ვიქტორ ნინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ ნინიძე
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1920 (1920-03-10) (104 წლის)
გარდაცვალების თარიღი 2001
საქმიანობა მსახიობი

ვიქტორ ნინიძე (დ. 10 მარტი, 1920 ― გ. 2001) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1965).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წელს დაიწყო სამსახიობო მოღვაწეობა თბილისის სანკულტურის თეატრში, სადაც იმუშავა 1949 წლამდე. მისი დებიუტი შედგა შალვა დადიანის პიესაში „აჯილღა“, სადაც ახალგაზრდა გიმნაზისტის როლს თამაშობდა. 1949-1971 წლებში იყო სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო თეატრის ქართული დასის მსახიობი, ხოლო 1971 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. ბოლო წლებში პარალელურად მონაწილეობდა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებში, რომლებიც იმართება თბილისში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. მათ შორის გამოირჩევა: პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), სურენი (ა. შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“), ებრაელი (ვ. ჰიოგოს „მარია ტიუდორი“), არქიფო (გ. ქელბაქიანის „სევდიანი რომანი“), ხახული (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), გიორგი (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), გაგუა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), რივერსი (უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: ზვამბა („დათა თუთაშხია“), კარპოვიჩი („კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“), არქიფო („სოფლის აშიკი“), მოხუცი („ზნედაცემული ანგელოზი“), დავითი („წუთისოფელი“) და სხვა. აქვს პიესები: „თავდასხმა ღამით“, „მოულოდნელი სტუმარი“, „შეხვედრა დღეობაზე“ და სხვა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1965საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1965ღირსების მედალი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, რაჭული ფოლკლორის გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საქმეში დიდი დამსახურებისათვის[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]