შინაარსზე გადასვლა

საქართველოს არქიტექტორთა კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი — არქიტექტორთა ნებაყოფლობითი არქიტექტორთა საზოგადოებრივი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურ წევრობაზე. კავშირი აწარმოებს თავის მოღვაწეობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, პირველად როგორც არქიტექტორთა საზოგადოებრივი გაერთიანება, რეგისტრირებული იყო 1931 წელს, დღევანდელი არქიტექტორთა კავშირი არის მისი კანონიერი მემკვიდრე.

1930 წლის მარტში პირველად ჩამოყალიბდა საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება – „საპარა“ (საქართველოს პროლეტარ არქიტექტორთა საზოგადოება), რომელიც 1932 წელს დაიშალა. 1934 წლის 15 თებერვალს ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა არქიტექტორთა კავშირი. 1936 პირველად ჩატარდა კავშირის ყრილობა. ამ დროისთვის არქიტექტორთა კავშირში ირიცხებოდა 140 წევრი. 1947 წლიდან ეწოდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირი. 1980 წელს კავშირი აერთიანებდა 986 წევრს. 1990 წლამდე საქართველოს არქიტექტორთა კავშირი იყო სსრკ არქიტექტორთა კავშირის შემადგენელი ნაწილი. 1990 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა დამოუკიდებელი საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რიგგარეშე ყრილობამ საქართველოს არქიტექტორთა კავშირი იურიდიულად და ფაქტობრივად დამოუკიდებელ შემოქმედებით კავშირად გამოაცხადა და უწოდა „საქართველოს ხუროთმოძღვართა დამოუკიდებელი კავშირი“. 1991 წელს ახალი წესდებით კავშირის უმაღლეს ორგანოდ ჩაითვალა კავშირის წევრთა საერთო კრება და აღსდგა სახელწოდება „საქართველოს არქიტექტორთა კავშირი“.

დღეისთვის არქიტექტორთა კავშირი აერთიანებს 722 წევრს და აქვს 5 რეგიონული ორგანიზაცია (ფილიალი) საქართველოს მასშტაბით - აფხაზეთის, აჭარის, იმერეთის, ფოთის და კახეთის რეგიონული ორგანიზაციები. საქართველოს არქიტექტორთა კავშირი არის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ნაციონალური სექცია; არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის (MACA) და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების არქიტექტორთა ფორუმის (FABSR) წევრი.

მთავარი მიზანი და ამოცანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურის როლის ამაღლება, არქიტექტურული შემოქმედების, როგორც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოღვაწეობის ხელშეწყობა, კავშირის წევრთა პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. მხარი დუჭიროს არქიტექტურულ შემოქმედებითი სამუშაოებს, როგორც სოციალური მნიშვნელობის მოღვაწეობას. პროფესიული უფლებების და ინტერესების დაცვა არქიტექტურულ სფეროში და ქართველი არქიტექტორების წარდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებში; შემოქმედებითი დავების მოწესრიგება; გამოფენების, კონკურსების, აუქციონების და სხვა ღონისძიებების მოწყობა; არქიტექტურული მემკვიდრეობის გავრცობა; სხვა შემოქმედებითი ორგანიზაციებთან ურთიერთობა; სამთავრობო არქიტექტურულ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა; კანონშემოქმედებით საკითხებში ინიციატივის წამოყენება; არქიტექტორთა პროფესიული სერტიფიცირებაში მონაწილეობა; არქიტექტორების და არქიტექტურის ობიექტების სახელმწიფო ჯილდოებზე და პრემიებზე წარდგენა. საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა 1996 წელს დააფუძნა არქიტექტურის დღე, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის ოქტომბრის პირველ კვირას. არქიტექტურის დღის ფარგლებში ეწყობა გამოფენა კონკურსი და გაიცემა პროფესიული პრემიები 5 ნომინაციაში:

  1. წლის საუკეთესო რელიზებული არქიტექტურული ნაწარმოები;
  2. წლის საუკეთესო არქიტქეტურული პროექტი;
  3. არქიტექტურისა და არქიტექტორების შესახებ წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნი;
  4. არქიტექტურისა და არქიტექტორების შესახებ წლის საუკეთესო პუბლიკაცია;
  5. წლის საუკეთესო სადიპლომო ნამუშევარი.

კავშირის ხელმძღვანელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წლიდან არქიტექტორთა კავშირს ხელმძღვანელობდნენ.

სახელი, გვარიწელიყრილობა
ნიკოლოზ სევეროვი1936I
ნიკოლოზ სევეროვი1938II
მიხეილ შავიშვილი1947III
ბეჟან ლორთქიფანიძე1955IV
ალექსანდრე თევზაძე1959V
არჩილ ქურდიანი1960-
ივანე ჩხენკელი1962VI
ივანე ჩხენკელი1964VII
ივანე ჩხენკელი1967VIII
ივანე ჩხენკელი1970IX
ივანე ჩხენკელი1974X
ნოდარ მგალობლიშვილი1980XI
ნოდარ მგალობლიშვილი1986XII
გიორგი სალუქვაძე1990XIII
ლევან ბოკერია1991XIV
ვახტანგ დავითაია1995XVI
ვახტანგ დავითაია1999XVIII
ნოდარ მგალობლიშვილი2000XIX
დავით აბულაძე2001XX
დავით აბულაძე2004XXI
დავით აბულაძე2006XXII
დავით აბულაძე2008XXIII
დავით აბულაძე2011XXIV

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]