მადანგი (პროვინცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მადანგი
ინგლ. Madang Province
დროშა
Flag of Madang.svg
ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
სტატუსი პროვინცია
შედის მომასე
მოიცავს 6 რაიონი
ადმინისტრაციული ცენტრი მადანგი
მოსახლეობა (2011)
493 906 კაცი (4 ადგილი)
სიმჭიდროვე 17,10 კაცი/კმ²
ფართობი 28 886 კმ² (7 ადგილი)
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 4509
მადანგი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+10:00
კოდი ISO 3166-2 PG-MPM

მადანგი (ინგლ. Madang Province) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადანგი წარმოადგენს დიდ რეგიონს, რომელიც გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ თითქმის 300 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 160 კმ-ზე. პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს კუნძულ ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მასში ასევე შედის ბევრი სანაპირო კუნძული, რომელთაგან ყველაზე დიდებია — კარკარი, ლონგ-აილენდი, მანამი და ბაგაბაგი. პროვინციის საერთო ფართობია — 28 886 კმ², ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერით — 493 906 ადამიანი.

პროვინციის ლანდშაფტი უპირატესად წარმოდგენილია მთიანი ადგილებით[1]. სამხრეთით მდებარეობს ბისმარკის ქედი, რომლის სიმაღლეც აჭარბებს 4000 მეტრს (ყველაზე მაღალი პიკია — ვილჰელმი, რომლის სიმაღლე შეადგენს 4509 მეტრს). ამას გარდა, სამხრეთით მდებარეობს რამუს დაბლობი, რომელიც გამოყოფს ამ მთებს ფინისტერეს ქედისაგან, რომელიც მდებარეობს პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ადგილობრივი მთები დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით, იმ დროს როდესაც სანაპირო დაბლობები, რომელსაც გარს აკრავს ბისმარკის ზღვა, წარმოადგენს უტყეო ადგილებს, რომელზეც უფრო მეტად იზრდებიან ქოქოსის პალმები. პროვინციის ტერიტორიაზე მოედინება რამდენიმე დიდი მდინარე, მათ შორის, რამუ, სოგერამი, გოგოლი და მალასი.

პროვინციის შემადგენლობაში შემავალ სანაპირო კუნძულებს, როგორც წესი, აქვთ ვულკანური წარმოშობა. მათზე დღემდე შეიმჩნევა ვულკანური აქტივობა, რომელსაც ხშირად თან სდევს ამოფრქვევა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ პირველი ადამიანები, ახალი გვინეის კუნძულზე გამოჩნდნენ დაახლოებით 50 ათასი წლის წინ. სიმბაის დასახლებასთან შორიახლოს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია ადამიანთა ძველი ნასახლარი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობდნენ დაახლოებით 12—15 ათასი წლის წინ. დაახლოებით 6 ათასი წლის წინ რეგიონში დასახლდნენ კუნძულ ტაივანიდან წამოსულები, რომლებმაც მიაღწიეს ახალი გვინეის კუნძულამდე ზღვის მეშვეობით. პაპუასური ტომების — იაბობის (Yabob) და ბილბილის (Bilbil) წარმომადგენლები უძველესი დროიდან სარგებლობდნენ კანოეებით და ვაჭრობდნენ კუნძულ კარკარზე თავისი გამოძერწილი ნაკეთობებით თანამედროვე პროვინცია მორობეს დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

პირველად პროვინციის სანაპირო 1871 წელს საფუძვლიანად გამოიკვლია რუსმა ეთნოგრაფმა ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაიმ. 1884 წელს რეგიონში გამოჩნდნენ პირველი გერმანელი ვაჭრები, რომლებიც აქტიურად ვაჭრობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ან აშენებდნენ ადგილობრივ პლანტაციებს, სადაც მოჰყავდათ ყავა, თამბაქო და ბამბა. XIX საუკუნის ბოლოს—XX საუკუნის დასაწყისში პროვინციაში დაფუძნდნენ ქრისტიანი მისიონერები.

1914 წელს კუნძული ახალი გვინეა გადავიდა ავსტრალიის კონტროლ ქვეშ, რომელიც 1921 წლიდან მართავდა მას ერთა ლიგის მანდატით, როგორც სამეურვეო ტერიტორიის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის წლებში პროვინციის ტერიტორიაზე წარმოებდა დიდი ბრძოლები ავსტრალიის და აშშ-ის ჯარებსა და იაპონიის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც, მიუხედავად ამისა მთლიანად განადგურებული იქნა მხოლოდ 1945 წელს.

1975 წლიდან მადანგის თანამედროვე პროვინციის ტერიტორია დამოუკიდებელი სახელმწიფოს — პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველს შეადგენს სოფლის მეურნეობა (უპირველეს ყოვლისა, კაკაოს და კოპრის წარმოება)[2]. იმავე დროს ვითარდება საწარმოო სექტორი და მომსახურების სექტორი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Madang Province. Ministry of Inter Government Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-04.
  2. Madang Province. PNG Holidays. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-04.