ვლადიმერ ვერნადსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ვერნადსკი
1934-V I Vernadsky.jpg
დაბ. თარიღი 28 თებერვალი (12 მარტი) 1863[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
გარდ. თარიღი 6 იანვარი 1945(1945-01-06)[3][1] (81 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[4]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Ukranian State.svg უკრაინის სახელმწიფო
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოლოგია, კრისტალოგრაფია, მინერალოგია, გეოქიმია, რადიოგეოლოგია, ბიოლოგია, ბიოგეოქიმია და ფილოსოფია
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ალექსანდრე ფერსმანი
მამა ივანე ვერნადსკი
შვილ(ებ)ი გიორგი ვარნადსკი[5]
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
ხელმოწერა Vernadsky Vladimir Ivanovich signature.png
Vladimir Vernadsky ვიკისაწყობში

ვლადიმერ ივანეს ძე ვერნადსკი (რუს. Вернадский, Владимир Иванович; დ. ძველი სტილით [28 თებერვალი], ახალი სტილით [12 მარტი] 1863, სანქტ-პეტერბურგი — გ. 6 იანვარი 1945, მოსკოვი) — რუსი[6] მინერალოგი და კრისტალოგრაფი. XIX-XX საუკუნეების ცნობილი ბუნებისმეტყველი და მოაზროვნე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1912). უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი (1919). ვლადიმერ ვერნადსკი გეოქიმიის, ბიოგეოქიმიის, რადიოგეოლოგიისა და ბიოსფეროს მოძღვრების ფუძემდებელია.

ვლადიმერ ვერნადსკი მრავალი სამეცნიერო დაწესებულების ორგანიზატორია. 1885 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1890 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის მინერალოგიის პრივატ-დოცენტი; 1898-1911 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი; 1914 წლიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმის დირექტორი; 1922-1939 წლებში მის მიერ დაარსებული სახელმწიფო რადიუმის ინსტიტუტის დირექტორი; 1927 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში ჩამოაყალიბა ცოცხალი ნივთიერების განყოფილება, რომელიც 1929 წელს ბიოგეოქიმიის ლაბორატორიად გადაკეთდა (დირექტორი იყო 1945 წლამდე), რომლის ბაზაზე შემდეგ ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტი შეიქმნა.

1937 წელს ვერნადსკის ინიციატივით დაარსდა რადიოაქტიური მეთოდით ქანების ასაკის განმსაზვრელი საერთაშორისო კომისია. ვერნადსკი მუშაობდა პარიზში (სორბონში, მ. კიური-სკლოდოვსკაიას რადიუმის ინსტიტუტში), პრაღაში (კარლის უნივერსიტეტი) და სხვა.

ვლადიმერ ვერნადსკიმ წამოაყენა უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული პრობლემები: ალუმინსილიკატების აგებულებისა, იშვიათი და გაფანტული ელემენტების გეოქიმიური, რადიოაქტიური ელემენტების ძებნისა, ორგანიზმების როლის შესახებ გეოქიმიურ პროცებში, ქანების აბსოლუტური ასაკის განსაზღვრისა და სხვ. მასვე ეკუთვნის მინერალების წარმოშობის ახალი ევოლუციური თეორია (გენეტიკური მინერალოგია).

ვერნადსკის წარმოდგენა პარაგენეზისზე და იზომორფულ რიგებზე საფუძვლად დაედო სასარგებლო წიაღისეულის ძებნის ერთ-ერთ მეთოდს. იკვლევდა ასევე დედამიწის ქერქის, ოკეანისა და ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობას. 1910 წლიდან ვერნადსკი აწარმოებდა რადიოაქტიური მინერალების საბადოების ძებნასა და ქიმიურად იკვლევდა მათში რადიუმისა და ურანის შემცველობას. ვლადიმერ ვერნადსკის სკოლის წარმომადგენლები არიან ცნობილი მკვლევარები: ალექსანდრე ფერსმანი (1883-1945), დიმიტრი შჩერბაკოვი (1893-1966), ალექსანდრე ვინოგრადოვი (1895-1975), ვიტალი ხლოპინი (1890-1950), ალექსანდრე თვალჭრელიძე (1881-1957) და სხვა. ვერნადსკი იყო ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის (1926) და საფრანგეთის ინსტიტუტის მეცნიერებათა აკადემიის (1928) წევრი.

მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ვლადიმერ ვერნადსკის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1943). დაჯილდოებულია ასევე შრომის წითელი დროშის ორდენით.1945 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია ვერნადსკის სახელობის ორ-ორი სტიპენდია. 1943 წლიდან კი ყოფილ სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში ფულადი პრემია და 1963 წლიდან — ოქროს მედალი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • О группе силлиманита и роли глинозема в силикатах, М., 1891;
  • Очерки и речи. 1—11, П., 1922; La Geochimie, P., 1924;
  • Биосфера, т. 1—2, Л., 1926;
  • Проблемы биогеохимии, ч. 1—2, 4, М. — Л., 1934—1940;
  • Избр. соч., т. 1—5, М., 1954-60;
  • Химическое строение биосферы Земли и ее окружения, М., 1965.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 372-373, თბ., 1979 წელი.
  • Академику В. И. Вернадскому к пятидесятилетию научной и педагогической деятельности, т. 1—2, Л. — М., 1936;
  • Ферсман А. Е., Жизненный путь академика Владимира Ивановича Вернадского (1863—1945), 1946;
  • Виноградов А, П., В. И. Вернадский и геохимия редких элементов, М. — Л., 1947;
  • Мочалов И. И., В. И. Вернадский — человек и мыслитель, М., 1970.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  2. Вернадский Владимир Иванович // Вернадский Владимир Иванович // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) — Т. 4 : Брасос — Веш. შემოწმებული სექტემბერი 28 2015:
  3. Вернадский Владимир Иванович // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) — Т. 4 : Брасос — Веш. შემოწმებული სექტემბერი 27 2015:
  4. Вернадский Владимир Иванович // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) — Т. 4 : Брасос — Веш. შემოწმებული სექტემბერი 28 2015:
  5. გიორგი ვარნადსკი შემოწმებული ოქტომბერი 3 2016:
  6. ვლადიმერ ვერნადსკი და მისი ეროვნების საკითხი