ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2020/განხილვა:ირაკლი ჯინჯოლავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

არ მგონია ეს პიროვნება ვიკიპედიის ცნობადობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. მის ბიოგრაფიაში არაფერი განსაკუთრებული არაა. ვფიქრობ სტატია  წასაშლელია--დათო1010 06:47, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატია არაა დასრულებული. ვფიქრობ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ამიტომ სტატიის გაუმჯობესებზე, სქოლიოთა დართვაზე პირადად ვიზრუნებ. --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:00, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
სქოლიო არაფერს შეცვლის, პიროვნება ცნობადობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს--დათო1010 10:39, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ტელეწამყვანი და მსახიობი არაა დავით და ყველა ამ გზით ცნობილი ვერ იქნება. ზოგი თეოლოგიაში, როგორც მკვლევარია ცნობილი. შესაბამისად თუ პირადად შენ არ იცნობ არ ნიშნავს რომ ცნობადობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:46, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე ვიცნობ თუ არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ვიკიპედიას გააჩნია თავისი პოლიტიკა პიროვნების ცნობადობის შესახებ, რომლის კრიტერიუმებსაც აღნიშნული პიროვნება ვერ აკმაყოფილებს. კარგია ნაცნობების და მეგობრების დახმარება, მაგრამ ვიკიპედია ვინმეს ცნობადობის გაზრდის ადგილი არ არის, ეს ენციკლოპედიაა!--დათო1010 11:53, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
პროფესიიდან გამომდინარე ყველა აქტიური ისტორიკოსი და თეოლოგი ჩემი ნაცნობია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველას ვეხმარები. ბიოგრაფია შემოსულია, პიროვნებას აქვს ის ბიოგრაფია და სამეცნიერო ცნობადობა, რაც საშუალებას გვაძლევს ქართულ ვიკიპედიაში დავტოვოთ. ვიკიპედია არ ზრდის არანაირად მის ცნობადობას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:00, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
აშკარად სახეზე გვაქვს self-popularization-ი + 0 სამეცნიერო წყარო. ენციკლოპედიური მნიშვნელობაც 0 აქვს ამიტომ  წასაშლელია. --Mehman 97 12:45, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
 წასაშლელია ჩემი აზრითაც. გიო ოქრო 15:17, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
პ.ს. ამ მომხმარებლის სხვა სტატიაც არის წასაშლელად მონიშნული, მაგ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია. კარგი იქნება იქაც, რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. --Mehman 97 16:07, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, რას გულისხმობს self-popularization-ი? მაშინ რატომაა აქ სტატია მაგალითად მერსი სულხანიშვილი? იქნებ განმარტო რას ნიშნავს ფრაზა "ამ მომხმარებლის სხვა სტატიაც არის წასაშლელად მონიშნული". ეს სტატია არაა ჩემი, შემოვიდა სტატია და ვარედაქტირებ აქტიურად.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:40, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ყველაფერი რაც საჭიროა ითქვა ზემოთ და შეგიძლია გაეცნო მას. --Mehman 97 18:50, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ზემოთ რაც წერია გავეცანი და არ ვეთანხმები. ახლა შენ გკითხე და თუ შეიძლება მიპასუხე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
არ ვაპირებ შენთან პოლემიკაში ჩართვას, კარგად გაეცანი ზემოთ მოცემულ განხილვას. --Mehman 97 18:54, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, პოლემიკას არავინ გთხოვს. არგუმენტი გითხარი, გკითხე და პასუხს არ მცემ. წაშლას ითხოვ და პასუხის გაცემაც არ გინდა. ასე არ ხდება ეს ამბავი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:05, 15 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

და მე რა მაინტერესებს ახლა, მაინცდამაინც ქრისტეფორე კოლუმბი ან იოჰან კეპლერი უნდა იყოს პიროვნება, რომ ენციკლოპედიის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს? საკმარისი ცნობადობა გააჩნია ამ პიროვნებას და ინტერნეტშიც საკმაო მასალა მოიძებნება.Gobrona განხილვაწვლილი 06:58, 16 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

