ჭივჭავი
იერსახე
| ჭივჭავი | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Spinus spinus | |||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22720354 | |||||||||||
| გავრცელება | |||||||||||
|
| |||||||||||
| |||||||||||

ჭივჭავი (ლათ. Spinus spinus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 12 სმ, მასა 14 გრამს აღწევს. მომწვანო-მოყვითალო შეფერილობაზე მუქი ზოლები დასდევს, მამალს კი შავი „ქუდი“ ახურავს. გავრცელებულია ევროპის და აზიის წიწვიან ტყეებში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში ნომადობს საჭმლის საძებნელად. ბუდობს ხეებზე. წელიწადში 2-ჯერ, აპრილში და ივნისში დებს 4-5 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 12 დღე-ღამე გრძელდება. იკვებება მცენარეთა თესლით, მართვებს კვებავს მწერებითა და მათი მატლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 398.
