ზემო ვესტ-საიდი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ზემო ვესტ-საიდი}} |
ზემო ვესტ-საიდი (Upper West Side) — უბანი ქალაქ ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონში, რომელიც ცენტრალ პარკსა და მდ. ჰუძონს შორის მდებარეობს 59-ე ქუჩის ზევით.
ზემო ისტ-საიდის მსგავსად, ზემო ვესტ-საიდი მეტწილად საცხოვრებელი და საყიდლების უბანია, რომლის მცხოვრებთა უმეტესობა მანჰეტენის უფრო კომერციული მიდთაუნსა და ქვემო მანჰეტენზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს განსაზღვრება უკვე ბევრს აღარ ნიშნავს, ზემო ვესტ-საიდი ყოველთვის ასოცირდებოდა ნიუ-იორკის ლიბერალულ კულტურულ და შემოქმედებით მოქალაქეებთან, მაშინ როდესაც ზემო ისტ-საიდზე უფრო კონსერვატიული კომერციული და ბიზნეს ტიპის ხალხი ცხოვრობს. უბანი მჭიდროდდასახლებულია და აქ მცხოვრებთა საშუალო შემოსავალი ბევრად აჭარბებს მანჰეტენის ზოგად საშუალო მაჩვენებელს.