ბათუმის საქალაქო სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბათუმის საქალაქო სასამართლო
უწყების შესახებ
შეიქმნა 7 აგვისტო, 2009
იურისდიქცია ბათუმი, ქობულეთი
უწყების ხელმძღვანელი/ები თემურ გაგოხია, სასამართლოს თავმჯდომარე
 
ივერი აბაშიძე, სასამართლოს მენეჯერი
საიტი
www.batumi.court.gov.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც ბათუმის მასშტაბით განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.

სასამართლოს ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ბათუმის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. სასამართლოს ისტორია 1946 წლის 15 მარტს სახალხო სასამართლოს სახელით იწყება. სასამართლომ ამ სახელწოდებით 1997 წლის ოქტომბრამდე იარსება. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ოქტომბრის #651 ბრძანებულებით, ბათუმის სახალხო სასამართლოს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ბათუმის საქალაქო სასამართლო რომელიც 2006 წლამდე ფუნქციონირებდა ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №5-ში.

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესია შენობა, რომელშიც ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოა განთავსებული. მე-20 საუკუნის 30-იანი წლებში აქ სასტუმრო „პირველი მაისი“ ფუნქციონირებდა. 2006 წლის წლის 19 აპრილს ბათუმის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ბრძანებით შენობა სამსახურეობრივი ფუნქციის განხორციელების მიზნით, უვადო სარგებლობის უფლებით, გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 2006 წელსვე განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია და სასამართლომ მუშაობა განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში.

სასამართლო კოლეგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმის საქალაქო სამართლოში შექმნილია სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

  • სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია შედგება ოთხი მოსამართლისგან:
    • თემურ გოგოხია
    • გიორგი ქაშაკაშვილი
    • ლერი თედორაძე
    • თამარ ბეჟანიშვილი
  • სამოქალაქო საქმეთა კოლეგია — ოთხი მოსამართლისგან:
    • ნათელა ჯაშიაშვილი
    • ვიოლეტა ფორჩხიძე
    • ლია ავალიშვილი
    • ხათუნა ბოლქვაძე
  • ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია — ორი მოსამართლისგან:
    • ჯუმბერ ბეჟანიძე
    • ეკატერინე ჯინჭველაშვილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაშია ერთი მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ქობულეთის მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. იმავდროულად, მაგისტრატ მოსამართლეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.

საკონტაქტო ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მისამართი: ქ. ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის ქ. 30
  • ელ-ფოსტა: batumi@court.ge
  • ტელეფონი: 0(422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43
  • ფაქსი: 0(422) 27-97-34

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]