ვიტოლდ გომბროვიჩი
ვიტოლდ გომბროვიჩი | |
---|---|
პოლ. Witold Gombrowicz | |
დაბადების თარიღი | 4 აგვისტო, 1904[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] |
დაბადების ადგილი | Małoszyce, Świętokrzyskie Voivodeship[16] |
გარდაცვალების თარიღი | 24 ივლისი, 1969[17] [1] [4] [18] [5] [10] [13] [14] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვანსი[1] [17] |
დასაფლავებულია | ზღვისპირა ალპები |
საქმიანობა | მწერალი[14] , დრამატურგი, რომანისტი, დღიურის ავტორი, პოეტი ადვოკატი, ესეისტი, იურისტი[14] და ნოველისტი |
ენა | პოლონური ენა |
მოქალაქეობა |
პოლონეთის სამეფო პოლონეთის მეორე რესპუბლიკა პოლონეთი[19] [20] |
ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტი |
ჟანრი | მოთხრობა და მოკლე რომანი |
Magnum opus | ფერდიდურკე[1] , ტრანსატლანტიკი[1] , კოსმოსი[1] , პორნოგრაფია[1] და ქორწინება[1] |
ჯილდოები | ფორმენტორის პრემია |
მეუღლე | რიტა გომბროვიჩი |
ხელმოწერა | |
საიტი | gombrowicz.net |
ვიტოლდ გომბროვიჩი (დ. 4 აგვისტო, 1904 — გ. 24 ივლისი, 1969) — პოლონელი მწერალი და დრამატურგი. მისი ნაშრომები გამოირჩევა ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით, პარადოქსისა და აბსურდის განცდით და ანტინაციონალისტური სულისკვეთებით. 1937 წელს გამოქვეყნდა ავტორის პირველი რომანი „ფერდიდურკე“, რომელშიც მან მისი შემდგომი პერიოდის შემოქმედებისთვისთვის დამასახასიათებელი მრავალი საკითხი წამოჭრა, მათ შორის: ახალგაზრდობისა და მოუმწიფრობის პრობლემები, იდენტობის ჩამოყალიბება სხვებთან ინტერაქციაში და პოლონურ საზოგადოებასა და კულტურაში კლასობრივი როლების ირონიული, კრიტიკული კვლევა. გომბროვიჩმა პოპულარობა მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოიპოვა, თუმცა ამჟამად პოლონური ლიტერატურის ერთ-ერთ მოწინავე ფიგურად ითვლება. 1966 წელს ავტორი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში.[21]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონეთში ყოფნის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გომბროვიჩი დაიბადა ქალაქ ოპატოვის მახლობლად მდებარე სოფელში, იმჟამინდელ რადომის გუბერნიაში, პოლონეთის სამეფოში, შეძლებული აზნაურების ოჯახში. იგი იან და ანტონინა გომბროვიჩების ოთხ შვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო. ავტობიოგრაფიაში გომბროვიჩი წერს, რომ მისი ოჯახი 400 წლის მანძილზე ლიეტუვაში, ვილნიუსსა და კაუნასს შორის, მდებარე მამულში ცხოვრობდა, თუმცა საცხოვრებელი მას შემდეგ შეიცვალეს, რაც მწერლის ბაბუა 1863 წელს იანვრის აჯანყებაში მონაწილებაში დაადანაშაულეს.[22] ავტორი მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდიდა „შუალობის“, რაღაცასა და რაღაცას შორის ყოფნის განცდას, რომლის ადრეულ მაგალითებადაც თავის წარმოშობასა და სოცალურ სტატუსს ასახელებს.[23]
1911 წელს გომბროვიჩის ოჯახი ვარშავაში გადავიდა. 1922 წელს წმინდა სტანისლავ კოსტკას გიმნაზიის დასრულების შემდეგ გომბროვიჩი ვარშავის უნივერსიტეტში სამართალს სწავლობდა. 1927 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. მან ერთი წელი პარიზში გაატარა, სადაც უმაღლესი საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში სწავლობდა. გომბროვიჩი სწავლაში დიდ გულმოდგინებას არ იჩენდა, თუმცა საფრანგეთში გატარებულმა დრომ მას ახალგაზრდა ინტელექტუალებთან მუდმივი კონტაქტი მოუტანა.
