შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ კალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ კალაძე (დ. 20 აგვისტო, 1936, სამტრედია) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის და საქართველოს მშენებელთა ფედერაციის წევრი.

ვლადიმერ კალაძე დაიბადა 1936 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ სამტრედიაში. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. 1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „მშენინდუსტრიის” საამქროს უფროსად, ქალაქ ტაშკენტში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო რაზმის უფროსად და საპროექტო ინსტიტუტ „საკვებმრეწვსახპროექტის” პროექტის მთავარ ინჟინრად. უფროსის მოადგილე იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანებაში „თბილქალაქმშენი”. ასევე ის მონაწილეობდა თბილისის, ტიუმენის, გროზნოს და მიწისძვრით დაზარალებულ საჩხერის რაიონში საცხოვრებელი სახლების, კვარტალებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. ხელმძღვანელობდა სომხეთში მიწისძვრის შედეგთა ლიკვიდაციაში მონაწილე ქართველ სპეციალისტთა ჯგუფის მუშაობას, ჩერნობილის ავარიის შემდეგ ქალაქ სლავუტიჩში ე. წ. ქართული უბნის მშენებლობას.

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 276

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]