყო.

ადვილი გამოსაცნობია, რომ ტვინის მარჯვენა ნაწილიც იგივე რაოდენობის სისხლს იღებდა. ეს მნიშვნელოვან ზრდა ნიშნავდა ესთეტიკურ მნიშვნელობას მარჯვენა ნახევარსფეროში. უფრო მეტად რომ გავერკვიოთ ესთეტიკური უნარი თვალშისაცემად ადამიანურია.

მარტივი სათქმელია, რომ ტვინის ორგანიზაციული სტურქტურა და მეტყველების უნარი განვითარდა იმიტომ, რომ რაციონალურად მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება. ბევრი მეცნიერი დღეს დაობს იმის შესახებ, რომ ენა განვითარდა სოციალური მიზეზების და ადამინური კავშირების გამო. ძველ დროში ჯგუფის სიდიდე დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა დროში მოხდებოდა ერთმანეთის დავარცხნა. როცა ენა განვითარდა ჯგუფის სიდიდე აღარ იყო დამოკიდებული ამ ფაქტორზე. ადამიანის ტვინის დიდი ზომის გამო ერთმანეთთან რაიმე საკითხზე.

შეთანხმება მარტივი გახდა. გონების განვითარებაც სოციალურად მომწიფებული გარემოს შედეგია, როდესაც დაიწყეს შემგროვებლობა და მონადირეობა, რომელმაც ხელი შეუწყო მუდმივი საცხოვრებლების შექმნას. გადაჭარბებულმა საკვების რაოდენობამ, რომელიც გამოწვეული იყო მცენარეების დიდი რაოდენობის გაზრდით და ცხოველების მოშინაურებით, საფუძველი ჩაუყარა ქალაქის ტიპის დასახლებების შექმნას 10 000-12 000 წლის წინ. თუ შიმპანზეები დროის 20 %-ს ერთმანეთის მოვლაში ატარებდნენ, ადამიანები უკვე ამ 20 %-ის განმავლობაში ერთმანეთთან საუბრობდნენ. ადამიანებს შორის ერთმანეთთან ლაპარაკის 2/3 ნაწილს შეადგენს ჭორაობა სხვა ვინმეზე, ვიდრე ტექნოლოგიურ პრობლემებსა და გადაწყვეტილებების მიღებაზე.

მნიშვნელოვანი უნარი, რაც ნეოკორტექსმა ავსტრალოპითეკინს შესძინა, იყო სოციალური მგრძნობელობა. სოციალური კოორდინაცია იყო უმნიშვნელოვანესი სტრატეგია ახალ ადამიანში. ჰომო საპიენსმა ჩვენი ტვინის ზომას 150 000 წლის წინ მიაღწია. მანამდე 6 მილიონი წლით ადრე, როდესაც ადამიანის ხაზი შიმპანეებს გამოეყო, მათი ტვინის ზომა გასამმაგდა შიმპანზეებთან შედარებით 450-1250 კუბური სანტიმეტრი.

ბევრ ჩვენგანს აინტერესებს ეს განვითარება ნელი და მუდმივი იყო თუ ერთიან ნაკადებად მოხდა. ზოგიერთი ევოლუციის ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ დღევანდელი ადამიანის უნარი, რომელიც ჰომო საპიენსში გაჩნდა, თვითონ განავითარა და ის არ მოდიოდა შიმპანზეების ხაზიდან. თუმცა ზოგიერთი მათგანი ამას არ ეთანხმება, რადგან ეს ეწინააღმდეგება ევოლუციის პროცესს.

ტრადიციულად ინტელექტის განვითარება დამხმარე იარაღად აღიქმება. ბიპედალიზმის განვითარება ერთ-ერთი დიდი პლიუსი იყო, მათ გაუთავისუფლდათ ხელები და დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ დამატებითი იარაღები შეექმნათ. ამ ყველაფერს თუ დროის ცხრილზე განვიხილავთ ვნახავთ, რომ ამ აქტივობებს შორის ძალიან დიდი დროა გასული, ადამიანმა ბიპედალიზმი დაიწყო 5 მილიონი წლის წინ, იარაღები გამოიგონა 2,5 მილიონის წინ, ხოლო ტვინის ზომა გაიზარდა 200 000 წლის წინ.

