ვიაჩესლავ ლიპინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიაჩესლავ ლიპინსკი
Vyacheslav Lypynsky, 1921.jpg
მშობლიური სახელი უკრ. В'ячеслав Казимирович Липинський
პოლ. Wacław Lipiński
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1882
ზატურცი, ვოლინის გუბერნია, ამჟამად ლოკაჩის რაიონი, ვოლინის ოლქი, უკრაინა
გარდაცვალების თარიღი 14 ივნისი, 193 (49 წლის)
ვენა, ავსტრია
მოქალაქეობა უკრაინის სახელმწიფო
საქმიანობა პუბლიცისტი
ხელმოწერა Vyacheslav Lypynsky Signature-2.png

ვიაჩესლავ ლიპინსკი (უკრ.В'ячеслав Казимирович Липинський, პოლ. Wacław Lipiński დ. 5 (17)  აპრილი, 1882, ზატურცი, უკრაინა — გ. 14 ივნისი, 1931, ვენა, ავსტრია) — პოლონური წარმოშობის უკრაინელი ისტორიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი, ტარას შევჩენკო სახელობის სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილი წევრი. (1914 წლიდან), უკრაინული კონსერვატიზმის იდეოლოგი („ჰეტმანის მოძრაობა“). მას სჯეროდა, რომ ეთიკისა და ადამიანური სოლიდარობის პრინციპები უნივერსალურია მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად მათი ეროვნებისა, ენისა თუ რელიგიისა. იგი გახლდათ შემოქმედებითი ნაციონალიზმის, როგორც ამერიკული სტილის პატრიოტიზმის დიდი მომხრე და აგრესიული ნაციონალიზმის, მათ შორის შოვინიზმის მოწინააღმდეგე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიპინსკების საოჯახო გერბი

ვიაჩესლავ ლიპინსკი დაიბადა 1882 წლის 17 აპრილს (ძველი სტილით 5 აპრილი), პოლონურ ოჯახში, ვოლინის ლუცკის მახლობლად, ზატურცის საოჯახო მამულში. მიეკუთვნებოდა ძველი პოლონელი დიდგვაროვნების ოჯახს. იგი გახლდათ კაზიმირ ლიპინსკისა და კლარა როკიტსკაიას უფროსი ვაჟი. ჰყავდა უმცროსი ძმები სტანისლავი (მომავალში ცნობილი აგრონომი სელექციონერი), ვლადიმერი და უმცროსი და ვანდა. 12 წლამდე განათლება სახლში მიიღო სახლში, შემდეგ კი — ჟიტომირის, ლუცკის და კიევის გიმნაზიებში. სიმწიფის ატესტატი კიევში აიღო 1902-1903 წლებში.  ერთი წელი მსახურობდა  კრემენეცის დრაგუნთა პოლკში.

1903 წელს ჩაირიცხა კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე, მაგრამ მალევე დაკარგა ინტერესი სოფლის მეურნეობის მეცნიერების მიმართ და დაინტერესდა ისტორიითა და სოციალური მეცნიერებებით. 1905 წელს შეწყვიტა სწავლა და ქალაქის ბიბლიოთეკებსა და არქივებში ისტორიული კვლევებით დაკავდა. 1906 წლის 30 აგვისტოს დაქორწინდა კაზიმიერა შუმინსკაზე. იმავე წლის ოქტომბერში ჩაირიცხა ჟენევის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მაგრამ 1907 წლის ზაფხულში ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა.

ვიაჩესლავ ლიპინსკი. 1914 წელი.

1908 წელს დაბრუნდა უკრაინაში, დასახლდა უმანის მახლობლად მდებარე ფერმაში, სადაც ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. ამ პერიოდში გამოიცა მისი პირველი ნაწარმოებები „დანილ ბრატკოვსკი“ (1909), „ლიტვის დიდი საჰერცოგოს არტილერიის გენერალი“ (1909 წ.). პოლონურ ენაზე დაწერილ ისტორიულ და ფილოსოფიურ ნაშრომში "აზნაურები უკრაინაში" (1909), ლიპინსკიმ დაასაბუთა თავადაზნაურობის გადამწყვეტი როლი უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში და მოუწოდა მათ ებრძოლათ უკრაინის აღორძინებისთვის.

