ვილიარიკა (პარაგვაი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ვილიარიკა
Villarrica
Paraguay church.jpg
დროშა გერბი
Flagvillarica.png Escudo villarrica.png

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი გუაირის დეპარტამენტი
კოორდინატები 25°45′00″ ს. გ. 56°26′00″ დ. გ. / 25.75000° ს. გ. 56.43333° დ. გ. / -25.75000; -56.43333
დაარსდა 1570
ფართობი 247 კმ²
ცენტრის სიმაღლე 180
მოსახლეობა 56 385 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 021
საფოსტო ინდექსი 5000
ოფიციალური საიტი http://www.villarrica.gov.py/
ვილიარიკა (პარაგვაი) — პარაგვაი
ვილიარიკა (პარაგვაი)

ვილიარიკა (ესპ. Villarrica) — ქალაქი პარაგვაიში, გუაირის დეპარტამენტის დედაქალაქი. 1570 წლის 14 მაისს დააარსა ესპანელმა კაპიტანმა რუი დიას დე მელგარეხომ, ძველი გუაირის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ბრაზილიის საზღვრებშია.

ვილიარიკაში მრავალი ისეთი ადგილია, რომლითაც პარაგვაული კულტურა ამაყობს, მაგალითად მანუელ ორტის გერეროს ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი.

ქალაქი ამჟამინდელ ადგილას 1682 წელს დასახლდა, იბიტურუსუს მთების მახლობლად, ზღვის დონიდან 180 მეტრზე. კოლონიურ პერიოდში ვილიარიკა ყვაოდა და მას თითქმის ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ასუნსიონს, მაგრამ პარაგვაის ომების დროს ის თითქმის მთლიანად დაინგრა. 1889 წელს რკინიგზით დაუკავშირდა ასუნსიონს.

რელიეფი ამაღლებულია, ტყიანი და ხელსაყრელია შაქრის ლერწმის მოყვანისა და მესაქონლეობისთვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]