ბოვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი ჰიუსტონ-სტრიტიდან.

ბოვერი, ასევე ბავრი (ინგლ. Bowery; {IPAc-en|ˈ|b|aʊər|i}}[1]) — ქუჩისა და მცირე უბნის სახელი მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ნიუ-იორკში. უბნის საზღვრებია აღმოსავლეთის მე-4 ქუჩა და ისტ-ვილიჯი ჩრდილოეთით, კანალის ქუჩა და ჩაინატაუნი სამხრეთით, ალენის ქუჩა და ქვემო ისტ-საიდი აღმოსავლეთით და ბოვერი (ქუჩა) და პატარა იტალია დასავლეთით.

1807 წლამდე, როგორც ქუჩა, ბოვერი ცნობილი იყო სახელით "ბოვერი ლეინი" (Bowery Lane) და პიტერ სტაივეზანის ფერმისკენ (ან ბუვერიჯი - bouwerij) მისასვლელი გზის როლს ასრულებდა. ამჟამად ის ჩეთამის ქუჩიდან იწყება სამხრეთით და კუპერის მოედანზე მთავრდება ჩრდილოეთით. მნიშვნელოვანი ქუჩები, რომლებიც ბოვერის კვეთს, არის კანალის ქუჩა, დელანსის ქუჩა, ჰაუსტონის ქუჩა და ბლიკერის ქუჩა. ნიუ-იორკის მეტროს სადგური სახელად "ბოვერი" (J, M და Z ხახები) მდებარეობს ბოვერისა და დელანსის ქუჩების გადაკვეთაზე.



გრინვიჩ-ვილიჯი

ნოლიტა

ტრიბეკა

↑გრამერსი

ბოვერი

↓ჩაინატაუნი

↗ალფაბეტ-სიტი

→ქვემო ისტ-საიდი

↘კოოპ-ვილიჯი


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.dictionary.com/browse/bowery Bowery at dictionary.com