ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9
ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 | |
---|---|
ავტორი |
რიკ ბერმანი მაიკლ პილერი |
მონაწილეობენ |
ევერი ბრუკსი ნანა ვიზიტორი რენე ობერჟენო ტერი ფარელი ნიკოლ დებო მაიკლ დორნი ალექსანდრ სიდიგი კოლმ მინი არმინ შიმერმანი |
ქვეყანა | აშშ |
სეზონი | 7 |
ეპიზოდი | 176 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი |
აირა სტივენ ბერი რიკ ბერმანი მაიკლ პილერი |
ხანგრძლივობა | 45 წთ. |
ეთერში | 3 იანვარი 1993 — 2 ივნისი 1999 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 (ინგლ. Star Trek: Deep Space Nine, DS9) — სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს „ვარსკვლავური გზის“ სამყაროში. ფაქტობრივად წარმოადგენს „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობის“ (ინგლ. Star Trek: The Next Generation) გაგრძელებას. პრემიერა გაიმართა 1993 წლის 3 იანვარს, ბოლო სერია გამოვიდა 1999 წლის 2 ივნისს.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალის მოქმედება ვითარდება 2369—2375 წლებში, კოსმოსურ სადგურზე „ღრმა კოსმოსი 9“ რომელიც განლაგებულია კოსმოსური ანომალიის - სივრცითი დერეფნის ახლოს რომლითაც შესაძლებელია გალაქტიკის სხვა ნაწილში (გამა-კვადრანტში) მოხვედრა. ამ მიზეზით სადგურს გააჩნია უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა.
გამა-ვადრანტის შესწავლისას ხდება შეტაკება „ვარსკვლავურ ფლოტსა“ და გამა კვადრანტში არსებულ იმპერიას - დომინიონს შორის. „ღრმა კოსმოსი 9“ აღმოჩნდება საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე და ფედერაციისა და მისი მოკავშირეების მთავარი დასაყრდენი ხდება.
სერიალში მონაწილეობენ პერსონაჟები „შემდეგი თაობიდან“ - ვორფი და მაილზ ო'ბრაიენი.
წინა სერიალებისგან განსხვავებით, „ღრმა კოსმოსში“ პერსონაჟების ნაწილი არ არის დაკავშირებული „ვარსკვლავურ ფლოტთან“. ახალ პერსონაჟებს შორის არიან კირა ნერისი (ბაჯორის შეიარაღებული ძალების ოფიცერი), ოდო (სადგურის დაცვის უფროსი) და კვარკი (პოპულარული გასართობი დაწესებულების „კვარკთან“ მფლობელი).
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსახიობი | როლი |
---|---|
ევერი ბრუკსი | კაპიტანი, სადგურის უფროსი ბენჯამინ სისკო |
ნანა ვიზიტორი | ბაჯორის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი (მოგვიანებით მაიორი), სადგურზე პირველი ოფიცერი კირა ნერისი |
რენე აბერჯენო | დაცვის უფროსი ოდო |
ტერი ფარელი | ოფიცერი მეცნიერების დარგში (სეზონი 1-6) ჯაძია დაქსი |
ნიკოლ დე ბოიერი | მრჩეველი (სეზონი 7) ეზრი დაქსი |
მაიკლ დორნი | სამხედრო მრჩეველი, „დეფაიანტის“ პირველი ოფიცერი ვორფი |
ალექსანდრ სიდიგი | მთავარი ექიმი ჯულიან ბაშირი |
კოლმ მინი | მთავარი ინჟინერი მაილზ ო'ბრაიენი |
არმინ შიმერმანი | სამოქალაქო პირი, პოპულარული გასართობი დაწესებულების „კვარკთან“ მფლობელი, კვარკი |
არონ აიზენბერგი | ვარკის ძმისშვილი ნოგი |
მაქს გროდენჩიკი | კვარკის ძმა რომი |
მარკ ალაიმო | კარდასიანელი ოფიცერი. წარსულში სადგურის უფროსი გალ დუკატი |
ენდრიუ რობინსონი | ელიმ გარეკი, კარდოსიანელი ემიგრანტი |
ჯეფრი კომბსი | დომინიონის წარმომადგენელი ვეიუნი |
როზალინდ ჩაო | კეიკო ობრაიენი |
პენი ჯონსონ ჯერალდი | კესიდი იეტსი |
ლუის ფლეტჩერი | უინ ადამი |
მეჯელ ბარეტი | ბეტაზედის ელჩი ფედერაციაში ლუაქსანა ტროი |
მარკ ალენ შეპერდი | მორნი |
ჯ. გ. ჰერცლერი | კლინგონი გენერალი მარტოკი |
კენეთ მარშალი | მაიკლ ედინგტონი. |
რობერტ ო'რაილი | კლინგონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გაურონი |
ფილიპ ანგლიმი | ბარეილ ანტოსი |
ჯეფრი კომბსი | ლიკვიდატორი ბრანტი |
ბარი ჯენერი | უილიამ როსი |
უოლეს შონი | ფერენგის დიდი ნაგუსი ზეკი |
სესილი ადამსი | კვარკის და რომის დედა იშკა |
ბროკ პიტერსი | ბენჯამინ სისკოს მამა ჯოზეფ სისკო |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-01-25 საიტზე Wayback Machine.
- „ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 დაარქივებული 2011-09-10 საიტზე Wayback Machine. საიტზე TV.com
- ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 საიტზე memory-alpha.org
|