ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი ჯონათან ფრეიკსი
პროდიუსერი რიკ ბერმანი
სცენარის ავტორი რიკ ბერმანი
რონალდ მური
ბრენონ ბრაგა
როლებში პატრიკ სტიუარტი
ჯონათან ფრეიკსი
ბრენტ სპაინერი
ლევარ ბარტონი
მაიკლ დორნი
გეიტს მაკფედენი
მარინა სირტისი
სტუდია Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი 1996
ხანგრძლივობა 111 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
წინა: ვარსკვლავური გზა: თაობები
შემდეგი: ვარსკვლავური გზა: აჯანყება
საიტი:

ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი (ინგლ. Star Trek: First Contact) — მერვე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერაციას თავს ესხმიან ბორგები. „ენტერპრაიზ-E“ კაპიტან ჟან-ლუკ პიკარის მეთურობით მიემერთება ბრძოლის ველზე. ისინი ანადგურებენ ბირგების კუბს, მაგრამ გადარჩენილი ბორგები მცირე სფერული ხომალდით მიემგზავრებიან წარსულში, 2063 წლის 4 აპრილს, ერთი დღით ადრე დღემდე როცა შედგა დედამიწელთა პირველი ვარპ-გაფრენა და პირველი კონტაქტი უცხოპლანეტურ რასასთან — ვულკანელებთან. პიკარი იძულებულია უკან გაჰყვეს ბორგებს რათა არ მისცეს მათ დედამიწის ისტორიის შეცვლის საშუალება. „ენტერპრაიზი“ ანადგურებს სფეროს. დედამიწის ზედაპირზე პიკარი და დანარჩენები პოულობენ გვამებს და კოსმოსურ ხომალდად გადაკეთებულ ბირთვულ რაკეტას. ამ დროს „ენტერპრაიზზე“ ჩნდებიან ბორგები რომლებიც იწყებენ ხომალდის ათვისებას და ეკიპაჟის ასიმილაციას. პიკარი და დეიტა ბრუნდებიან ბორტზე.

დიანა ტროი და უილიამ რაიკერი პოულობენ პირველი ვარპ-ხომალდის შემქმნელს - ზეფრამ კოკრეინს და უყვებიან თუ როგორ მნიშვნელოვანია მისი ხვალინდელი გაფრენა. მას თავიდან არ ჯერა, თუმცა მას შემდეგ რაც დაინახავს „ენტერპრაიზს“ ორბიტაზე იცვლის აზრს.

ეკიპაჟის დიდი ნაწილი გადაქცეულია ბორგებად პიკარი და ვორფი ანადგურებენ „ენტერპრაიზის“ ანტენას, რათა ბორგებმა ვერ შეძლონ მისი გამოყენება. კავშირი დედამიწასთან იკარგება. დედამიწაზე არ აიციან რომ „ენტერპრაიზი“ დაიკავეს ბორგებმა, რომლებიც აპირებენ კოკრეინის ხომალდის განადგურებას.

სტარტი შედგა წარმატებით. ამავდრიულად პიკარი ახდენს ხომალდის ევაკუირებას და რთავს თვითგანადგურების რეჟიმს. ბორგები აიძულებენ დეიტას გაანადგუროს კოკრეინის ხომალდი. იგი უშვებს ტორპედოებს მაგრამ შეგნებულად აცილებს, შემდეგ კი უშვებს გაზს, ანადგურებს ბორგებს ტა თიშავს თვითგანადგურების რეჟიმს. კოკრეინი ასრულებს თავის გაფრენას.

კოკრეინი, პიკარი, რაიკერი, ტროი, ლა ფორჟი და ეკიპაჟის სხვა წევრები ერთად უყურებენ ვულკანური ხომალდის დაშვებას და პირველ კონტაქტს.

ფილმის მოქმედება მიმდინარეობს 2373 და 2063 წლებში.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
პატრიკ სტიუარტი ჟან-ლუკ პიკარი კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარი
ჯონათან ფრეიკსი უილიამ რაიკერი პირველი ოფიცერი უილიამ რაიკერი
ბრენტ სპაინერი დეიტა მეორე ოფიცერი დეიტა
მარინა სირტისი დიანა ტროი მრჩეველი დიანა ტროი
მაიკლ დორნი ვორფი ვორფი
გეიტს მაკფედენი ბევერლი კრაშერი მთავარი ექიმი ბევერლი კრაშერი
ლევარ ბარტონი ჯორდი ლა ფორჟი მთავარი ინჟინერი ჯორდი ლა ფორჟი
ელფრი ვუდარდი ლილი ლილი
ჯეის კრომველი ზეფრამ კოკრეინი ზეფრამ კოკრეინი
ელის კრიგე ბორგების დედოფალი
რობერტ პიკარდო ექიმი/სასწრაფო სამედიცინო ჰოლოგრამა
ნილ მაკდონაფი ჰოუკი ლეიტენანტი ჰოუკი
დუაიტ შულცი რეჯინალდ ბარკლი ლეიტენანტი რეჯინალდ ბარკლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]