ტავეუნი
მშობ. სახელი: ინგლ. Taveuni | |
---|---|
გეოგრაფია | |
16°48′40″ ს. გ. 179°57′40″ ა. გ. / 16.81111° ს. გ. 179.96111° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 470 კმ² |
სიგრძე | 42 კმ |
სიგანე | 15 კმ |
უმაღლესი წერტილი |
1241 მ ულუიკალაუს მთა |
ოლქი | ჩრდილოეთის ოლქი |
პროვინცია | ტაკაუნდროვეს პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 12 000 |
სიმჭიდროვე | 25,532 ად. /კმ² |
ტავეუნი (ინგლ. Taveuni) — ფიჯის რესპუბლიკის სიდიდით მესამე კუნძული, რომელიც მდებარეობს ვანუა-ლევუს კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში, 180-ე მერიდიანზე. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ჩრდილოეთის ოლქის ტაკაუნდროვეს პროვინციის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაახლოებით 6,5 კმ-ში დასავლეთით მდებარეობს კუნძული ვანუა-ლევუ, რომლისგანაც კუნძული ტავეუნი გამოყოფილია სომოსომოს სრუტით. უახლოესი მატერიკი — ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 3000 კმ-ში[1].
გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და წარმოადგენს წაგრძელებულ ბაზალტურ ფარისებულ ვულკანს მრავალრიცხოვანი ვულკანური კონუსებით (დაახლოებით 150)[2]. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950—750 წლებში კუნძულის ადამიანებით დასახლების შემდეგ კუნძულზე მოხდა, სულ ცოტა, 58 ვულკანური ამოფრქვევა, რომელთაგან ყველაზე ბოლო იყო 1450—1650 წლებს შორის[2]. კუნძულ ტავეუნის ფართობი შეადგენს დაახლოებით 470 კმ²-ს და შესაბამისად ქვეყანაში ის სიდიდით მესამე დიდი კუნძულია (ვანუა-ლევუს და ვიტი-ლევუს შემდეგ)[3]. კუნძულის სიგრძეა — 42 კმ, ხოლო სიგანე — 15 კმ. ზედაპირი მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — ულუიკალაუს მთა, აღწევს 1241 მეტრს[1].
ტავეუნის ერთ-ერთ ვულკანურ კრატერზე, დაახლოებით 800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ფიჯის ყველაზე დიდი ტბა — ტანგიმაუტია (ფიჯური ენა — Tagimaucia). მისი ფართობი სულ შეადგენს 23 ჰა-ს[4]. ამას გარდა, ტავეუნიზე არსებობს ჩანჩქერების დიდი რაოდენობა.
ადგილობრივი ფლორის და ფაუნის წარმომადგენლების დიდი რაოდენობა, რომლებიც იზრდებიან და ცხოვრობენ კუნძულზე,ენდემურია. ნიადაგს აქვს ვულკანური წარმოშობა და გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენად ითვლება ნიდერლანდელი მოგზაური აბელ ტასმანი, რომელმაც ის აღმოაჩინა 1643 წელს[5].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 12 ათასი ადამიანი.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (უპირველეს ყოვლისა, კოპრის წარმოება). აქტიურად ვითარდება ტურიზმი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Islands of Fiji. Taveuni. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
- ↑ 2.0 2.1 Taveuni. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
- ↑ Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team., National Circumstances. Background // Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change, 2005. — P. 3.
- ↑ Fiji. RAMSAR Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-05-15.
- ↑ Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiii, ISBN 0810853957.