შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ვინოგრადოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ვინოგრადოვი
დაბ. თარიღი 9 (21) აგვისტო, 1895
დაბ. ადგილი პეტრეცოვო
გარდ. თარიღი 16 ნოემბერი, 1975(1975-11-16) (80 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთის იმპერია
 საბჭოთა რუსეთი
საქმიანობა ქიმიკოსი[1] , geochemist და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიტიკური ქიმიის ინსტიტუტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინური პრემია, სერგეი ბუბნოვის მედალი, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „მონღოლეთის სახალხო რევოლუციის 50 წელი“, ლენინური პრემია, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, კელდიშის ოქროს მედალი, მიხეილ ლომონოსოვის პრემია, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, სოციალისტური შრომის გმირი და სოციალისტური შრომის გმირი

ალექსანდრე პავლეს ძე ვინოგრადოვი (რუს. Виноградов, Александр Павлович; დ. 21 აგვისტო [ძვ. სტ. 9 აგვისტო], 1895, პეტერბურგი — გ. 16 ნოემბერი, 1975, მოსკოვი) — რუსი გეოქიმიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვლადიმერ ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (1947 წლიდან). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვლადიმერ ვერნადსკის სახელობის გეოქიმიური პრობლემების ლაბორატორიის დირექტორი (1945 წლიდან). მოსკოვის უნივერსიტეტის გეოქიმიის კათედრის გამგე (1953 წლიდან).

ალექსანდრე ვინოგრადოვმა დაამთავრა სამხედრო-სამედიცონო აკადემიის და ლენინგრადის უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი (1924). იყო ცნობილი ბუნებისმეტყველის ვლადიმერ ვერნადსკის მოწაფე და უახლოესი თანამშრომელი.

ვინოგრადოვის გამოკვლევები მოიცავს გეოქიმიის, ბიოგეოქიმიის და კოსმოქიმიის მრავალ საკითხს. დიდი ღვაწლი მიუძღვის დედამიწის მეცნიერებათა დარგების (გეოქიმიის, ბიოგეოქიმიის, რადიოგეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის და სხვ.) განვითარების საქმეში. აგრეთვე დიდი ღვაწლი მიუძღვის იზოტოპების გეოქიმიის განვითარების, მთვარის ქიმიური და მინერალური შედგენილობისა და ვენერას ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობის განსაზღვრაში. იგი იყო ყოფილ სსრკ-ში ატომური მრეწველობის შექმნის უშუალო მონაწილე, ჟურნალ „გეოხიმიის“ და სსრკ ლითოლოგიურ-პალეოგეოგრაფიული რუკების 4-ტომიანი ატლასის მთავარი რედაქტორი (1967-1968 წწ.).

ალექსანდრე ვინოგრადოვი იყო პაგუოშის კონფერენციის წევრი (1958 წლიდან), საზღვარგარეთის რამდენიმე აკადემიის წევრი, გეოქიმიისა და კოსმოქიმიის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.

ვ.ი. ლენინის სახელობის პრემიის ლაურეატი (1934), სსრკ სახელმწიფო პრემიის (სამგზის) და ლენინური პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია 6 ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

  • Химический элементарный состав организмов моря, ч. 1—3, М. — Л., 1935—44;
  • Геохимия редких и рассеянных химических элементов в почвах. 2 изд., М., 1957;
  • Химическая эволюция Земли, М., 1959;
  • О происхождении вещества земной коры, "Геохимия", 1961;
  • Химия планет, в сб.: Наука и человечество, М., 1969.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 415.
  • Александр Павлович Виноградов, М., 1965 (АН СССР. Материалы к биобиблиографии учёных СССР. Серия химических наук, в. 35).
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #11939717X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.