ციტირება[1]

6 თეორია ენის წარმოშობის შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1. ბაუ-ვაუს თეორია

ამ თეორიის მიხედვით ადამიანებმა დაიწყეს ლაპარაკი ხმების მიმბაძველობით: ბაუ-ვაუ, მუუ, ბაა და ასე შემდეგ. თუმცა დღევანდელ მეტყველებაში ჩვენ ასეთ ხმებს არ ვიყენებთ და რა სიტყვასაც ვამბობთ იმას თავისი მნიშვნელობა აქვს.

  • 2. პუ-პუს თეორია

მეტყველება წარმოიშვა ადამიანისგან, როდესაც ის თვითონ პასუხს სცემდა შინაგან გრძნობებს, როგორებიცაა ტკივილი, გაკვირვება ან სხვა ემოციები: სიცილი, ყვირილი, მძიმედ სუნთქვა. თუმცა ბევრ სხვა ცხოველსაც შეუძლია მსგავსი ხმების გამოცემა, ამიტომ ეს თეორია ბოლომდე გამართლებული არ არის.

  • 3. დინგ-დონგის თეორია

მეტყველბა ირეკლავს ყველა მისტიკური ან ჰარმონიული საგნების ხმებს, რომლებიც დაკავშირებულია მსოფლიოსთან. ჯერ კიდევ დასადგენია თუ როგორ ხდება მისი გამოძიება.

  • 4. იო-ჰე-ჰე-ს თეორია

ამ თეორიის მიხედვით მეტყველება შეიქმნა იმ ხმებისგან, რომლებსაც ხალხი გამოსცემდა ფიზიკური მუშაობის დროს. თუმცა საკმაოდ დიდი განსხვავებაა დღევანდელ სამუშაო ენასა და იმ დროინდელ სამუშაო ენას შორის.

  • 5. ტა-ტა-ს თეორია

ამ თეორიის მიხედვით მეტყველება შეიქმნა იმ დროს, როდესაც ადამიანი ცდილობდა მეტყველებითი ბგერების და მიმიკების ხელით გადმოცემას. მაგალითად ტა-ტა ნიშნავს ხელის დაქნევას დამშვიდობებისას. მაგრამ ყველაფერს რასაც ვამბობთ არ აქვს ზუსტი შესატყვისი ხელით გადმოცემისას.

  • 6. ლა-ლა-ს თეორია

ამ თეორიის მიხედვით მეტყველების შექმნის შთაგონება მოდის სიყვარულიდან, პოეტური მგრძნობელობიდან და სიმღერიდან.

ბოლო დროის მოვლენები:

მეცნიერები დღემდე იკვლევენ თუ როგორ წარმოიშვა მეტყველება, თუმცა ამჯერად იკვლევენ პალეონთოლოგიიდან, სადაც აკვირდებიან ხმის ტრაქტს ჰომინდებიდან და ადრეული ადამიანებიდან. იმის ნაცვლად, რომ მათ დაადგინონ თუ რომელმა ვოკალიზაციამ მისცა საფუძველი მეტყველების შექმნას, ისინი ეძებენ თუ რომელმა ფიზიკურმა, კოგნიტურმა და სოციალურმა ფაქტორმა განაპირობა ენის წარმოშობა.

