შინაარსზე გადასვლა

ვესტ ვილიჯი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტოფერის ქუჩა ვესტ ვილიჯში.

ვესტ ვილიჯი (ინგლ. West Village) — გრინვიჩ ვილიჯის უბნის დასავლეთი ნაწილი მანჰეტენზე, ნიუ-იორკი. მიუხედავად იმისა, რომ ამ უბანს განსაზღვრული საზღვრები არ აქვს, ზოგადად ითვლება, რომ ის შემოიფარგლება მდ. ჰუდზონით და მეექვსე ავენიუთი და იშლება მე-14 ქუჩიდან ქვევით ჰაუსტონის ქუჩამდე. მეზობელი უბნებია ჩელსი ჩრდილოეთით, სოჰოს ჰუდზონის მოედნის ნაწილი სამხრეთით და გრინვიჩ ვილიჯის ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთით.

უბანი გამოირჩევა მანჰეტენისთვის ჩვეულ ცხრილს აცდენილი ქუჩებით, რაც ხშირად აბნევს ტურისტებსაც და ქალაქის მცხოვრებთაც. ეს ქუჩები დაიგეგმა მე-18 საუკუნეში, დაახლოებით მდ. ჰუდზონის პარალელურად ან ვერტიკალურად, დიდი ხნით ადრე ვიდრე 1811 წლის კომისიონერთა გეგმა შედგებოდა, რომელმაც ქალაქის მთავარი ქუჩების ცხრილი შეადგინა. ქუჩების ნორმები არეულია, მაგ. ვესტ მე-4 ქუჩა კვეთს ვესტ მე-10, მე-11 და მე-12 ქუჩებს და მთავრდება ვესტ მე-13 ქუჩასთან.

ცნობილი როგორც "პატარა ბოჰემია" 1916 წლიდან, ვესტ ვილიჯი კუნძულის ვესტ-საიდის ბოჰემური ცხოვრების სტილის ცენტრია, კლასიკური მხატვართა ლოფტებით და ახალი საცხოვრებელი მაღლივი კორპუსებით, რომლებიც ამერიკელმა არქიტექტორმა რიჩარდ მეიერმა დააპროექტა ჰუდზონის პირას 173-176 პერის ქუჩაზე. მიტპაკინგ დისტრიქტი, რომელიც ამ უბანს ემიჯნება ჩრდილოეთით, ასევე ცნობილია როგორც "განსვურტის ისტორიული უბანი", დატვირთულია მოდური ბუტიკებითა და ღამის კლუბებით.




მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვესტ_ვილიჯი“-დან