ზეთიანა
Jump to navigation
Jump to search
ზეთიანა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Suillus | |||||||||||||
|
ზეთიანა (ლათ. Suillus) — ბაზიდიუმიანი სოკოების გვარი ლათ. Boletaceae-ის ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-10 სმ აღწევს. ლორწოვანი, მოთეთრო, რუხი, მურა, მოყვითალო და მოყვითალო-მურა სხეული აქვთ. ჰიმენოფორი მილისებრია. ფეხები მთლიანია, წებოვანი ან ლორწოვანი რგოლებითა და მეჭეჭებით. გვარი მოიცავს დაახლოებით 50-მდე სახეობას, რომელთაგან ყველა ძვირფასი საჭმელი სოკოა. გავრცელებულია ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. ყველაზე მეტად ცნობილია ლათ. Suillus luteus, ლათ. Suillus flavidus და ლათ. Suillus variegatus.