შინაარსზე გადასვლა

იაგელონის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაგელონის უნივერსიტეტი
პოლ. Uniwersytet Jagielloński
ლათ. Universitas Iagellonica Cracoviensis[1]
დევიზი Plus ratio quam vis[2] [3]
დაფუძნდა 12 მაისი, 1364[4]
ატარებს სახელს იაგელონები
დამფუძნებელი (-ები) კაზიმირ III
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი[4] და უნივერსიტეტი
რექტორი Piotr Jedynak
სტუდენტი 33 549[5]
ქვეყანა პოლონეთი
ფერები          ლურჯი და ოქროსფერი
კავშირები Utrecht Network, COIMBRA GROUP, Europaeum, The Guild of European Research-Intensive Universities[6] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[7] , Coalition for Advancing Research Assessment[8] და Una Europa vzw
აფილაცია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია
იაგელონის უნივერსიტეტი — პოლონეთი
იაგელონის უნივერსიტეტი
https://www.uj.edu.pl/

იაგელონის უნივერსიტეტი (პოლ. Uniwersytet Jagielloński) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება კრაკოვში, უძველესი და ერთ-ერთი უდიდესი პოლონეთში, ერთ-ერთი უძველესი ევროპაში.

დაარსდა 1364 წლის 12 მაისს პოლონეთის მეფის კაზიმირ III დიდის ინიციატივით. განახლდა და გაფართოვდა დედოფალი იადვიგასა და ვლადისლავ იაგელოს თაოსნობით. თავდაპირველად ერქვა Studium Generale, შემდეგ კრაკოვის აკადემია (პოლ. Akademia Krakowska), მოგვიანებით Szkoła Główna Koronna. XIX საუკუნეში მიიღო მისი ამჟამინდელი სახელწოდება, იაგელონების დინასტიასთან მისი კავშირის ხაზგასასმელად.

სწავლება უნივერსიტეტში მიმდინარეობს სხვადასხვა ფაკულტეტებზე. ესენია:

  • სამართალი და ადმინისტრირება
  • სამედიცინო
  • სააფთიაქო და სამედიცინო ანალიზი
  • ჯანდაცვა
  • ფილოსოფია
  • ისტორია
  • ფილოლოგია
  • პოლონური ენა და ლიტერატურა
  • ფიზიკა, ასტრონომია და გამოყენებითი ინფორმატიკა
  • მათემატიკა და ინფორმატიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია და მეცნიერება დედამიწის შესახებ
  • მენეჯმენტი და სოციალური კომუნიკაცია
  • საერთაშორისო და პოლიტიკური სწავლება
  • ბიოქიმია, ბიოფიზიკა და ბიოტექნოლოგია
  • უნივერსიტეტის ვეტერინარული ცენტრი (ერთობლივი ფაკულტეტი კრაკოვის უნივერსიტეტთან)
  • სინქროტრონული რადიაციის ეროვნული ცენტრი SOLARIS[9]
  • იაგელონის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]