ციტირება[2]

ინტელექტი და მეტყველება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტელექტის განვითარებაზე ზეწოლა სოციალური ორგანიზაციის მოთხოვნებით იყო განპირობებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უპირატესობა, რომელიც საშუალებს იძლეოდა სხვების რეაქციების და სოციალური მოქმედებების შედეგების პროგნოზირებას. ეს უნარები შედარებით სუსტად შეიმჩნევა დღევანდელ შიმპანზეებში, განსაკუთრებით ბონობოებში, რომელთა დეტალური შესწავლით ნათელი ხდება ჩვენ და მათ შორის გარკვეული მსგავსებები. ადამიანები ცხოვრობდნენ უფრო დიდ, უფრო სტაბილურ გარემოში, რაც მათ უფრო დიდ დროს უტოვებდა კრეატიულობისთვის. ბევრი მეცნიერის აზრით სწორედ ეს იყო ფაქტორი რამაც ტექნოლოგიური წინსვლა ასე დააჩქარა. ადამიანებს ჯერ ჰქონდათ იარაღები და თავშესაფარი, ანუ უფრო ადრე, სანამ ისინი ლაპარკს დაიწყებდნენ. რაც იმას ნიშნავს რომ აზროვნება ენამდე ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს არ უარყოფს იმ ფაქტს რომ ლაპარაკის გარეშე ფიქრი არ შეიძლება. ჰომო საპიენსი და ადრეული ადამიანები ვერც გადარჩებოდნენ მათ რომ არავერბალური, ლოგიკური აზროვნება არ ჰქონოდათ.

ფაქტი რომ აზროვნება წინ უსწრებს ენას სავსეა იმპლიკაციებით და ის გარკვეულ კვლევებს საჭიროებს. გრინსპანის და შენკერის კვლევა მიგვითითებს 20 000 ან 25 000 წლის წინანდელი კერებისა და ორმოებისკენ რუსეთის გარშემო. ამ ადგილებში ქვის და ძვლების ნივთები მუშავდებოდა, ასევე აღმოჩენილია გამაოგნებელი ნამარხი ატრიბუტიკა, მაგალითად ტანსაცმელი, ხელსაწყოები და სამკაულები. ერთ-ერთ საფლავში, მამაკაცის სხეულთან ერთად მოთავსებული იყო მოსასხამი და ფეხსაცმელი. ერთ-ერთ ტანსაცმელზე კი 3000-მდე სპილენძის მძივებია ნაპოვნი, ხოლო მის თავი მელიის ტყავის ქუდით იყო დაფარული. ეს ფაქტები რა თქმა უნდა მაღალ განვითარებულ სოციალურ სტრუქტურაზე მიგვანიშნებს.

კიდევ ერთი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ აზროვნება ენაზე ადრე ჩამოყალიბდა არის ის, რომ ჰომო საპიენს ჰქონდა რესურსები გემების ასაშენებლად, რომელიც მათ ავსტრალიის ზღვების გადალახვაში დაეხმარებოდათ, 60 000 წლის წინ. გრინსპანის და შანკერის აზრით ეს ფაქტი მაღალ გონებრივი და ლოგიკური შესაძლებლობებს მოითხოვდა. რილინგის თქმით ადამიანს თავის ტვინში ნეოკორტექსის წილი ბევრად დიდია ვიდრე სხვა მაიმუნებში, ადამიანს განსაკუთრებით გადიდებული აქვს შუბლისწინა და საფეთქლის წილები. შუბლისწინა მიდამო პასუხისმგებელია ინსტრუმენტალურ ქცევაზე, კონცენტრაციაზე, ემოციურ კონტროლზე და ასევე იმ შემეცნებასა და ემოციებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებელია. ნეოკორტექსი ისეთ ადგილებს ავითარებს, რომელიც თანმიმდევრული და შინაარსობრივი სამყაროს აღქმას და გამოცდილების ჩამოყალიბებას უზროვნელყოფს. მსგავსი ადგილები ტვინის დანარჩენ ნაწილებს საშუალებას აძლევს გაერთიანდნენ და ერთად შექმნან სენსორული  შეტყობინებები მთლიანი ორგანიზმისთვის.

