ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თანამედროვე რეკონსტრუქცია

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაშიმსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ღმერთ ზევსის გიგანტური ქანდაკება მისი სახელობის ტაძარში, ქალაქ ოლიმპიაში. შექმნა არქიტექტორმა ფიდიასმა ქრისოელეფანტური ტექნიკით, ძვ. წ. 430-იან წლებში. მდებარეობდა ტაძრის ცელაში. სიმაღლეში 12,4 მეტრი იყო. ქანდაკების შესახებ 60-ზე მეტი ანტიკური ცნობაა მოღწეული, მისი გარეგნული სახე რეკონსტრუირებულია პავსინიასის აღწერის, სტრაბონის ცნობების, ასევე მონეტებზე არსებული გამოსახულებების საფუძველზე: ზევსი, თავზე ზეთისხილის გვირგვინითა და მოსასხამით, რომელზეც ცხოველებისა და შროშანების გამოსახულებები იყო დატანილი, იჯდა ძვირფასი მასალებით აგებულ ტახტზე, მარჯვენა ხელში ეჭირა სფერო, რომელზეც იდგა ნიკეს ფიგურა, მარჯვენაში კი — სკიპტრა არწივის ფიგურით. ტახტი მორთული იყო მრავალი ფიგურით, რელიეფითა და პინაქსით.[1]

ლუკიანე სამოსატელის გადმოცემით, ძვ. წ. II საუკუნეში მიწისძვრების შედეგად დაზიანებულ ქანდაკებას რესტავრაცია ჩაუტარა მოქანდაკე დიმოფონტემ. ვარაუდობენ, რომ ზევსის ქანდაკება განადგურდა 425 წელს ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს. გიორგი კედრენეს ცნობით, V საუკუნის დასაწყისში იგი კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სადაც განადგურდა 475 წლის ხანძრის შედეგად. ამ ქანდაკების იკონოგრაფია აისახა ძველრომაულ ქანდაკებებში (მაგ., I საუკუნის ქანდაკება „იუპიტერი“, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი და სხვ.).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Статуя Зевса в Олимпии // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 203.