ვიქტორ ადლერი
ვიქტორ ადლერი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Victor Adler |
დაბადების თარიღი |
1952 წლის 24 იანვარი პრაღა, ბოჰემია, ავსტრიის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1918 წლის 11 ნოემბერი ვენა, ავსტრია |
ეთნიკურად | ებრაელი |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი (Alma Mater Rudolphina) |
პარტია | სოციალ-დემოკრატიული |
რელიგია | იუდაიზმი |
ვიქტორ ადლერი (გერმ. Victor Adler; დ. 24 იანვარი, 1852 — გ. 11 ნოემბერი, 1918) — ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1905 წლიდან პარლამენტის (რაიხსტაგი) დეპუტატი.
პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო პანგერმანული ორგანიზაციების რიგებიდან. 1883 წლიდან დაინტერესდა მუშათა მოძრაობის საკითხებით და ამ მიზნით დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატებს. 1883 და 1889 წლებში ორჯერ შეხვდა ენგელსს, ჰქონდა მასთან მიმოწერაც (1889–1895). იყო ერთ-ერთი მთავარი ავტორი ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პროექტისა, რომელიც 1888 წლის 31 დეკემბერს — 1889 წლის 1 იანვარს ჰაინფელდში ჩატარებულმა დამფუძნებელმა ყრილობამ მიიღო. დიდი წვლილი მიუძღვის ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში განხეთქილების აღმოფხვრასა და ერთიანი პარტიის შექმნაში.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1914–1918) იზიარებდა გერმანულ სოციალ-შოვინისტურ შეხედულებებს, შემდეგ ცენტრიზმისაკენ გადაიხარა და სოციალ-შოვინისტებს კაუცსკიანელთა პოზიციიდან აკრიტიკებდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი კრიტიკის ობიექტი იყო გერმანული სოციალ-დემოკრატიის მემარცხენე ფრთა (კ. ლიბკნეხტი და რ. ლუქსემბურგი). 1918 წელს ძალიან მოკლე ვადით (30 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე) იყო ავსტრიის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობილია, როგორც ავსტრომარქსიზმის კრიტიკოსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 97.