ჰობსის აზრით ჰომო საპიენსს კითხვის უნარი 150 000 წლის წინაც კი ჰქონდა, მაგრამ კითხვის უნარი არ არის საკმარისი მეტყველების განვითარებისთვის. ყველაზე ფართოდ გავრცელებული თარაღის მიხედვით ენის და მეტყველების საწყისად 70 000-35 000 წლის წინანდელი ეპოქა ითვლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰომო საპიენსს იმ პერიოდში მეტყველება შეეძლო. მეტყველების წარმოშობა დამოკიდებულია კულტურულ და ანატომიურ მზადყოფნაზე. ამ ყველაფრის საუკეთესო დასტური შეიძლება იყოს არტიფაქტები, რომლებიც ნაპოვნია, თუმცა მათი დათარიღება არ სცდება 70 000 წელს აფრიკაში, ხოლო 40 000 წელს მთელს მსოფლიოში.

მნიშვნელოვანი ანატომიური ცვლილება, რომელმაც მეტყველების განვითარებას მისცა ბიძგი არის კუჭ-ნაწლავის ფართობის შემცირება. ეს ცვლილება გამოიწვია საკვები რაციონის შეცვლამ, კერძოდ ხორცეულიდან გამომცხვარ პროდუქტზე გადასვლამ, რამაც ტვინს გაფართოების საშუალება მისცა და ასევე გაფართოვდა ყელში ის ადგილი, რომელიც მეტყველებაში ეხმარება ადამიანს.

ადამიანს განვითარებული აქვს “ბროკას” და “ვერნეკის” წილები ტვინში. ბროკას წილი უზრვენლყოფს მეტყველებას, ხოლო ვერნეკის წილი უზრუნველყოფს მეყტველების აღქმას. როგორც ჩანს ეს ორი წილი ადამიანს ნამდვილად ევოლუციურად განუვითარდა, განსაკუთრებით ბროკას წილი, იქიდან გამომდინარე, რომ შიმპანზეს მაგალითისთვის უფრო კარგად შეუძლია მეტყველების აღქმა, ვიდრე თვითონ მეტყველება. ჰომო საპიენსის თავის ტვინის ევოულიცა ასევე მოიცავს შუბლის და შუბლისწინა ქერქის განვითარებას, ასევე სახის და ორალური მოტორული ქერქის განვითარებას.

კიდევ ერთი ანატომიური ცვლილება, რომელიც ორგანიზმმა მეტყველების გამო განიცადა, არის ყელის და ენის მოცულობის გაზრდა სხვადასხვა ტიპის ხმის გამოსაცემად, რომლის კვალიც ასევე ისრაელში ნაპოვნ ნეადერტალელში აღინიშნება.

ტვინის მასის შეფარდების პოვნა მთლიანი ტანის მასასთან საკმაოდ რთული საქმეა. თავის ტვინის ქერქის ნეირონები და ამ ნეირონების სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჰომო საპიენსის რეგულარული ტვინის შესასწავლად. ასევე აღსანიშნავია, რომ ტვინის პლასტიკურობა და მოქნილობა მნიშვნელოვანია და ზოგადად ეხმარება ტვინს ახალი დავალებების ათვისებაში და აზროვნების წესის შეცვლაში.

გარდა ამისა, ადამიანის თავის ტვინის გაზრდას აქვს თავისი მინუსები. მაგალითისთვის დიდი თავი უფრო რთულს და ფიზიკურად საშიშს ხდის ქალისთვის მშობიარობას. ახალშობილისთვის საშვილოსნოს გარეთ ცხოვრება რთულია და ის მუდმივ ყურადღებას საჭიროებს მშობიარობის შემდეგ. ახალშობილის თავის ტვინის განვითარებას დიდი დრო სჭირდება, რაც საფუძველს უქმნის მომავალში მის მსწავლელობით და ინფორმაციის დამახსოვრების უნარს.

