ვარსკვლავური ფლოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავური ფლოტი
ვარსკვლავური ფლოტი.png
ვარსკვლავური ფლოტი
დაარსების თარიღი

2161

მიზანი/მიმართულება

კოსმოსის კვლევა და სოცოცხლის ახალი ფორმების ძიება. ასევე გააჩნია სამხედრო და დიპლომატიური ფუნქციები.

ადგილმდებარეობა

სან-ფრანცისკო

მშობელი ორგანიზაცია

პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია

ვარსკვლავური ფლოტი (ინგლ. Starfleet) — გამოგონილი სახელმწიფო ორგანიზაცია ვარსკვლავური გზის ფანტასტიკურ სამყაროში. იგი ახორციელებს სამხედრო, დიპლომატიურ და სამეცნიერო-კვლევით მისიებს.

ვარსკვლავური ფლოტის შტაბბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში.

ისტორია[რედაქტირება]

დედამიწის ვარსკვლავური ფლოტის დროშა

2161 წლამდე არსებობდა ორგანიზაცია დედამიწის ვარსკვლავური ფლოტი, იგი დაარსდა დაახლოებით 2120-2130 წლებში. ზეფრამ კოკრეინის პირველი გაფრენის შემდეგ დედამიწან დაიწყო ახლომდებარე სისტემების კოლონიზაცია და სხვა რასებთან კონტაქტის დამყარება. ამ საკითხებით დაკავებული იყო ვარსკვლავური ფლოტი. იგი ასევე მუშაობდა ვარპ ტექნოლოგიის შემდგომ გაუმჯობესებაზე. პირველი ხომალდი რომელმაც განავითარა სიჩქარე ვარპ-5 იყო USS ენტერპრაიზ NX-01, ცოტა მოგვიანებით აიგო კოლუმბია.

2161 წელს ფედერაციის შექმნასთან ერთად დაარსდა ერთიანი ვარსკვლავური ფლოტი რომელიც აერთიანებდა სამხედრო და სამეცნიერო განყოფილებებს. მასში მსახურობდნენ ასევე სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლები (მათ შორის ფედერაციის არაწევრებიც).

ვარპ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიქმნა მრავალი კოსმოსური სადგურები, კოლონიზდა ახალი პლანეტები, ფედერაციას შეემატა ახალი წევრები.

ვარსკვლავური ფლოტის მთავარი დირექტივა კრძალავს უცხო ცივილიზაციების შიდა საქმეებში ნებისმიერ ჩარევას. ეს დირექტივა გადმოღებულია ვულკანური ანალოგიდან, რომლის თანახმადაც ვარპ ტექნოლოგიის ქონა ითვლება იმის ნიშნად არის თუ არა რომელიმე რასა მზად სხვა რასებთან კონტაქტისთვის. კონტაქტის დამყარება ცივილიზაციებთან რომლებიც არ ფლობენ ამ ტექნოლოგიას კატეგორიულად აკრძალულია. მთავარი დირექტივის ირგვლივ ვითარდება არაერთი ეპიზოდის სიუჟეტი.

მისია[რედაქტირება]

ვარსკვლავური ფლოტის მთავარი მისიაა კოსმოსის კვლევა სიცოცხლის ახალი ფორმების აღმოჩენისა და ახალ ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარების მიზნით. თუმცა იგი ასევე ასრულებს სამხედრო და დიპლომატიურ ფუნქციებს.

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება]

ვარსკვლავურ ფლოტს გააჩნია რამდენიმე სტრუქტურული ერთეული[1]:

  • ვარსკვლავური ფლოტის აკადემია
  • ტექნიკური კორპუსი
  • სამეთაურო შტაბი
  • ანალიტიკური ქვეგანყოფილება
  • სამედიცინო კორპუსი
  • ტაქტიკური ქვეგანყოფილება
  • გენერალური სასამართლო
  • გენერალური ინსპექცია

ვარსკვლავური ფლოტის აკადემია[რედაქტირება]

ვარსკვლავური ფლოტის აკადემიის ოფიციალური ლოგო. რომაული ციფრები აღნიშნავს დაარსების წელს (2161)
ვარსკვლავური ფლოტის აკადემია

ვარსკვლავური ფლოტის აკადემია ამზადებს მომავალ ოფიცრებს ვარსკვლავური ფლოტისთვის. იგი დაარსდა 2161 წელს, ფედერეციის შექმნასთან ერთად. მისი მთავარი კორპუსი განლაგებულია სან-ფრანცისკოში, ასევე არსებობს ფილიალები სხვა ქალაქებში. აკადემიაში კურსანტები გადიან ოთხწლიან სასწავლო კურსს, რის შედეგადაც ღებულობან ენსინის წოდებას.

პირებს რომელთაც არა აქვთ ფედერაციის მოქალაქეობა მისაღებ გამოცდებზე დაშვებისთვის სჭირდებათ ვარსკვლავური ფლოტის ოფიცრის რეკომენდაცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Okuda, Michael & Denise (1994,1997,1999). The Star Trek Encyclopedia. New York: Pocket Books. ISBN 0-671-03475-8.