ვიტამინი E

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტამინი E

ვიტამინი E — წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას. მას აქვს უნარი დაიცვას სხვადასხვა ნივთიერებები ზეჟანგვითი ცვლიებებისგან, თრგუნავს ცილების, ნუკლეინის მჟავების და სტეროიდების ცვლას.

დადებითი თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუნთების ქმედუნარიანობის შენარჩუნებისათვის, სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული სისტემისათვის;
  • იცავს გულის და ნერვული დაავადებებისაგან, მოწევის და დაბინძრებული ჰაერის მავნე ზემოქმედებისაგან;
  • ახალგაზრდული იერის შენარჩუნებისათვის, უჯრედების დაბერების პროცესის შენელებისათვის;
  • აფართოებს სისხლძარღვებს;
  • იცავს ფილტვებს ჰაერის დაბინძურებისაგან;
  • სისხლის ტრომბების გაჩენას აფერხებს;
  • დამწვრობის მოშუშებას აჩქარებს;
  • მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება და შეუძლია სისხლის წნევის დაწევა;
  • იცავს ნაყოფს მუცლისმოწყვეტისაგან.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტამინი E ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება.

მცენარეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოველური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქათმის და მწყერის კვერცხები

ნაკლებობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტამინი E - მისი დეფიციტი იწვევს პერიფერიულ ნეიროპათიას, სპინოცერებრალურ ატაქსიას, ხერხემლის კუნთების ატროფიას, რეტინოპათიას. ვითარდება ცხიმების მალაბსორბცის დროს, ან ვიტამინი E-ს გენეტიკური დარღვევების დროს. დარღვეულია მისი მეტაბოლიზმი/ტრანსპორტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]