არ არის აუცილებელი მთელ მსოფლიოში ცნობილი იყოს, მაგრამ არც ისეთი არაფრით გამორჩეული როგორიც საქართველოში კიდევ უამრავი ადამიანი არის. ეს მარტო ამ სტატიას არ ეხება ასეთი კიდევ ბევრია ვიკიში და დროულად გასაწმენდია. ინტერნეტში რამდენჯერ ამოვარდება ჩემი სახელი ამით არ ისაზღვრება ეს პიროვნება ენციკლოპედიაშიუნდაიყოს თუ არა. ვიკიპედიის პოლიტიკას ვერ შევცვლით ვინმეს მოსაზრებების გამო. ეს სტატია წასაშლელია და მომხმარებლების უმრავლოსებაც ეთანხმება ამას.--დათო1010 07:13, 16 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
დავით, რომელი უმრავლესობა? ჯერ მხოლოდ სამმა დააფიქსირეთ რომ წაშლას ემხრობით. ორი წინააღმდეგია. ველოდებით სხვა მომხმარებლების პოზიციებს. ასევე ველი გამოთქვათ აზრი მერსი სულხანიშვილის და სხვა სტატიებზე.-გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:01, 17 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
(ნეიტრალური). მე ზოგადად ვთვლი, რომ ასეთ განხილვებს აზრი არა აქვს, სანამ არ გვექნება კრიტერიუმები. ამიტომ, ამ ეტაპზე, მე ვეწინააღმდეგები ამ სტატიის წაშლას. ოღონდ ხაზს გავუსვამ, რომ ვეწინააღმდეგები არა იმიტომ, რომ ამ სტატიის უპირობო ენციკლოპედიური მნიშვნელობის მჯერა, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ სანამ არ არსებობს სათანადრო წესი/კრიტერიუმები, ამ სტატიას არსებობის უფლება აქვს.--Melberg მიწერა 18:08, 18 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
სალამი ყველას. აქ ძალიან საინტერესო დისკუსია გამართულა, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეც გამოვხმაურებოდი. უცხო არავისთვისაა, რომ ვიკიპედია არც ძალიან სერიოზული რამ არის, არც რაიმე სალაზღანდარო პლატფორმა, უბრალოდ „თავისუფალი ენციკლოპედია“, როგორსაც ამას თავად აცხადებს. აკადემიურ წრეებში ვიკიპედიიდან რაიმეს დამოწმება საერთოდ მიუღებელი. ცნობადობის კრიტერიუმს შეეხეთ და ეს ძალიან ზოგადი რამ არის: ერთნი, „ყვითელ პრესაში“ სკანდალებით 2 დღეში ხდებიან „ცნობილნი“, ისე რომ არაფერი ღირებული მათ არ გაუკეთებიათ; მეორენი კი - მთელს ცხოვრებას შრომასა და აკადემიურ საქმიანობას მიუძღვნიან და გარდაცვალების მერე მოსაგონარს თუ დაწერს ვინმე. არის პროფესიები, როგორიც მაგალითად თეოლოგიაა, რომელიც ძალიან არაპოპულარული, და მეტიც დისკრედიტირებულია საქართველოში. მათ (თეოლოგებს) საქართველოში ხშირად „ეკლესიის მტრებსაც“ კი უწოდებენ, ჯანსაღი კრიტიკით ეხმიანებიან რა სხვადასხვა საეკლესიო თემებს. ისინი ყველაზე „არაპოპულარულები“ არიან, იმიტომ კი არა, რომ მათ პოპულარობა რამე სიკეთეს მიუტანს, არამედ იმიტომ რომ ეს სფერიოა საქართველოში დიდი სიბნელეში... იხილეთ ინგლისურენოვან ვიკიპედიაზე სტატია Irakli Jinjolava - რა გამოდის, ამ ადამიანმა, ქართველმა თეოლოგმა ინგლისურენოვანი ვიკიპედიის მოთხოვნის სტანდარტები დააკმაყოფილა, იმისთვის რომ სტატია განთავსებული ყოფილიყო და ქართულის ვერა?! ეს ის თემა ხომ არაა, ქართველები რომ ყველაფერში მაგრები ვართ? და აქაც სტანდარტი ავწიეთ? მოკლედ, შეურაცყოფას არავის გაყენებთ, ყველას გაქვთ თქვენი აზრის ქონისა და თავისუფლად გამოხატვის უფლება, მაგრამ იქნება დავფიქრდეთ ამ თემაზე და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღეთ. პატივისცემით. — ირაკლი ჯინჯოლავა განხილვაწვლილი 01:32, 29 აპრილი 2020 (UTC) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა [[მომხმარებელი:|]] ([[მომხმარებელი განხილვა:|განხილვა]] • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - . [[User:|]] Error in Template:Replyto: Username not given.[უპასუხე]

წაიშალა. მასზე აკადემიური წყაროები არ მოიპოვება, არ დასტურდება ენციკლოპედიური მნიშვნელობა. მეტი დამოუკიდებელი და აკადამიური წყაროა საჭირო. - OTOGI Messages 10:14, 19 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]