თავის ტვინი ასევე დიდ “ხარჯებს” უქმნის ორგანიზმს. თავის ტვინი მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობის კალორიებს და ასევე დიდი რაოდენობის ელექტროქიმიურ ენერგიას, ასევე ჟანგბადსაც. ედელმანის თქმით ადამიანის თავის ტვინი სამყაროში ყველაზე ჩახლართული მატერიალური ობიექტია. ასეთი ჩახლართულობის და სირთულის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ადამიანის თავის ტვინი უფრო მიდრეკილია მენტალური გადახვევებისკენ ვიდრე ეს სხვა მაიმუნებშია. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ ამდენი ნაკლი აქვს თავის ტვინის დიდ ზომას, რატომ გაიზარდა ის უკანასკნელი 6 მილიონი წლის განმავლობაში? რადგან ამ მინუსებს შედეგიც აქვთ, ადამიანი არის მაღალინტელექტუალური სოციალური არსება, რომელსაც აზროვნება ეხმარება სამყაროში თავის დამკვიდრებასა და გადარჩენაში.

ციტირება[1]

ცოტა რამ ტვინის ზომის შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტვინის წონის და ტანის შეფარდებას თვლიან კუვიერის ფორმულით E/S მიხედვით. (სადაც E ტვინის წონაა, ხოლო S ტანის წონა, საიდანაც შემდეგი შეფარდება გამომდინარეობს). ადამიანში და თაგვებში ეს მაჩვენებელი ტოლია 1/40, ხოლო სპილოში 1/560 და ცხენში 1/600. უნდა აღინიშნოს, რომ თაგვების და ადამიანის ტვინის შეფარდება თითქმის ერთი და იგივეა, ხოლო სპილოს და ცხენის შეფარდებაც ერთმანეთს ემსგავსება.

ტვინის ზომის გამოსათვლელად იყენებენ ალომეტრიის მეთოდს. ეს მეთოდი განვითარდა XIX საუკუნეში სნელის მიერ E=CS^r, სადაც E არის ტვინის წონა, S არის ტანის წონა, C ცეფალიზაციის ფაქტორი, r არის ექსპონენციალური მუდმივა. კულენბეკის აზრით ეს მუდმივა 0,56-ის ტოლია ძუძუმწოვრებისთვის, ხოლო მაკფაილი თვლის, რომ ის დაახლოებით უდრის 0,66-ს. ამ ფორმულაში ყველა რიცხვის ჩასმის შემდეგ რჩება ცეფალიზაციის ფაქტორი, რომელიც ინდივიდუალურად გამოითველება. EQ-ის (ცეფალიზაციის წილის) გამოთვლისას, თუ ზოგიერთ სახეობას აქვს EQ=2, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სახეობას აქვს C ორჯერ უფრო დიდი, როგორიც მოსალოდნელია შესაბამისი წონის ძუძუმწოვარში.

მონაცემების ჩასმის შემდეგ მივიღებთ შემდეგ კოეფიციენტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 7,44, დელფინებში 5,31, შიმპანზეებში 2,49, სპილოებში 1,87, ვეშაპებში 1,76, ძაღლებში 1,17, თაგვებში 0,50 ხოლო ვირთხებსა და კურდღლებში 0,40.

ციტირება[3]

ევოლუცია, როგორც აუცილებლობა თავის ტვინის ევოლუციის გასაგებად

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაყოფილი თავის ტვინის კვლევიდან ცნობილია, რომ მარცხენა ტვინი, როგორც თარჯიმანი, მუდმივად ძიების პროცესშია და ცდილობს მნიშვნელობების პონვას. ამასთან ერთად მარცხენა ტვინი არასაიმედოა როცა საქმე წარსულის გახსენებას ეხება. ჯორჯ ვოლფორდის ექსპერიმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანს უნდა გამოეცნო ეკრანის რომელი ნაწილი აინთებოდა ზედა თუ ქვედა. კომპიუტერი კი ისე იყო დაპროგრამებული რომ შემთხვევების 80 %-ში ზედა ნაწილი ინთებოდა. ადამიანებმა რა თქმა უნდა დააფიქსირეს, რომ ზედა ნაწილი უფრო ხშირად ინთებოდა ვიდრე ქვედა, თუმცა ეს მარცხენა ტვინისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ ის ხშირად უყურებს ქვედა მხარეს და მის ანთებას ელოდება, რის გამოც ამ ტესტში ადამიანებში მხოლოდ 68 % იყო სწორი.

