ჯულიან ბაშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯულიან ბაშირი
Julian Bashir, 2375.jpg
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი 2341
საქმიანობა

ღრმა კოსმოსი 9

USS Defiant
წოდება ლეიტენანტი
თანამდებობა მთავარი ექიმი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
ოჯახი მამა: რიჩარდ ბაშირი
დედა:ამშა ბაშირი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
მსახიობი ალექსანდრ სიდიგი
IMDB IMDb პროფილი

ჯულიან ბაშირი (ინგლ. Julian Bashir) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. სერიალის ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 ერთ-ერთი მთავარი გმირი. როლს ასრულებდა მსახიობი ალექსანდრ სიდიგი[1][2]. ბაშირი მთავარი ექიმია კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9 და ხომალდზე USS Defiant.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულიან ბაშირი მშობლებთან ერთად

ჯულიან ბაშირი რიჩარდ და აშმა ბაშირების ერთადერთი შვილია. ბავშვობაში იგი ჩამორჩებოდა თანატოლებს განვითარებაში. ამის გამო 2348 წელს მშობლების გადაწყვეტილებით მას ჩაუტარდა გენეტიკური მოდიფიკაციები, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობეშების მიზნით[3]. რადგან ფედერაციაში გენეტიკური ინჟინერია აკრძალულია, ჯულიანის მშობლები იძულებული იყვნენ შეენახათ ეს ფაქტი საიდუმლოდ. ჯულიანმა მხოლოდ 2356 წელს შეიტყო ამის შესახებ.

ჯულიანს ბავშვობაში ეშინოდა ექიმების, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა. ერთხელ ის მამასთან ერთად მოხვდა იონურ შტორმში და თავშესაფარში შეესწრო როგორ დაიღუპა ადამიანი, რომლის გადარჩენაც, როგორს მოგვიანებით გაირკვა შეიძლებოდა, იქ მყოფთაგან ვინმეს რომ სცოდნოდა ადგილობრივი სამკურნალო მცენარეების შესახებ. ამ შემთხვევამ დიდი გავლენა იქონია მის მიერ პროფესიის არჩევაზე. ერთი პერიოდი ჯულიანი ფიქრობდა პროფესიონალ ჩოგბურთელობაზე, თუმცა მოგვიანებით უარი თქვა ამ იდეაზე.

2368 წელს ჯულიანმა დაამთავრა ვარსკვლავური ფლოტის სამედიცინო აკადემია. იგი მეორე იყო კლასში რადგან გამოსაშვებ გამოცდაზე შეგნებულად დაუშვა ერთი შეცდომა. აკადემიის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა მუშაობა კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9. აქ ის დაუმეგობრდა მაილზ ო’ბრაიენს, ელიმ გარეკს და ძაჯია დაქსს.

2370 წელს ჯულიანი გახდა ვარსკვლავური ფლოტის მეორე ოფიცერი (ჯეიმზ კირკის შემდეგ), რომელიც მოხვდა სარკისებურ სამყაროში, სადაც „ალტერნატიული“ ჯულიან ბაშირი აწყობდა აჯანყებას კლინგონ-კარდასიანთა ალიანსის წონააღმდეგ.

ეზრი და ჯულიანი

2373 წელს გამჟღავნდა ინფომაცია მისი გენეტიკური მოდიფიცირების შესახებ, რის გამოც მამამისი დააპატიმრეს, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა ვარსკვლავურმა ფლოტმა დაუშვა გამონაკლისი და ჯულიანს მუშაობის გაგრძელების ნება დართეს.

2373 წელს ჯულიანი მოხვდა დომინიონის ტყვეობაში, ხოლო ღრმა კოსმოს 9-ზე მისი მისი ორეული ეწეოდა დივერსიულ საქმიანობას. თუმცა მან მოახერხა გაქცევა.

სექცია 31 ცდილობდა ჯულიანის გადაბირებას, თუმცა უშედეგოდ.

როგორც სერიალის ბოლო ეპიზოდში ჩანს ჯულიანი დარჩა სამუშაოდ კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9 და აქვს რომანი ეზრი დაქსთან.

სარკისებური სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარკისებურ სამყაროში „ალტერნატიული“ ჯულიან ბაშირი არის ტერანული აჯანყების ლიდერი.

ჯულიან ბაშირი და დეიტა

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ryon, Ruth. “Action Star Has No Time to Build“, 3 November 1996. 
  2. George Stroumboulopoulos Tonight | GST S3: Episode 12 - Alexander Siddig. CBC.ca. წაკითხვის თარიღი: 23 March 2015
  3. Knapp, Alex. (8 April 2011) The 10 Best Singularity Themed Star Trek Episodes. Forbes. წაკითხვის თარიღი: 23 March 2015
  4. http://en.memory-alpha.org/wiki/Birthright,_Part_I_(episode)