ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9
ავტორი რიკ ბერმანი
მაიკლ პილერი
მონაწილეობენ ევერი ბრუკსი
ნანა ვიზიტორი
რენე ობერჟენო
ტერი ფარელი
ნიკოლ დებო
მაიკლ დორნი
ალექსანდრ სიდიგი
კოლმ მინი
არმინ შიმერმანი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სეზონი 7
ეპიზოდი 176
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი აირა სტივენ ბერი
რიკ ბერმანი
მაიკლ პილერი
ხანგრძლივობა 45 წთ.
ეთერში 3 იანვარი 19932 ივნისი 1999
რესურსები ინტერნეტში
საიტი


ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 (ინგლ. Star Trek: Deep Space Nine, DS9) — სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს „ვარსკვლავური გზის“ სამყაროში. ფაქტობრივად წარმოადგენს „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობის“ (ინგლ. Star Trek: The Next Generation) გაგრძელებას. პრემიერა გაიმართა 1993 წლის 3 იანვარს, ბოლო სერია გამოვიდა 1999 წლის 2 ივნისს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მოქმედება ვითარდება 2369—2375 წლებში, კოსმოსურ სადგურზე „ღრმა კოსმოსი 9“ რომელიც განლაგებულია კოსმოსური ანომალიის - სივრცითი დერეფნის ახლოს რომლითაც შესაძლებელია გალაქტიკის სხვა ნაწილში (გამა-კვადრანტში) მოხვედრა. ამ მიზეზით სადგურს გააჩნია უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა.

გამა-ვადრანტის შესწავლისას ხდება შეტაკება „ვარსკვლავურ ფლოტსა“ და გამა კვადრანტში არსებულ იმპერიას - დომინიონს შორის. „ღრმა კოსმოსი 9“ აღმოჩნდება საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე და ფედერაციისა და მისი მოკავშირეების მთავარი დასაყრდენი ხდება.

სერიალში მონაწილეობენ პერსონაჟები „შემდეგი თაობიდან“ - ვორფი და მაილზ ო'ბრაიენი.

წინა სერიალებისგან განსხვავებით, „ღრმა კოსმოსში“ პერსონაჟების ნაწილი არ არის დაკავშირებული „ვარსკვლავურ ფლოტთან“. ახალ პერსონაჟებს შორის არიან კირა ნერისი (ბაჯორის შეიარაღებული ძალების ოფიცერი), ოდო (სადგურის დაცვის უფროსი) და კვარკი (პოპულარული გასართობი დაწესებულების „კვარკთან“ მფლობელი).

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ევერი ბრუკსი ბენჯამინ სისკო კაპიტანი, სადგურის უფროსი ბენჯამინ სისკო
ნანა ვიზიტორი კირა ნერისი ბაჯორის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი (მოგვიანებით მაიორი), სადგურზე პირველი ოფიცერი კირა ნერისი
რენე აბერჯენო ოდო დაცვის უფროსი ოდო
ტერი ფარელი ჯაძია დაქსი ოფიცერი მეცნიერების დარგში (სეზონი 1-6) ჯაძია დაქსი
ნიკოლ დე ბოიერი ეზრი დაქსი მრჩეველი (სეზონი 7) ეზრი დაქსი
მაიკლ დორნი ვორფი სამხედრო მრჩეველი, „დეფაიანტის“ პირველი ოფიცერი ვორფი
ალექსანდრ სიდიგი ჯულიან ბაშირი მთავარი ექიმი ჯულიან ბაშირი
კოლმ მინი მაილზ ო'ბრაიენი მთავარი ინჟინერი მაილზ ო'ბრაიენი
არმინ შიმერმანი კვარკი სამოქალაქო პირი, პოპულარული გასართობი დაწესებულების „კვარკთან“ მფლობელი, კვარკი
არონ აიზენბერგი ნოგი ვარკის ძმისშვილი ნოგი
მაქს გროდენჩიკი რომი კვარკის ძმა რომი
მარკ ალაიმო გალ დუკატი კარდასიანელი ოფიცერი. წარსულში სადგურის უფროსი გალ დუკატი
ენდრიუ რობინსონი ელიმ გარეკი, კარდოსიანელი ემიგრანტი
ჯეფრი კომბსი ვეიუნი დომინიონის წარმომადგენელი ვეიუნი
როზალინდ ჩაო კეიკო ობრაიენი კეიკო ობრაიენი
პენი ჯონსონ ჯერალდი კესიდი იეტსი კესიდი იეტსი
ლუის ფლეტჩერი უინ ადამი უინ ადამი
მეჯელ ბარეტი ლუაქსანა ტროი ბეტაზედის ელჩი ფედერაციაში ლუაქსანა ტროი
მარკ ალენ შეპერდი მორნი მორნი
ჯ. გ. ჰერცლერი მარტოკი კლინგონი გენერალი მარტოკი
კენეთ მარშალი მაიკლ ედინგტონი. მაიკლ ედინგტონი.
რობერტ ო'რაილი გაურონი კლინგონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გაურონი
ფილიპ ანგლიმი ბარეილ ანტოსი ბარეილ ანტოსი
ჯეფრი კომბსი ბრანტი ლიკვიდატორი ბრანტი
ბარი ჯენერი უილიამ როსი უილიამ როსი
უოლეს შონი ზეკი ფერენგის დიდი ნაგუსი ზეკი
სესილი ადამსი იშკა კვარკის და რომის დედა იშკა
ბროკ პიტერსი ჯოზეფ სისკო ბენჯამინ სისკოს მამა ჯოზეფ სისკო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]