ვარსკვლავური ომების საჰაერო, წყლის და სახმელეთო ტრანსპორტის სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ არასრულ სიაში წარმოდგენილია „ვარსკვლავური ომების“ გამოგონილი სამყაროს სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის – ტანკები და ლენდსპიდერები.

ჯავშნიანი საიერიშო ტანკი (AAT)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

AAT ეკუთვნის სავაჭრო ფედერაციას და ჩნდება I და III ეპიზოდებში, აგრეთვე ვარსკვლავური ომების გაფართოებულ სამყაროში და კლონების ომების მოვლენებში. I ეპიზოდის სცენარის ადრეულ ვერსიებში აღწერილია, რომ ფედერაცია ნაბუს დაესხა ტექნიკით, რომელიც შვეულმფრენებს ჰგავდა.[1] საბოლოო ვერსიაში ტრანსპორტის წინა ნაწილი ჰგავს ნიჩბის პირს, ხოლო სხვა ნაწილები – ცხოველს.[1] LEGO-მ AAT-ის მოდელი გამოუშვა 2001 წელს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Trade Federation AAT. Star Wars Databank. Lucasfilm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-03. ციტირების თარიღი: 2007-10-13.
  2. Trade Federation AAT. Star Wars Cargo Bay. Lucasfilm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-03. ციტირების თარიღი: 2007-10-13.