ვიაჩესლავ ლიპინსკის მემორიალური დაფა

1910 წელს გადავიდა კრაკოვში (პოლონეთი), სადაც 1912 წელს გამოქვეყნდა მისი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომებისა და ისტორიული დოკუმენტების კრებული "Z dziejów Ukrainy" ("უკრაინის ისტორიიდან")  —  მისი მუშაობის ადრეულ ეტაპზე  ისტორიული კვლევის ერთგვარი შედეგი, რომელშიც შედიოდა ნაწარმოებები: "რუსეთის სახელწოდება და უკრაინა და მათი ისტორიული მნიშვნელობა", "სტანისლავ-მიხაილ კრიჩევსკი", "ბოგდანოვის გზა", "ნანგრევების დოკუმენტები" და ა.შ. [1][2]

1912 წელს იგი გახლდათ უკრაინის საინფორმაციო კომიტეტის შექმნის ინიციატორი, რომლის მიზანი იყო საზღვარგარეთ დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს შექმნის იდეის ხელშეწყობა.

1917—1921 წლებში იყო დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს მოღვაწე, უკრაინის ელჩი ავსტრია-უნგრეთში. 1921 წლის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა ჩეხოსლოვაკიასა და ავსტრიაში. იგი გახლდათ პრაღაში უკრაინის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. იცავდა პატრიარქალურ მონარქიის იდეებს და სხვადასხვა სოციალური კლასების თანხმობას ეროვნული ერთიანობისთვის. მან მკვეთრად გააკრიტიკა დ.დონცოვის შეხედულებები და მისი თეორია „ინტელექტუალური ნაციონალიზმის“ შესახებ.[3]

ძირითადი იდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასოკრატია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ.ლიპინსკიმ შემოიტანა კლასოკრატიის, როგორც მმართველობის ერთ-ერთი ფორმის ცნება. ლიპინსკის აზრით, ეს არის მმართველობის ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბალანსი ძალაუფლებასა და თავისუფლებას, კონსერვატიზმისა და პროგრესულ ძალებს შორის. ასეთი წყობა უნდა ეფუძნებოდეს ლეგალურ, „კანონით შეზღუდულ და კანონით შემზღუდველ“ კონსტიტუციურ მონარქიას. სახელმწიფოს მეთაური უნდა იყოს მონარქი (ჰეტმანი), რომლის ძალაუფლება მემკვიდრეობითი და ლეგიტიმურია.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dovidnyk z istoriï Ukraïny, 3-Volumes, "Vyacheslav Lypynsky" (t. 2), Kyiv, 1993-1999, ISBN 5-7707-5190-8 (t. 1), ISBN 5-7707-8552-7 (t. 2), ISBN 966-504-237-8 (t. 3).
  • Гришко В. В'ячеслав Липинський і його творчість. — Нью-Йорк: Булава, 1961. — 87 с. (უკრ.)
  • Жадько В. Маньківщина. Не забуваймо рідного порогу. — К., 2006. — С. 39–43. (უკრ.)
  • О. Калакура. Липинський В'ячеслав Казимирович // Політична енциклопедія. Редкол.: Ю. Левенець (голова), Ю. Шаповал (заст. голови) та ін. — К.: Парламентське видавництво, 2011. — с.400 ISBN 978-966-611-818-2 (უკრ.)
  • Корсак І. Діти Яфета. — К.: Ярославів Вал, 2010.(უკრ.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кралюк П. М. Козацька міфологія України: творці та епігони — Харків: Фоліо, 2016. — 394 с. (296 с.) ISBN 978-966-03-7605-2 (უკრ.)
  2. Литвин М., Науменко К. Історія ЗУНР. — Львів: Інститут українознавства НАНУ, видавнича фірма «Олір», 1995. — с. 27. (უკრ.)
  3. Карась А. Волинь повертає борг Липинському // Волинь, 25 серпня 2011, с. 5 (უკრ.)
  4. «Українська державність у XX столітті (Історико-політологічний аналіз)». — Київ: «Політична думка», 1996. — Глава 3. «Класократична» версія (უკრ.)