ვოლფ ბირმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვოლფ ბირმანი
Wolf Biermann Lauter Lyrik.jpg
ბირმანი 2008 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვოლფ ვოლფ ბირმანი
დაიბადა 16 ნოემბერი, 1936 (1936-11-16) (81 წლის)
ჰამბურგი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
აქტიური 1960-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Broadside Records

ვოლფ ვოლფ ბირმანი (გერმ. Karl Wolf Biermann; დ. 16 ნოემბერი, 1936, ჰამბურგი) — გერმანელი პოეტი, მომღერალი და დისიდენტი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1936 წელს ჰამბურგში, ნავსაშენის ზეინკლის ოჯახში. დედა მუშა–მქსოველი იყო. ისინი კომუნისტები იყვნენ და ფაშისტების წინააღმდეგ იბრძდნენ. მამა დახვრიტეს საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმში 1942 წელს. ბავშვობის მოგონებები ომს უკავშირდება. ომის საშინელებათა გამოძახილი მის მრავალ სიმღერაში გაისმის, განსაკუთრებით მწვავედ ბალადაში „ელბა ჰამბურგთან“ (1993). 16 წლის ასაკში ჰამბურგს ტოვებს და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკაში გადადის.

დასავლეთ გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირმანი 1957–1959 წლებში ბერლინში სწავლობს პოლიტიკურ ეკონომიას, ხოლო შემდეგ ფილოსოფიასა და მათემატიკას ბერლინის ვილჰელმ ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი|ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში. ამავე დროს რეჟისორის ასისტენტად მუშაობს ბერტოლდ ბრეხტის თეატრში „ბერლინერ ანსამბლ“, რაც მისი შემოქმედებითი პრინციპების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან სკოლად იქცა. თავად დააარსა მუშათა და სტუდენტთა თეატრი, რომელსაც მის აკრძალვამდე ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდიდან იწყება ვოლფ ბირმანის ინტენსიური შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ამჯერად როგორც დისიდენტისა. მისი სიმღერები და მუსიკა ფარულად ვრცელდება, მათი ავტორი სულ უფრო მიუღებელი ხდება გდრ–ს პარტიული სისტემის მესვეურთათვის. 1965 წელს გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ცკ–ის XI პლენუმზე ვოლფ ბირმანი რექაციის მსახურად („რეაქციის ჯაჭვზე დაბმულ ძაღლად“) და საკუთარი მამის მკვლელთა მოკავშირედ გამოაცხადეს, მას აეკრძალა როგორც ნაწარმოებების გამოქვეყნება, ისე საჯარო გამოსვლები. ამ თორმეტწლიან პერიოდს ბირმანი უწოდებს „ტოტალიტარული ქვესკნელის აჩრდილთა საუფლოს“, თავის თავს კი „გდრ–ის ორფეოსს“. 1976 წელს გდრ–ს ხელმძღვანელობამ გფრ–ში ბირმანის საგასტროლო–საკონცერტო მოგზაურობით ისარგებლა და მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამ ნაბიჯს დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა გდრ–ის მწერლების და ინტელიგენციის მხრიდან. ბირმანმა თავის თავს „სამშობლოში განდევნილი“ უწოდა.

დასავლეთ გერმანიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირმანი ვერც გაერთიანებულ გერმანიაში გრძნობს თავს კომფორტულად, მწვავე პრობლემებს ეხმაურება სიმღერებით „ნუ გაგვყიდით!“ (1989), „ბერლინური მოკლე სიმღერა“ (1989), „ჩემი სტომაქი ცარიელია“ („1990“), „მოთქმა“ (Lamento, „1991“) და სხვ.

ბირმანი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლის აპრილში ბირმანი საქართველოში იმყოფებოდა. მან რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში კონცერტი გამართა. მასთან შეხვედრა მოაწყო კავკასიურმა სახლმა. აქ მისი ლექსის ქართული თარგმანები წაიკითხეს ნაირა გელაშვილმა და ვახუშტი კოტეტიშვილმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნათელა ხუციშვილი, მთარგმნელისაგან, „ჩვენი მწერლობა“, №16, 2006 წ., გვ.57

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]