ზემო ოშორის წმინდა ელიას ეკლესია
ზემო ოშორის წმინდა ელიას ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°39′31″ ჩ. გ. 43°16′24″ ა. გ. / 41.6587083° ჩ. გ. 43.2735333° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
დეტალები
| |
ზემო ოშორის ელიას ეკლესიის გეგმა |
ზემო ოშორის წმინდა ელიას ეკლესია — დარბაზული ეკლესია საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში.
ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით, ოშორის წყლის მარჯვენა კუთხეში, დიდ ხევის ხაზიდან 4 ვერსით ჩრდილოეთით, სოფლიდან 8 ვერსით მოშორებით, მაღალი მთის მაღალსავე კალთაზე, რომელსაც ეს მთა იკეთებს სამხრეთით.
ეკლესია ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ოთახი. ნაშენია კლდის ქვისა და კირისაგან. კუთხეებს, კარებს, კამარებს და პილასტრებს შეხმარებული აქვს თლილი ქვა. კარი აქვს სამხრეთიდან. ჩრდილოეთის და სამხრეთის მარეს აქვს ორ-ორი ყალბი კამარა. დგას მარტო კედლები, ისიც ნაწილობრივ დანგრეულია. თაღი შერჩენილი აქვს მხოლოდ დასავლეთ ნაწილს1.5 მ-ის სიგანით, ჰხურებია ლორფინი. კედლებიდან აღმოსავლეთ-სამხრეთი და ჩრდილოეთის კედლის ზედა ნაწილი დაქცეულია. სარკმელი აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით თითო-თითო აქვს. ეკლესიას საკურთხეველში სამხრეთ კედელში ჰქონია ღრმა და მაღალი თახჩა. ეკლესიის დაახლოებითი ზომებია 10X4.5 მ. ჩრდილოეთის სარკმელი დაზიანებული კედლის გამო არ ჩანს. სამხრეთ ოთახს აქვს თაღი, ოღონდ აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ-ჩრდილოეთ კუთხეში დაზიანებულია.
აღმოსავლეთის სარკმელი შემკული იყო ჩუქურთმებით. შემორჩენილია სარკმლის ქვედა ჩუქურთმიანი ქვა და მასზე მდებარე სამხრეთით მარჯვენა ჩუქურთმიანი ქვა ხვეული ჩუქურთმით. თვით ეკლესია აღმოსავლეთ მხარეს დიდი თლილი ქვებით არის ნაშენი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოჭორიძე გ., „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“, თბ., 1992, გვ. 29-30