ვაციკფარსი
იერსახე
ვაციკფარსი | |
---|---|
კოორდინატები: 42°37′36″ ჩ. გ. 44°13′55″ ა. გ. / 42.626694° ჩ. გ. 44.232000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3573 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | მერგელი, კირქვა, კონგლომერატი, თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ვაციკფარსი — მთა საქართველოს შიდა ქართლის მხარის ჯავის მუნიციპალიტეტის, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ჩრდილოეთი ოსეთის საზღვრებს შორის. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების თერგისა და სბის (დიდი ლიახვის სისტემა) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3573 მ.
აგებულია ზედაიურული მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მეოთხეულ პერიოდში ვაციკფარსიდან მყინვარები ყველა მიმართულებით ეშვებოდა. მთის დასავლეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 214.