საინტერესო ისაა, რომ ვირთხები და სხვა ცხოველები, რომლებსაც ადამიანივით განვითარებული მარცხენა ტვინი არ აქვთ ამ შეცდომას არ უშვებენ და ირჩევენ ზედა მხარეს. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, რომელიც თან ახლავს კონცეპტუალურ ინტელიგენტს, ჰომო საპიენსი ნამდვილად უფრო მაღლა დგას ვიდრე ვირთხა. ღრმა მიზეზის ძიების გარეშე, ვირთხა მხოლოდ ერთი მომენტით ცხოვრობს.

მაიკლ გაზანინგა ამ ყველაფერს აღიქვამს ერთ-ერთ მაგალითად თუ რატომ არ შეგვიძლია შევისწავლოთ ტვინი ევოლუციური მიდგომის გარეშე. მისი თქმით ადამიანის თავის ტვინი, ისევე როგორც ყველა ტვინი, არის ევოლუციური ადაპტაციების ნაკრები, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ჩამოყალიბდა. ცხოველების ტვინები არ იღებენ და ინახავენ ინფორმაციას ტვინის მხოლოდ ერთ მხარეს, არამედ ამ ყველაფერს ორივე მხარეზე ანაწილებენ. წარსულში ნეირომეცნიერებს ეგონათ, რომ ლიტერალიზაცია ადამიანში ევოლუციის “დანამატი” იყო. ბოკას და ვერნიკის არეა ამის კარგი მაგალითი იყო. ადამიანის თავის ტვინის არაჩვეულებრივი ადგილის შემნახველ აპარატი აქვს და საერთოდ ადამიანის თავის ტვინის კარგად შესასწავლად ჯობია მას ევოლუციური ჭრილიდან შევხედოთ.

გასაკვირია, მაგრამ პრელინგვისტი ახალშობილები ეძებდნენ მიზეზებს გარეგან სამყაროში. როცა სამყაროში რაიმე აუხსნელი მოხდებოდა ისინი მას ინტენსიურად უყურებდნენ თითქოს მის გარკვევას ცდილობდნენ და ამავდროულად მათ სწყინდებათ ისეთი მოვლენების ყურებას რასაც მიჩვეულნი იყვნენ. ეს მიანიშნებს, რომ მიზეზის ძებნა კარგად არის მოწყობილი ადამიანის ტვინში.

თავიდანვე ჰოპო საპიენსები, ისევე როგორც ჩვილი ბავშვები, ეძებდნენ მიზეზებს და სვამდნენ პრაქტიკულ კითხვებს, მაგალითად: “რა მოხდება თუ ამას ვიზამ?”, ასევე ისინი გარკვეულ ვარაუდებს გამოთქვამდნენ. ძალიან ადრე, ჰომო საპიენსის ისტორიაში მოკაზმულობა და მძივები იყო სტატუსის მიმანიშნებელი, რომელიც იყო სოციალური და არა ბუნებითი. სიკვდილის შესახებ მღელვარების შეგრძნება ნეადერტალელშიც იყო, ხოლო ჰომო საპიენსები უფრო დიდ ყურადღებას ამახვილებდნენ მომავალზე, ანუ რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ. გავითვალისწინოთ, რომ “არაფერი ხდება” საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი პასუხია, როცა რწმენა გაქვს წარსული და მომავალი უფრო მნიშვნელოვანი ხდება და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეც უფრო სასურველია. ისეთი პრაქტიკული კითხვებზე როგორიცაა: “რომელი ქვა არის უკეთესი იარაღის დასამზადებლად?” ან “როგორ შევინარჩუნოთ სითბო?” პასუხები არსებობს და მათი შემოწმება შეიძლება. მაგრამ იმის შემოწმება თუ ვინ ვართ ჩვენ, რატომ ვართ ამ სამყაროში, რა მოგვივა სიკვდილის შემდეგ და ა. შ. ამ კითხვებზე პასუხი პრაქტიკული არაა და მათი შემოწმებაც არ შეიძლება. კითხვები ცხოვრების არსზე შესაძლებელია შემოწმდეს, მაგრამ ეს კითხვები მაინც დაისმება ჩვენი მარცხენა ტვინის ახსნის ძიების დაჟინებული მოთხოვნის გამო.

