შოვინიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოვინიზმი (ფრანგ. chauvinisme) — სხვა ერების სიძულვილი, გადამეტებულ ნაციონალიზმი, რომელიც ქადაგებს ეროვნულ განსაკუთრებულობას[1]. უფრო ზოგადად, შოვინიზმი შეიძლება აღნიშნავდეს რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილების ძლიერ გრძნობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს გულისხმობს სხვა ჯგუფების სიძულვილს (ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით განსხვავებული ჯგუფების სიძულვილს).

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვის წარმოშობა უკავშირდება ნიკოლა შოვენს. გადმოცმით იგი იყო ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცი, რომელიც შეუპოვარი ფრანგული პატრიოტიზმით გამოირჩეოდა. შოვენის არსებობა დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. იგი გახდა ფრანგული კომედიის La Cocarde Tricolore (1831) გმირი, რომლის შემდეგაც გაჩნდა ტერმინი შოვინიზმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 11, გვერდი 16, თბილისი, 1987 წელი