ზეთავი
იერსახე
ზეთავი | |
---|---|
კოორდინატები: 42°13′30″ ჩ. გ. 45°32′32″ ა. გ. / 42.22500° ჩ. გ. 45.54222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3099 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ლიასური თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ზეთავი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტისა თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადის — ხისოს ალაზნის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 3099 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთის კალთები ციცაბოა, ზოგან ფრიალო კლდოვანი ფლატეებია. შემოსილია მთის მდელოს ნიადაგებზე განვითარებული სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 339.