ერნესტ ბეკერი, საკუთარ ჯილდოს მფლობელ ნამუშევარში “სიკვდილის უარყოფა” რწმენას ეძახის “გმირულ სისტემას”, ამ სისტემის ნათელ მაგალითად კი დღეს შეგვიძლია ის ადამიანები ვიგულისხმოთ, რომლებიც რელიგიის გამო იბრძვიან. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ავღანეთში და ერაყში მიმდინარე ომებს ჯვაროსნულ ომებს ადარებს და მას რელიგიებს შორის ომს უწოდებს. იმ ტეროტიროიაზე ომის ერთ-ერთი მიზეზი რწმენაა, რომელიც ომის რაციონალიზაციას ახდენს. რწმენა და რაციონალიზაცია კი ტვინის მიერ მიზეზის ძებნას უკავშირდება, იმის მიუხედავად მოძებნის თუ არა საკუთარ კითხვაზე, ანუ რწმენაზე პასუხს.

მნიშვნელოვანი განვითარებები თავის ტვინის ევოლუციაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 6 მილიონი წლის წინ: ავსტრალოპიტეკინი-ებმა დატოვეს ხეები და გამოეყვნენ შიმპანზეებს როგორც პირველი გამართული ჰომინიდები.
  • 3 მილიონი წლის წინ: კლიმატის სწრაფი ცვლილებები.
  • 2 მილიონი წლის წინ: ჰომო ჰაბილისმა შექმნა დაუმუშავებელი ქვის ხელსაწყოები, მაგრამ მათი განვითარება არც შემდგომი თაობების დროს მომხდარა. საბოლოოდ დატოვა აფრიკა და გაქრა.
  • 2 მილიონი წლის წინ: ტვინი ზომაში გასამმაგდა.
  • 1,5 მილიონი წლის წინ: ჰომო ერქტუსმა ჩამოიტანა ქვა მთიანი ადგილებიდან, რათა შეექმნა სამუშაო იარაღი, მაგრამ იმ დროისთვის არ გააჩნდა საკმარისი ოსტატობა. ნაპოვნი იქნა იმის დამამტკიცებელი ნიშნები, რომ ცეცხლის გამოყენება საკმაოდ კარგად ჰქონდათ ნასწავლი. კრანიალური მოცულობა გაორმაგდა. კომუნიკაცია ჰქონდათ ემოციური და სხვა ჟესტებით. შეისწავლეს ერთმანეთი იმიტაციითა და დემონსტრაციით, მაგრამ არანაირ თაობათა წინსვლას ადგილი არ ჰქონია.
  • 1 მილიონი წლის წინ: ჰომო ერექტუსმა დატოვა აფრიკა პლეისტოცენის ყინულოვანი პერიოდის განმავლობაში. ზოგი ამბობს რომ, ამან გამოიწვია დიდი გენეტიკური მუტაცია.
  • 500 000–200 000 წლის წინ: ადამიანის ტვინი ძალიან გაფართოვდა.
  • 600 000–100 000 წლის წინ: არქაულმა ჰომო საპიენსმა გააფართოვა პარიერალური ადგილი.
  • 300 000 წლის წინ: არქაულმა ჰომო საპიენსმა დაიწყო დაკრძალვის რიტუალები რომელიც გულისხმობს განვითარებულ რწმენის სისტემას.
  • 300 000 წლის წინ: რამდენიმე ახალი სახეობის ჰომინიდები ეჯიბრებოდნენ ჰომო ერექტუსს და ერექტუსი გაქრა. ერთ-ერთი იყო ნეანდერტალი, რომელსაც თავის ქალის სტრუქტურიდან გამომდინარე არ გააჩნდა საუბრის უნარი. მაგრამ მათ შექმნეს პირველი რთული აგებულების სამუშაო იარაღი და ამავდროულად გააჩნდათ მუდმივი თავშესაფარი. ნეანდერტალმა მხოლოდ 90 ათასი წელი იარსება.
