შინაარსზე გადასვლა

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ავტორი ჯინ როდენბერი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სეზონი 7
ეპიზოდი 178
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ჯინ როდენბერი
მორის ჰორლი
რიკ ბერმანი
მაიკლ პილერი
ჯერი ტეილორი
ხანგრძლივობა 44 წთ.
ეთერში 28 სექტემბერი 198723 მაისი 1994
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა (ინგლ. Star Trek: The Next Generation, TNG) — მეორე სატელევიზიო სერიალი, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში. სერიალის გადაღება დაიწყო ორიგინალური სერიალის შემქმნელმა ჯინ როდენბერიმ, მისი გარდაცვალების შემდეგ — 1991 წლიდან გააგრძელა რიკ ბერმანმა.

სერიალის მოქმედება ვითარდება 2364—2370 წლებში, ასი წლის შემდეგ ორიგინალური სერიალიდან და მოგვითხრობს ფედერაციის კოსმოსური ხომალდის „ენტერპრაიზ CC-1701-D“_ს მოგზაურობაზე კაპიტან ჟან-ლუკ პიკარის მეთაურობით. „ენტერპრაიზი“, უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო ხომალდია, თუმცა ვარსკვლავური ფლოტის სხვა ხომალდები მსგავსად კარგად შეიარაღებული.

„ორიგინალური სერიალისგან“ განსხვავებით, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ახალი რასების აღმოჩანაზე, „შემდეგ თაობაში“ მეტი ყურადღება ეთმობა ურთიერთობას უკვე ცნობილ რასებთან. ასევე სერიების ნაწილი დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგალითად პერსონაჟი „ქიუ“ (ინგლ. Q) მთელი სერიალის მანძილზე პერიოდულად ჩნდება სერიალში.

„ენტერპრაიზის“ ეკიპაჟისთვის, ისევე როგორც მთელი ფედერაციისთვის მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენენ ბორგები - რობოტებად გარდაქმნილი ჰუმანოიდების რასა, რომელსაც მართავს ერთიანი გონება, ისინი საკუთარი რაოდენობის გასაზრდელად ახდენენ სხვა რასების ასიმილაციას. ბორგების იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ მოგვიანებით გამოყენებულ იქნა სერიალში ვარსკვლავური გზა: ვოიაჟერი (ინგლ. Star Trek: Voyager).

მსახიობი პერსონაჟი სეზონი რასა
პატრიკ სტიუარტიკაპიტანი ჟან-ლუკ პიკარი1-7ადამიანი
ჯონათან ფრეიკსიპირველი ოფიცერი უილიამ რაიკერი1-7ადამიანი
ბრენტ სპაინერიდეიტა - მეორე ოფიცერი, ოფიცერი მეცნიერების დარგში1-7ანდროიდი
ლევარ ბარტონიმთავარი ინჟინერი ჯორდი ლა ფორჟი1-7ადამიანი
მაიკლ დორნივორფი - დაცვის სამსახურის უფროსი1-7კლინგონი
მარინა სირტისიმრჩეველი დიანა ტროი1-7ნახევრად ადამიანი, ნახევრად ბეტაზოიდი
გეიტს მაკფედენიმთავარი ექიმი ბევერლი კრაშერი1, 3-7ადამიანი
დენიზ კროსბიტაშა იარი, დაცვის უფროსი1, 3, 7ადამიანი
უილ უიტონიუესლი კრაშერი1-5, 7ადამიანი

მეორეხარისხოვანი გმირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მსახიობი პერსონაჟი სეზონი
ბრენტ სპაინერი ლორი, დეიტას ძმა 1,4,6, 7
მეჯელ ბარეტი ლუაქსანა ტროი, დიანა ტროის დედა 1–7
ჯონ დე ლანსი Q 1–4, 6–7
ერიკ მენიუკი მოგზაური 1, 4, 7
ქოლმ მენი მაილზ ო'ბრაიენი, ნავიგატორი, მოგვიანებით ტრანსპორტერის ოპერატორი 1–5, 7
დიანა მალდურიმთავარი ექიმი კათრინ პულასკი2
ვუპი გოლდბერგი გაინანი 2–6
დანიელ დეივისი პროფესორი მორიარტი, ჰოლოგრაფიული პერსონაჟი 2, 6
პატი იასუტეკი ელისა ოგავა 3–7
ტონი ტოდი კარნი, ვორფის ძმა 3–7
დუაიტ შულცი ლეიტენანტი რეჯინალდ ბარკლი 3–7
მარკ ლენარდი ელჩი სარეკი, სპოკის მამა 3, 5
ჯენიფერ ჰეთრიკი ვაში, არქეოლოგი 3, 4
ბრაიან ბონსალი ალექსანდრე როჟენკო, ვორფის შვილი 4–7
როზალინდ ჩაო კეიკო ო'ბრაიენი, ბოტანიკოსი, მაილზ ო'ბრაიენის ცოლი, მოლი ო'ბრაიენის დედა 4–6
დენის კროსბი სელა, ტაშა იარის შვილი 4, 5
რობერტ ორეილი გაურონი 4-6
მაიკლ ფორბსი ლეიტენანტი რო ლორენი 5–7
ეშლი ჯუდი რობინ რეფლერი 5
ლეონარდ ნიმოი სპოკი 5

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]