პოლონეთში დაბრუნებულმა გომბროვიჩმა იურისპრუდენციის სფეროში დაიწყო მუშაობა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. სამწერლო საქმიანობას 1920-იან წლებში შეუდგა. მან წარუმატებლად სცადა რომანის დაწერა ტადეუს კეპინსკისთან ერთად. 1920-იანი და 1930-იანი წლების გასაყარზე მან მოთხრობების წერა დაიწყო, რომლებიც მოგვიანებით გამოაქვეყნა სათაურით „უმწიფრობის ხანის მოგონებანი“. ლიტერატურული დებიუტისთანავე პრესაში გომბროვიჩის რეცენზიები და სვეტები გამოჩნდა. 1937 წელს გამოქვეყნდა ავტორის პირველი რომანი „ფერდიდურკე“, რომელმაც მას ლიტერატურულ წრეებში აღიარება მოუტანა.[24]
არგენტინაში ემიგრაციის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გომბროვიჩმა პოლონურ ტრანსატლანტიკურ ლაინერს სამხრეთ ამერიკაში გაჰყვა.[25] სწორედ იქ შეიტყო მან ომის დაწყების შესახებ და გადწყვიტა, რომ საომარი მოქმედებების დასრულებამდე ბუენოს-აირესში დარჩენილიყო. 1941 წელს მან პოლონეთის ლეგაციას მიმართა, თუმცა იგი ჯარში მსახურებისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს. 1963 წლამდე ავტორი არგენტინაში დარჩა, სადაც ძირითადად, განსაკუთრებით ომის წლებში, სიდუხჭირეში ცხოვრობდა.
1940-იანი წლების მიწურულს გომბროვიჩი არგენტინის ლიტერატურულ წრეებში სახელის მოხვეჭას სტატების გამოქვეყნებით და კაფე Fray Mocho-ში ლექციების ჩატარებით ცდილობდა. 1947 წელს მეგობრების დახმარებით „ფერდიდურკეს“ ესპანური თარგმანი გამოაქვეყნა. ამჟამად, რომანის ეს ვერსია არგენტინული ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, თუმცა გამოაქვეყნების დროს მას ავტორისთვის დიდი ცნობადობა სულაც არ მოუტანია. 1948 წელს ესპანურ ენაზე გამოქვეყნდა მისი პიესა „ქორწინება“. 1947-1955 წლებში გომბროვიჩი ბანკის კლერკად მუშაობდა. ამ პერიოდში დაუმეგობრდა ზოფია ჩაძინსკას, რომელმაც იგი ბუენის-აირესის პოლიტიკურ და კულტურულ ელიტას გააცნო. 1950 წელს გომბროვიჩმა დაიწყო მიმოწერა ეჟი გედროიცდან. 1951 წელს პარიზულ ჟურნალში Culture დაიწყო თავისი ნაშრომების გამოქვეყნება. 1953 წელს ჟურნალში მისი დღიურის ფრაგმენტები გამოჩნდა. იმავე წელს გომბროვიჩმა გამოაქვეყნა რომანი „ტრანსატლანტიკი“, რომელშიც ეროვნული იდენტობის საკითხი წამოჭრა. 1965 წელს პოლონეთში გომბროვიჩის წიგნები გამოჩნდა, რამაც ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მისი დღიურის გამოქვეყნებას არ უშვებდა.[26]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- The World of Witold Gombrowicz დაარქივებული 2006-12-11 საიტზე Wayback Machine.
- Culture.pl Profiles: Witold Gombrowicz
- Witold Gombrowicz, and to Hell with Culture, Benjamin Paloff essay
- Witold Gombrowicz Archive
- About Witold Gombrowicz's unknown journal
- What You Didn't Know About Gombrowicz
- Kronos
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 http://culture.pl/en/artist/witold-gombrowicz
- ↑ Krzyzanowski J. R. Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 10.0 10.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Internetowy Polski Słownik Biograficzny
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 13.0 13.1 e-teatr.pl — 2004.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ http://www.gombrowicz.net/-Detailed-chronology-.html
- ↑ 17.0 17.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118540645 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
- ↑ Lanata J. Argentinos: quinientos años entre el cielo y el infierno — გვ. 354. — ISBN 978-950-07-3002-0
- ↑ Nomination Archive. (4 March 2021) Candidates for the 1966 Nobel Prize in Literature.
- ↑ Gombrowicz, Witold (1 September 2007). A Kind of Testament. Dalkey Archive Press, გვ. 28. ISBN 978-1-56478-476-6.
- ↑ Stewart, Jon Bartley (2013). Kierkegaard's Influence on Literature, Criticism and Art. Ashgate Publishing, გვ. 140. ISBN 978-1-4094-6514-0.
- ↑ „"Bywa, iż sobą zdumiewam siebie." – 50. rocznica śmierci Witolda Gombrowicza“. ციტირების თარიღი: 26 მარტი 2020.
- ↑ „85 lat temu we włoskiej stoczni w Monfalcone nad Adriatykiem położono stępkę MS "Batory"“. ციტირების თარიღი: 26 March 2020.
- ↑ „Patron biblioteki“. ციტირების თარიღი: 28 February 2020.