  • 150 000 წლის წინ: ჰომო საპიენსი განვითარდა აფრიკაში, მაგრამ 60 ათასი წლის შემდეგ დატოვა იგი და ევროპასა და აზიაში გადაინაცვლა. ეს სრულყოფილი მოგზაურები 50 ათას წელიწადში დასახლებულები იყვნენ მთელს მსოფლიოში.
  • 130 000 წლის წინ: საპიენსმა დაიწყო საუბარი არა მხოლოდ ლექსიკონით, არამედ გრამატიკული წესებით.
  • 100 000 წლის წინ: ისრაელში აღმოჩენილი საპიენსის ძვლები გვარწმუნებს, რომ ისინი იყვნენ ჩვენნაირები, მაგრამ არ საუბრობდნენ და არ იქცეოდნენ ჩვენნაირად.
  • 90 000 წლის წინ: ჰომო საპიენსმა დატოვა აფრიკა. მათ დაიწყეს რევოლუციური ცხოვრების გზა.
  • 50 000 წლის წინ: ტვინი შეიცვალა, არა ზომით, არამედ მისი სტრუქტურული გაუმჯობესებით.
  • 43 000 წლის წინ: ძველი მძივები იქნა ნაპოვნი. ეს არ არის ტრივიალური, ადამიანის დეკორაცია იყო მნიშვნელოვანი ნიშანი პიროვნებისა და სტატუსის, თანაც ეს იყო ადამიანის შექმნილი და არ იყო პირდაპირი სახით ბუნებაში მოპოვებული ნივთი, ეს ფაქტორიც ანიჭებს ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას.
  • 38 000 წლის წინ: სამკაულები იწარმოებოდა დიდი რაოდენობით და ხდებოდა მათი გაცვლა შორ დისტანციებზეც.
  • 34 000 წლის წინ: მეტად განვითარებული მოხატულობა გააჩნდა იმ დროინელ გამოქვაბულებს, რომლებიც სიმბოლოებით იყო გაჯერებული და ყველაფერს მნიშვნელობა გააჩნდა. გამოქვაბულის ნახატები ძირითადად აზრობრივად დაკავშირებული იყო სხვა ცხოვრებასთან.
  • 1000–13 000 წლის წინ: აღმოჩენილი იქნა რამდენიმე საუკეთესო პალეოლითის ხანის ხელოვნების ნიმუშები.
  • 10 000 წლის წინ: აგრარული კულტურის წარმოქმნამ დრო მისცა სხვა განვითარებულ მოვლენებს მოეხდინათ გარემოს ტრანსფორმაცია ევოლუციური სისწრაფით.

ციტირება[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Franks, D. D. (2010). Neurosociology: The nexus between neuroscience and social psychology. Chapter 2 - The Evolution of the Human Brain
  2. 6 Early Theories About the Origin of Language. (n.d.). Retrieved July 05, 2016, from http://mentalfloss.com/article/48631/6-early-theories-about-origin-language
  3. Brain and Body Size... and Intelligence. (n.d.). Retrieved July 05, 2016, from http://serendip.brynmawr.edu/bb/kinser/Int3.html